მესიე 109
| ტოტიანი სპირალური გალაქტიკა | |
|---|---|
| მესიე 109 | |
| ინგლ. Messier 109 | |
|
ტოტიანი სპირალური გალაქტიკა მესიე 109 დიდი დათვის თანავარსკვლავედში | |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| თანავარსკვლავედი | დიდი დათვის თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) | 11სთ 57წთ 36.0წმ [1] |
| დახრილობა (δ) | +53° 22′ 28″[1] |
| მანძილი | 67.2 ± 23.2 მლნ. სინ. წელი (20.6 ± 7.1 მპს) |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) | 9.8[2] |
| აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე (M) | −16.5[3] |
| მახასიათებლები | |
| ტიპი | SB(rs)bc,[1] LINER/HII[1] |
| წითელი წანაცვლება | 0.003496±0.000004[1] |
| ზომა | 21.9′ × 11.0′[1] |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | პიერ მეშენი |
| აღმოჩენის წელი | 1781 |
| სხვა აღნიშვნები | IRAS 11549+5339, NGC 3992, UGC 6937, MCG +09-20-044, PGC 37617 |
| მესიე 109 ვარსკვლავიერ ცაზე | |
მესიე 109 | |
მესიე 109 ან M109 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 3992, მტვერსასრუტის გალაქტიკა) — ტოტიანი სპირალური გალაქტიკა, დიდი დათვის თანავარსკვლავედში. M109-ის დანახვა შესაძლებელია ვარსკვლავ ფეკდას (Phecda, ანუ γ UMa — დიდი დათვის გამა) სამხრეთ-აღმოსავლეთით.[4]
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესიე 109 აღმოაჩინა პიერ მეშენმა 1781 წელს. ორი წლის შემდეგ შარლ მესიემ ეს ობიექტი თავისი კატალოგის დამატებაში შეიტანა.
1920-იანი წლებიდან 1950-იან წლებამდე მიიჩნეოდა, რომ 103-ზე მეტი ნომრის მქონე მესიეს ობიექტები არ იყო ოფიციალური, თუმცა მოგვიანებით მეშენის მიერ შემოთავაზებული დამატებითი ობიექტები ფართოდ აღიარეს. დევიდ ჰ. ლევი საუბრობს 110 ობიექტისგან შემდგარ თანამედროვე კატალოგზე, ხოლო სერ პატრიკ მური ზღვარს 104 ობიექტზე ავლებდა, თუმცა M105-დან M109-მდე ობიექტები დამატებების სახით ჰქონდა მითითებული. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ასტრონომთა შორის უკვე 110-ივე ობიექტი გამოიყენებოდა და ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს გალაქტიკა მესიეს კატალოგში ყველაზე შორს მდებარე ობიექტია; მას მოსდევს M91.
M109-ს ჰყავს სამი თანამგზავრი გალაქტიკა (UGC 6923, UGC 6940 და UGC 6969) და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი. მიღებულია M109-ისა და მისი თანამგზავრების წყალბადის ხაზების დეტალური დაკვირვების მონაცემები. M109-ში H I რეგიონის (ნეიტრალური წყალბადის) განაწილება რეგულარულია და ვარსკვლავური დისკოს მიღმა რადიალური გაფართოების დაბალი დონე შეინიშნება, მაშინ როცა გალაქტიკის ტოტში, აირის განაწილების ცენტრალურ ნაწილში, H I-ის სიცარიელეა. შესაძლოა, აირი ზოლის ზემოქმედებით ცენტრისკენ გადაადგილდა; სიცარიელის არსებობა კი იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში აკრეციის (მატერიის შთანთქმის) მასშტაბური პროცესები არ მომხდარა.[5]
M109 არის ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა M109-ის ჯგუფში — გალაქტიკათა დიდ გაერთიანებაში თანავარსკვლავედ დიდ დათვში, რომელიც, შესაძლოა, 50-ზე მეტ გალაქტიკას მოიცავდეს.[6][7][8][9]
სუპერნოვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M109-ში დაფიქსირებულია ერთი სუპერნოვა: SN 1956A (Ia ტიპის, 12.3 ხილული ვარსკვლავიერი სიდიდის). იგი 1956 წლის 8 მარტს ჰოვარდ ს. გეიტსმა აღმოაჩინა პალომარის ობსერვატორიაში არსებული 18-დუიმიანი შმიდტის ტელესკოპის გამოყენებით. ობიექტი გალაქტიკის ცენტრიდან აღმოსავლეთით 67"-სა და სამხრეთით 9"-ზე მდებარეობდა.[10][11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Messier 109. SEDS. ციტირების თარიღი: 2005-08-11
- Messier 109 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
- M109
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 NASA/IPAC Extragalactic Database. Results for M 109. ციტირების თარიღი: 2006-10-10
- ↑ Messier 109. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2022. ციტირების თარიღი: 30 April 2022
- ↑ Angus, Garry W.; Coppin, Paul; Gentile, Gianfranco; Diaferio, Antonaldo (1 November 2016). „The potential role of NGC 205 in generating Andromeda's vast thin corotating plane of satellite galaxies“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 462 (3): 3221–3242. arXiv:1608.03763. Bibcode:2016MNRAS.462.3221A. doi:10.1093/mnras/stw1822.
- ↑ Distance Results for MESSIER 109. NASA/IPAC Extragalactic Database. ციტირების თარიღი: 2023-04-03
- ↑ Bottema, Roelof; Verheijen (2002). „Dark and luminous matter in the NGC 3992 group of galaxies“. Astronomy and Astrophysics. 388 (3): 793. arXiv:astro-ph/0204335. Bibcode:2002A&A...388..793B. doi:10.1051/0004-6361:20020539. S2CID 119374710.
- ↑ R. B. Tully (1988). Nearby Galaxies Catalog. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-35299-4.
- ↑ P. Fouque; E. Gourgoulhon; P. Chamaraux; G. Paturel (1992). „Groups of galaxies within 80 Mpc. II - The catalogue of groups and group members“. Astronomy and Astrophysics Supplement. 93: 211–233. Bibcode:1992A&AS...93..211F.
- ↑ A. Garcia (1993). „General study of group membership. II - Determination of nearby groups“. Astronomy and Astrophysics Supplement. 100: 47–90. Bibcode:1993A&AS..100...47G.
- ↑ G. Giuricin; C. Marinoni; L. Ceriani; A. Pisani (2000). „Nearby Optical Galaxies: Selection of the Sample and Identification of Groups“. Astrophysical Journal. 543 (1): 178–194. arXiv:astro-ph/0001140. Bibcode:2000ApJ...543..178G. doi:10.1086/317070. S2CID 9618325.
- ↑ SN 1956A. IAU. ციტირების თარიღი: 27 November 2024
- ↑ Zwicky, F.; Karpowicz, Maria (1964). „Supernova 1956a of type I in NGC 3992“. The Astronomical Journal. 69: 759. Bibcode:1964AJ.....69..759Z. doi:10.1086/109352.
| ||||||||||