მესადი
| ქალაქი | |
|---|---|
|
მესადი Messad | |
|
ქალაქის შესასვლელი | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | ჯელფის პროვინცია |
| კოორდინატები | 34°10′00″ ჩ. გ. 3°30′00″ ა. გ. / 34.16667° ჩ. გ. 3.50000° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 785 მ |
| მოსახლეობა | 120 584.[1] კაცი (2025) |
| სიმჭიდროვე | 375 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| საფოსტო ინდექსი | 170 03 |
მესადი (არაბ. مسعد) — ქალაქი ალჟირის ჯელფის პროვინციაში. მის ადგილზე პირველი დასახლება ძველმა რომაელებმა დააარსეს და „Castellum Dimmidi“ უწოდეს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ძველი სახელწოდება „დიმიდის ციხეს“ ნიშნავს. დღევანდელ სახელს კი არაბული ფესვები უნდა ჰქონდეს და სიტყვა „ბედნიერებასთან“ უნდა იყოს კავშირში. „საადა“ არაბულად ბედნიერებას ნიშნავს და ქალაქს ადგილობრივები „მესაადას“, ანუ „ბედნიერების“ ადგილს უწოდებენ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დედაქალაქ ალჟირიდან სამხრეთით დაახლოებით 290 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 1 010 მეტრია ზღვის დონიდან. მესადი სემიარიდულ პლატოზეა გაშენებული, ნალექების საშუალო რაოდენობა 232 მილიმეტრია წელიწადში. ნალექები ძირითადად ზამთარში და ადრე გაზაფხულზე მოდის. ამ დროს ქალაქში რამდენიმე მდინარე ჩნდება და მშრალი ხეობები წყლით ივსება. გამორჩეულია სეზონური მდინარეები: ვადი-მესადი, ვადი-დეფილა და ვადი-ტამდითი.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესადის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის დროინდელი ადამიანის მიერ შესრულებულიქ მხატვრობები. ეს მოწმობს, რომ აქაურობა ძალიან დიდი ხნის წინ დასახლდა.
ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნეში ქალაქი რომაელმა იმპერატორმა ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა დაიპყრო და მას რომაული სახელწოდება უწოდა.
ის ნუმიდიის სამეფოს სამხრეთ საზღვარზე მდებარეობდა და იყო საკმაოდ მდიდარი სოფელი. აქ 198 წლიდან 240 წლამდე რომაული გარნიზონი იდგა.[3]
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ქვის ხანის დროინდელი ნახატი „მორცხვი შეყვარებულები“
-
ქალაქი მესადი
-
ერთ-ერთი კარიბჭე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Algeria:largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-24. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
- ↑ Climate data en. Food and Agriculture Organization of the United Nations. ციტირების თარიღი: 2025-08-11
- ↑ (in French) Dr. Rebound, "Notes Archéologiques sur les Ruines de Djelfa", php4arab.com. URL last accessed on 8 May 2006. დაარქივებული 27 September 2005 საიტზე Wayback Machine.