მესიე 15
| სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა | |
|---|---|
| მესიე 15 | |
| ინგლ. Messier 15 | |
|
| |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| კლასი | IV[1] |
| თანავარსკვლავედი | პეგასის თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) |
21სთ 29წთ 58.33წმ [2] |
| დახრილობა (δ) | +12° 10′ 01.2″[2] |
| მანძილი მზის სისტემიდან |
35.69 ± 0.43 ათ. სინ. წელი (10.944 ± 0.131 კპს)[3] |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) |
6.2[4] |
| კუთხური სიდიდე | 18′ |
| ფიზიკური მახასიათებლები | |
| მზის მასა | 5.6×105 M☉[5] |
| რადიუსი | ~88 სინ. წელი |
| ლითონშემცველობა | [Fe/H] =–2.37[6] |
| დადგენილი ასაკი | 12.0 მლრდ. წელი[7] |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | ჯოვანი დომენიკო მარალდი |
| აღმოჩენის წელი | 1746 |
| სხვა აღნიშვნები | NGC 7078, GCl 120 |
| მესიე 15 ვარსკვლავიერ ცაზე | |
მესიე 15 | |
მესიე 15 ან M15 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 7078 და პეგასის დიდი ვარსკვლავთგროვა) — სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა პეგასის თანავარსკვლავედში.
აღმოჩენა და ხილვადობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესიე 15 აღმოჩინა ჯოვანი დომენიკო მარალდიმ 1746 წელს, ხოლო 1764 წელს შარლ მესიემ კომეტის მსგავსი ობიექტების თავის კატალოგში შეიტანა. მისი ასაკი დაახლოებით 12.5 ± 1.3 მლრდ. წელს შეადგენს, რაც მას ერთ-ერთ უძველეს ცნობილ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვად აქცევს. მესიე 15 დედამიწიდან დაახლოებით 35 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, მისი დიამეტრი კი 175 სინათლის წელს შეადგენს. მისი აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე -9.2-ია, რაც მზის სიკაშკაშეზე 360 000-ჯერ მეტ საერთო ნათებას უტოლდება.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესიე 15 ირმის ნახტომის გალაქტიკაში ცნობილ სფერულ გროვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკვრივია. მისი ბირთვი ე.წ. „ბირთვის კოლაფსის“ პროცესს განიცდის და ხასიათდება ცენტრალური სიმკვრივის პიკით; ცენტრალური შავი ხვრელის (სავარაუდო) გარშემო ვარსკვლავთა უზარმაზარი რაოდენობაა თავმოყრილი.
გროვა, რომელიც 100 000-ზე მეტ ვარსკვლავს აერთიანებს, გამოირჩევა ცვალებადი ვარსკვლავების (112) და პულსარების (8) სიმრავლით; მათ შორისაა ორმაგი ნეიტრონული ვარსკვლავის სისტემა — M15-C. აქ ასევე მდებარეობს Pease 1 — პირველი პლანეტარული ნისლეული, რომელიც სფერულ გროვაში 1928 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებში მხოლოდ სამი მსგავსი ობიექტია აღმოჩენილი.
6.2 ვარსკვლავიერი სიდიდის მქონე M15 ხელსაყრელ პირობებში შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება დავინახოთ; ბინოკლით ან მცირე ზომის ტელესკოპით დაკვირვებისას ის ბუნდოვან ვარსკვლავს ჰგავს. უფრო დიდი დიაფრაგმის (მინიმუმ 150 მმ / 6 დუიმი) მქონე ტელესკოპებით შესაძლებელია ცალკეული ვარსკვლავების გარჩევა; მათ შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების სიდიდე +12.6-ს, ხოლო გროვის ხილული ზომა — 18 მინუტს შეადგენს. M15 მდებარეობს პეგასის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან — ეპსილონ პეგასიდან — დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 4 გრადუსის დაშორებით.
დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრმა „უჰურუმ“ (Uhuru) და ჩანდრას კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ ვარსკვლავთგროვაში რენტგენული გამოსხივების ორი კაშკაშა წყარო აღმოაჩინეს: Messier 15 X-1 (4U 2129+12) და Messier 15 X-2.[15][16] როგორც ჩანს, პირველი მათგანი პეგასის თანავარსკვლავედში აღმოჩენილი რენტგენული გამოსხივების პირველი ასტრონომიული წყაროა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Messier 15, SEDS Messier pages
- Messier 15, Galactic Globular Clusters Database page
- Globular Cluster Photometry With the Hubble Space Telescope. V. WFPC Study of M15's Central density Cusp დაარქივებული 2015-11-02 საიტზე Wayback Machine.
- Wikisky.org SDSS image of M15
- Gretton, Roy; Gray, Meghan. M15 – Globular Cluster. Deep Sky Videos. Brady Haran.
- Messier 15 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Shapley, Harlow; Sawyer, Helen B. (August 1927). „A Classification of Globular Clusters“. Harvard College Observatory Bulletin. 849 (849): 11–14. Bibcode:1927BHarO.849...11S.
- 1 2 Goldsbury, Ryan; et al. (December 2010). „The ACS Survey of Galactic Globular Clusters. X. New Determinations of Centers for 65 Clusters“. The Astronomical Journal. 140 (6): 1830–1837. arXiv:1008.2755. Bibcode:2010AJ....140.1830G. doi:10.1088/0004-6256/140/6/1830. S2CID 119183070.
- ↑ Bhardwaj, Anupam; Rejkuba, Marina; Sloan, G. C.; Marconi, Marcella; Yang, Soung-Chul (2021). „Optical and Near-infrared Pulsation Properties of RR Lyrae and Population II Cepheid Variables in the Messier 15 Globular Cluster“. The Astrophysical Journal. 922 (1): 20. arXiv:2108.11388. Bibcode:2021ApJ...922...20B. doi:10.3847/1538-4357/ac214d. S2CID 237304172.
- ↑ Messier 15. ციტირების თარიღი: 21 July 2024
- ↑ Marks, Michael; Kroupa, Pavel (August 2010). „Initial conditions for globular clusters and assembly of the old globular cluster population of the Milky Way“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 406 (3): 2000–2012. arXiv:1004.2255. Bibcode:2010MNRAS.406.2000M. doi:10.1111/j.1365-2966.2010.16813.x. S2CID 118652005. Mass is from MPD on Table 1.
- ↑ Boyles, J.; et al. (November 2011). „Young Radio Pulsars in Galactic Globular Clusters“. The Astrophysical Journal. 742 (1): 51. arXiv:1108.4402. Bibcode:2011ApJ...742...51B. doi:10.1088/0004-637X/742/1/51. S2CID 118649860.
- ↑ Koleva, M.; et al. (April 2008). „Spectroscopic ages and metallicities of stellar populations: validation of full spectrum fitting“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 385 (4): 1998–2010. arXiv:0801.0871. Bibcode:2008MNRAS.385.1998K. doi:10.1111/j.1365-2966.2008.12908.x. S2CID 17571531.
| ||||||||||