მესამე მითრიდატული ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მესამე მითრიდატული ომი
Mithridates VI Louvre.jpg

მესამე მითრიდატული ომი (ძვ. წ. 73-63 წწ.) — სამხედრო კონფლიქტი რომის რესპუბლიკასა და პონტოს სამეფოს შორის, რომლის მეფე იყო მითრიდატე VI ევპატორი.

მოწინააღმდეგეთა ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაელი ემიგრანტების დახმარებით, რომლებიც პონტოს სამეფოში აფარებდნენ თავს რომის I სამოქალაქო ომის და დიქტატორ სულას გამარჯვების შემდეგ, მითრიდატე VI-მ მოახერხა 140 ათასი ქვეითი და 16 ათასი ცხენოსანი არმიის ორგანიზება, ამავე დროს, მეკობრეთა მხარდაჭერით მან შექმნა 400 სამხედრო გემისაგან შემდგარი ფლოტი.

რომის მხრიდან მოქმედებდა 5 ლეგიონისაგან შემდგარი არმია კონსულ ლუკულუსის მეთაურობით, რომელიც წარმოადგენდა სულ 30 ათას ქვეითს და 1600 მხედარს და აკონტროლებდნენ აზიისა და კილიკიის პროვინციებს. მეორე კონსული მარკუს ავრელიუს კოტა მცირე ფლოტითა და სახმელეთო ჯარები გაგზავნილი იყო ბითინიაში. რომის მიერ ბითინიის მიერთება გახდა ომის უშუალო მიზეზი.

ომამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინ აზია ძვ. წ. II-I ს.ს.

ძვ. წ. 81-75 წწ. - რომსა და პონტოს სამეფოს შორის წარმოებულ მითრიდატეს მეორე და მესამე ომებს შორის პერიოდში - მითრიდატე VI-მ კავშირი შეკრა სენატის წინააღმდეგ აჯანყებულ რომაელ მხედართმთავარ კვინტუს სერტორიუსთან, რომელიც გაბატობენული იყო ესპანეთში და ანგარიშგასაწევ ძალას ფლობდა. ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეობდნენ მათი გემები და ალიანსი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა რომის სახელმწიფოს. ომის უშუალო მიზეზი კი გახდა რომის მიერ ბითინიის მიერთება. კონსული მარკუს ავრელიუს კოტა მცირე ფლოტითა და სახმელეთო ჯარებით გაგზავნილი იყო ბითინიაში ტერიტორიების მისაერთებლად, რომელიც ქვეყნის უკანასკნელმა მეფემ ნიკომედ IV ფილოპატორმა "უანდერძა" რომის სახელმწიფოს მისი გარდაცვალების შემდეგ. ეს მიერთება მოხდა ძვ. წ.75 წელს.

ძვ. წ. 74-73 წწ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითქმის ერთდროულად დაიწყო მითრიდატესა და სერტორიუსის მოქმედება ესპანეთსა და მცირე აზიაში. საპასუხოდ სენატმა კონსულებს - ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსს და მარკუს ავრელიუს კოტას დაავალა გამკლავებოდნენ პონტოდან მომდინარე საფრთხეს. ხოლო მხედართმთავარ პომპეუსს, რომელიც იმყოფებოდა გალიაში, დაევალა უზრუნველეყო სერტორიუსის გაუვნებელყოფა.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, კოტას უნდა მიეტანა იერიში მითრიდატეს ფლოტზე ზღვიდან, ხოლო ლუკულუსს ხმელეთიდან. კოტას ბრძანებით, რომაელთა ფლოტი ჩასაფრდა ქალკედონთან, ხოლო ლუკულუსი გაემართა ფრიგიისკენ, საიდანაც აპირებდა შემდგომში პონტოს ოკუპაციას. მალევე ლუკულუსმა მიიღო ინფორმაცია, რომ მითრიდატე სწრაფი იერიშით თავს დაესხა კოტას და აიძულა უკანდახევა. მან გაანადგურა რომაელთა 3 ათასი ჯარისკაცი და 64 გემი ჩაიგდო ხელთ და გადაწვა ყველაფერი. კოტამ დაკარგა ლუკულუსის მხრიდან დახმარების მიღების იმედი.

იმედგაცრუებული კოტა გაიქცა ქალაქ პონტოს ჰერაკლიასაკენ. მან გადაცურა ბოსფორის სრუტე და გადავიდა მცირე აზიაში. მისი ჰერაკლიასთან გამოჩენა დაფიქსირებულია უკვე ძვ. წ. 73 წელს. კოტას დაევალა - ჰერაკლიას აღებით უზრუნველეყო ლუკულუსის ჯარები ზურგიდან. ჰერაკლიაში გამაგრებული იყო მითრიდატეს 4 ათასამდე ჯარისკაცი. მან ალყა შემოარტყა ქალაქს, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ჰერაკლიას საბოლოოდ გასანადგურებლად იგი იძულებული გახდა სამსახურიდან დაეთხოვა კვესტორი პ. ოპიუსი, რომელიც შეიპყრო ქრთამის აღების და შეთქმულების ბრალდებით.

ძვ. წ. 70 წელს ლუკულუსი დარჩა აღმოსავლეთში, ხოლო კოტა დაბრუნდა რომში, სადაც იგი უკვე აღიარებული იყო ჰერაკლიას აღების გამო. თუმცა მოგვიანებით, ძვ. წ. 67 წელს, მას ბრალი წაუყენეს ნადავლის მითვისებაში და გააძევეს სენატიდან.

ომი სომხეთსა და რომს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის სამეფო

ლუკულუსის სარდლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრანაკერტის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hpa-tigranakertbattle69.gif
ტიგრანაკერტის ბრძოლა

ძვ. წ. 69 წელს ლუკულუსმა დაიწყო სომხეთის კამპანია ტიგრან დიდის წინააღმდეგ, რომელიც მითრიდატეს სიძე და სამხედრო მოკავშირე იყო. ამავე დროს, დამარცხებული მითრიდატე სწორედ მასთან გაიქცა თავშესაფრის საძიებლად. ლუკულუსმა ალყა შემოარტყა დიდი სომხეთის ახალ დედაქალაქს, ტიგრანაკერტს არზენენის ოლქში. ტიგრანი ცდილობდა გადარჩენილი ნაწილებით გამკლავებოდა რომაელებს. თუმცა ლუკულუსის არმიამ ტიგრანაკერტის ცნობილ ბრძოლაში ძვ. წ. 69 წლის 6 ოქტომბერს გაანადგურა სომხეთის მრავალრიცხოვანი ჯარები. ტიგრანი სამეფოს ჩრდილოეთში გადავიდა, სადაც რომაელებთან ბრძოლის ხელახალ სამზადისს შეუდგა. ამჯერად, ის ცდილობდა დაეცვა მემკვიდრეობით მიღებული დედაქალაქი არტაშატი. ლუკულუსი ფეხდაფეხ დაედევნა ტიგრანს, მაგრამ პარტიზანული ომი ანელებდა რომაელთა წინსვლას. ლუკულუსი იძულებული გახდა დროებით ლაშქრობის მიმართულება შეეცვალა მესოპოტამიისაკენ, სადაც შტურმით იქნა აღებული ნიზიბინი და ამავე დროს, პარალელურად მითრიდატე VI კვლავ შეიჭრა პონტოში, ძვ. წ. 67 წელს ზიელესთან ბრძოლაში გაანადგურა რომაელები და დროებით აღადგინა თავისი ხელისუფლება პონტოში. მესოპოტამიიდან ლუკულუსი გადავიდა სომხეთ-პართიის საზღვარზე მდებარე ქურთების სამეფოში. ძვ. წ. 69-68 წწ. ზამთარში მან მოლაპარაკებები გამართა პართიის მეფე არშაკ XVI-სთან, რომელიც იმჟამად თავს იცავდა შორეული აღმოსავლეთიდან მის წინააღმდეგ დაძრული ბაქტრიის მეფის ფრატეს III -ისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ მოუბრუნდა ტიგრან II დიდს

არტაქსატის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ.68 წლის ზაფხულში ლუკულუსი დაიძრა ტიგრანის წინააღმდეგ. იგი მიადგა სომხეთის ძველ დედაქალაქ არტაშატს, სადაც "მეფეთმეფე" ტიგრანის ოჯახი იყო დაბინავებული. ტიგრანი ამ ბრძოლის მოლდინში იყო, ამიტომ ქალაქის მისადგომები კარგად ჰქონდა გამაგრებული. იმდენად კარგად, რომ არტაშატს "სომხეთის კართაგენიც" კი უწოდეს. ტიგრან II-მ ბრძოლის ახალი ტაქტიკა აირჩია. ის გაურბოდა დიდ ბრძოლას, ამიტომ პატარ-პატარა სომხური შენაერთებით პარტიზანულ ბრძოლაში ანადგურებდა რომაელთა ლაშქარს. პარტიზანული ბრძოლა ძალას აცლიდა რომაულ ლეგიონებს, მაგრამ ვერ აჩერებდა მათ წინსვლას ქვეყნის ცენტრისაკენ.

არტაშატის დაკარგვის საფრთხემ აიძულა ტიგრანი გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა რომაელებისათვის მდინარე არაცანის სანაპიროზე ძვ. წ. 68 წლის სექტემბერში. ბრძოლა ტიგრანის მიერ განხორციელებული პროვოცირებით დაიწყო. კარგად ორგანიზებულმა და გაწვრთნილმა სომხურმა არმიამ მძიმე დარტყმა მიაყენა რომაელთა ჯარებს. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის გადმოცემით, რომაელებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. სომხებმა ისინი წარმატებით განდევნეს თავიანთი სახელმწიფოს სამხრეთ საზღვრების, კერძოდ, მესოპოტამიისაკენ.

წარმატებამ საშუალება მისცა მითრიდატეს და ტიგრანს თავიანთი სამეფოების აღდგენას შესდგომოდნენ. ძვ. წ. 67 წელს მითრიდატე VI ევპატორი კვლავ შეიჭრა პონტოში. ზიელესთან ბრძოლაში მან გაანადგურა რომაელები და დროებით აღადგინა თავისი ხელისუფლება პონტოში. ხოლო რომაელთა წარუმატებლობის გამო, სენატმა მხედართმთავარი ლუკულუსი გამოიწვია აღმოსავლეთიდან რომში და მის ნაცვლად აღმოსავლეთის სარდლად დანიშნა გნეუს პომპეუსი, რომელსაც უკვე მიეღწია წარმატებისათვის სერტორიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პომპეუსის სარდლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 65 წელს პომპეუსი გაემგზავრა აღმოსავლეთში. მითრიდატეს ფეხდაფეხ დევნაში მან რიგ-რიგობით დაამარცხა და გაანადგურა მისი მოკავშირე კავკასიელი ხალხები. კერძოდ, აიძულა სომხეთი, ალბანეთი და ბოლოს, ქართლის სამეფო, ხელი მოეწერათ რომთან "სამეგობრო და სამოკავშირეო" ხელშეკრულებაზე. სხვა ვითარება შეიქმნა დასავლეთ საქართველოში, პომპეუსი გადავიდა კოლხეთში, რომელიც იმ დროისათვის პონტოს სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. მან რომის ხელისუფალი არისტარქე დააყენა სათავეში და კოლხეთი უშუალოდ შემოუერთა რომის სახელმწიფოს, როგორც რომის ერთ-ერთი პროვინცია აღმოსავლეთში.

რომის საბოლოო გამარჯვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 65 წელს პომპეუსის გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ მითრიდატე VI მცირე ამალით გაიქცა კოლხეთიდან (თანამედროვე საქართველო) , ჩრდილოეთით ყირიმში, სადაც ის შეეცადა კიდევ ერთხელ მოეკრიბა ძალები და უკანასკნელად შებრძოლებოდა რომის არმიას, მაგრამ ვერ შეძლო. მისმა ვაჟებმა - ჯერ მახარემ და ბოლოს ფარნაკემ უღალატეს მამას. მითრიდატე VI-მ, იგრძნო-რა ძალაუფლების დაკარგვა, შეეცადა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა შხამის დახმარებით, თუმცა მთელი სიცოცხლის მანძილზე საფრთხის ქვეშ მყოფს იმდენი სხვადასხვა შხამი მიეღო მცირე დოზებით მკვლელობისაგან თავის დასაცავად, რომ ეს მცდელობა, ამჯერად, უშედეგოდ დასრულდა. რომაელი ისტორიკოსის აპიანეს თანახმად, იმედგაცრუებულმა მითრიდატემ თავის მცველს ბიტიოტს უბრძანა - ხმლით განეგმირა იგი.

ცნობამ მითრიდატეს დაღუპვის შესახებ, პომპეუსის ყურამდე მიაღწია პეტრაზე ლაშქრობის დროს, რამაც ძალიან გაახარა მთელი რომის არმია. მხედართმთავარმა ფარნაკესაგან მიიღო ჯილდოდ გვამები, რომელთა შორის იყო მითრიდატეც. მეფის გვამი ძლიერ იყო დაზიანებული ბალზამირების დროს მასში ტვინის დარჩენის გამო. მისი პიროვნების დაზუსტება შეძლეს მხოლოდ საბრძოლო ჭრილობებით. პომპეუსს არც შეუხედავს მონარქისათვის, ისე ბრძანა, რომ გადაეგზავნათ გვამი სინოპში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anthon, Charles & Smith, William, A New Classical Dictionary of Greek and Roman Biography, Mythology and Geography, 1860, pg. 226
  • Holmes, T. Rice, The Roman Republic and the Founder of the Empire, Vol. I, 1923, pg. 180
  • Appian. Mithridates. 71; Plutarch. Lucullus. 8
  • T. Robert S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol II (1952), pg. 99
  • Holmes, T. Rice, The Roman Republic and the Founder of the Empire, Vol. I, 1923, pg. 183
  • Holmes, T. Rice, The Roman Republic and the Founder of the Empire, Vol. I, 1923, pg. 184
  • T. Robert S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol II (1952), PGS. 110, 116 და 122
  • T. Robert S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol II (1952), pg. 110
  • T. Robert S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol II (1952), pg. 127
  • T. Robert S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol II (1952), pgs. 127 & 144
  • Plutarch Camillus 19.11, Lucullus 27.8-9
  • See Roman calendar, sub-heading Conversion of pre-Julian dates)
  • A History of Rome, LeGlay, et al. 100
  • Hojte, Jakob Munk. "The Death and Burial of Mithridates VI". Retrieved 3 February 2015.

ანტიკური წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • FHG = Karl Müller (ed.) Fragmenta Historicorum Graecorum
  • FGrH = Felix Jacoby (ed. & critical commentary), Die Fragmente der griechischen Historiker (commenced 1923)
  • Memnon of Herakleia Pontike, 9th century epitome in the ΒΙΒΛΙΟΘΗΚΗ of Photius of Byzantium (codex 224)

- ed. René Henry Photius Bibliotheque Tome IV: Codices 223-229 (Association Guillaume Budé, Paris, 1965), pp. 48–99: Greek text *with French translation - ed. K. Müller FHG III, 525: Greek text with Latin translation - ed. F. Jacoby FGrH no.434: Greek text, detailed commentary in German

  • Phlegon of Tralles fragmenta

- ed. K. Müller FHG III, 602ff. - ed. F. Jacoby FGrH no.257 - English translations and commentary by William Hansen, Phlegon of Tralles' Book of Marvels (University of Exeter Press, 1996)

თანამედროვე ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრევიატურები

RE = Real-Encyclopädie der classischen Altertumswissenschaft, eds. Pauly, Wissowa, Kroll

ძირითადი გამოკვლევები

Eckhardt, Kurt. "Die armenischen Feldzüge des Lukullus", I. Introduction. Klio, 9 (1909), 400-412 II. Das Kriegsjahr 69. Klio, 10 (1910), 72-115 III. Das Kriegsjahr 68. Klio, 10 (1910), 192-231

  • Holmes, T. Rice: The Roman Republic and the Founder of the Empire, vol.I (1923), 398-436
  • Gelzer, Matthias: "L. Licinius Lucullus cos.74", RE vol.XIII (1926), s. v. Licinius (104), colls.376-414.
  • Magie, David: Roman Rule in Asia Minor, to the End of the Third Century after Christ 2 vols. (Princeton University Press, 1950)
  • Van Ooteghem, J: Lucius Licinius Lucullus, (Brussels, 1959)
  • Keaveney, Arthur: Lucullus. A Life. (London/New York: Routledge, 1992). ISBN 0-415-03219-9.

მოკლე სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anderson, J G C: "Pompey's Campaign against Mithradates", JRS 12 (1922), 99ff.
  • Downey, Glanville: "Q. Marcius Rex at Antioch", Classical Philology 32 (1937), 144-151
  • Bennett, William H: "The Death of Sertorius and the Coin", Historia, 10 (1961), 459-72
  • McGing, B C: "The Date of the outbreak of the Third Mithridatic War", Phoenix, 38 (1984), 12-18
  • Williams, Richard S: "The Appointment of Glabrio (COS.67) to the Eastern Command", Phoenix 38 (1984), 221-234
  • Tatum, W J: "Lucullus and Clodius at Nisibis (Plutarch, Lucullus 33-34)", Athenaeum, 79 (1991)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]