მესა-გიტონია
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
მესა-გიტონია ბერძ. Μέσα Γειτονιά[1] [2] [3] | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| შიდა დაყოფა | Kontovathkia[4] [5] , Chalkoutsa[4] [5] , Timios Prodromos[4] [5] და Panthea[4] [5] |
| კოორდინატები | 34°42′08″ ჩ. გ. 33°02′43″ ა. გ. / 34.70242611° ჩ. გ. 33.04531194° ა. გ. |
| მმართველი | Doros Antoniou[6] |
| ფართობი | 3.60819 კმ² |
| მოსახლეობა | 14 477 (2011)[7] [8] |
| სასაათო სარტყელი | UTC+2[9] და UTC+3[9] |
| საფოსტო ინდექსი | 4000[9] , 4001[10] , 4002[11] , 4003[12] , 4004[13] , 4005[14] , 4006[15] , 4007[16] და 4008[17] |
| ოფიციალური საიტი | http://www.mesayitonia.com.cy |
მესა გიტონია (ბერძ. Μέσα Γειτονιά) — მუნიციპალური რაიონი კვიპროსში, ლიმასოლის რაიონის ფარგლებში, რომელიც მდებარეობს ლიმასოლში, ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით 2 კილომეტრში. იგი დაარსდა 1986 წელს. 370,71 ჰექტარის ფართობის მიხედვით ის კვიპროსის ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესა-გიტონიას ანტიკური დასახლება, სავარაუდოდ, ბიზანტიურ პერიოდში (330–1191) დაარსდა. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო, როგორიცაა მიწისძვრები, ომები და არაბთა თავდასხმები, დასახლება განადგურდა. ამ პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობა შუა საუკუნეების ცისტერნაა.[18] ფრანკთა და ვენეციელთა მმართველობის ხანაში მესა-გიტონია ფეოდალურ მამულს წარმოადგენდა.[18]
მესა-გიტონიას უფრო ფართო ტერიტორიაზე აღმოჩენილია კლდეში ნაკვეთი სამარხები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის არტეფაქტებს, მათ შორის: არქაული, კლასიკური, ელინისტური და რომაული ეპოქებიდან.[18]
ოსმალეთის მმართველობისას, კვიპროსის სხვა სოფლების მსგავსად, მესა-გიტონიასაც მუხთარი (სოფლის თავკაცი) განაგებდა. ეს სისტემა, მცირე ცვლილებებით, ძირითადად ბრიტანული მმართველობის პერიოდშიც შენარჩუნდა. 1950 წელს გამოიცა კანონი კეთილმოწყობის საბჭოების შესახებ, ხოლო 1962 წელს, კვიპროსის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობის ზრდის გამო მესა-გიტონიას „კეთილმოწყობის საბჭოს“ სტატუსი მიენიჭა.[19]
მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობა განაგრძობდა ზრდას, რამაც გამოიწვია 1986 წლის 23 თებერვლის რეფერენდუმი მესა-გიტონიას მუნიციპალიტეტად გამოცხადების შესახებ. რეფერენდუმი წარმატებით დასრულდა და 1986 წლის 26 მაისს კვიპროსში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მესა-გიტონიამ თავისი პირველი მუნიციპალური საბჭო აირჩია.[19]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვიპროსში ჩატარებული მოსახლეობის აღწერების მიხედვით, 1960 წლამდე სოფლის მოსახლეობა მცირერიცხოვანი რჩებოდა. ეს მეტწილად გამოწვეული იყო გზების ცუდი მდგომარეობით, რის გამოც მესა-გიტონია მოწყვეტილი იყო ლიმასოლს. მხოლოდ 1928 წელს მოხდა სოფლის დაკავშირება მეზობელ სოფელ აგიოს-ათანასიოსთან ხიდის მეშვეობით. 1960 წლის შემდეგ მოსახლეობამ იმატა, რადგან მესა-გიტონიამ მიიღო შიდა მიგრაციის ტალღა: მთიანი რეგიონების მცხოვრებლები ქალაქთან უფრო ახლოს მდებარე ტერიტორიებზე გადმოსახლდნენ.[20]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ονομασία
- ↑ STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015 — CYSTAT.
- ↑ ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
- 1 2 3 4 ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
- 1 2 3 4 STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015 — CYSTAT.
- ↑ Δημοτικό Συμβούλιο
- ↑ Απογραφή πληθυσμού 2011 — 14 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας, 2011.
- ↑ Census of population 2011 — 14 — CYSTAT, 2011.
- 1 2 3 Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- ↑ Mesa Geitonia — Postcode Query.
- 1 2 3 Αρχαιολογία. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-01. ციტირების თარიღი: 2018-07-01.
- 1 2 Αρχές - Διοίκηση. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-08. ციტირების თარიღი: 2018-07-01.
- ↑ Γεωγραφικά Στοιχεία. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-01. ციტირების თარიღი: 2018-07-01.