მესაათე (პროფესია)
მესაათე — პროფესია, ადრე ხელოსნობის სპეციალიზაცია. კედლის, ხელის, ჯიბის და სხვა სახის საათების დამზადების და შეკეთების ხელოსანი. ასევე „საათების ხელოსნებს“ ეძახიან ხალხს, რომლებიც პროფესიონალურად დაკავებულები არიან საათებით და მუშაობენ საათების ბიზნესის სფეროში (საათების მწარმოებლები, საათების დიზაინერები და ა. შ.).
პროფესიის შესწავლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისათვის მესაათის პროფესია, რომელიც რჩება აუცილებლობად და საჭიროებად, არ არის პოპულარული და მოთხოვნადი პროფესიების ამომრჩევლებს შორის. ათობით საათის მაღაზიებს და სპეციალიზირებულ საათების სახელოსნოებს სჭირდებათ მესაათეები, რომლებიც კატასტროფიულად არ არის საკმარისი.
მესაათის ხელოსნის პროფესიის შესასწავლად საჭიროა ორიდან ხუთ წლამდე პერიოდი. შესწავლის პროგრამაში აუცილებლად შედის ტექნიკური დისწიპლინები — მათემატიკა, ფიზიკა, ლითონმცოდნეობა, ხაზვა, ასევე სასაათე საქმიანობის განვითარების ისტორიის კურსები.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ყველა არსებული სასაათე მექანიზმების მუშაობის პრინციპები, ელექტრონული საათების და მექანიკის იშვიათი სირთულეების ჩათვლით.
პროფესიონალი მესაათის სერთიფიკატის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენს კარგი მხედველობის ქონა — სასწავლო დაწესებულებაში მოწყობამდე აბიტურიენტები გადიან აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას.
თეორიული დისწიპლინების გარდა, მოსწავლეები აუცილებლად გადიან პრაქტიკებს. ხშირად სასწავლო დაწესებულებებში არსებობს სახელოსნოები, სადაც ზედა კურსების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მუშაობენ. ასეთ „ექსპერიმენტალურ“ სახელოსნოებში საათების შეკეთების ღირებულება, როგორც წესი, იაფია.