მესადაფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მესადაფე (Union) — მტკნარი წყლის მოლუსკები გვარი ორსაგდულიანების კლასისა. აქვთ მკვრივი. ოვალური ნიჟარა (სიგრძე 14,5 სმ-მდე), იკვებებიან წყალში გახსნილი ორგანული ნივთიერებებით. გატოფილსქესიანია. დედალი მესადაფე განაყოფიერებულ კვერცხებს ლაყუჩებში ათავსებს, საიდანაც 20-40 დღის შემდეგ იჩეკებიან გლოქიდიები. ზრდასრული მესადაფე ფეხის მეშვეობით შლამიან ფსკერზე ნელა მოძრაობს (1-1,5 მ საათში).

მესადაფე ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, იაპონიაში, მალაის არქიპელაგზე. ყოფილ სსრკ-ის ევროპულ ნაწილში მესადაფის 3 სახეობა იყო გავრცელებული: ჩვეულებრივი, სოლისებრი, სქელი. ამ უკანასკნელის ქვესახეობა გავრცელებულია ამიერკავკასიაში. მესადაფეს საგდულებისაგან სადაფის ღილებს ამზადებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]