მერწყულის ერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მერწყულის ერა ან მერწყულის ეპოქა (ინგლ. Age of Aquarius) — ასტროლოგიური კონცეპცია, ნიუ ეიჯის ძირითდი იდეა იმის შესახებ რომ, თევზების ეპოქის შემცვლელად (ქრისტიანობასთან ასოცირებული) მოვა ახალი ეპოქა, სადაც იბატონებს სწავლება, სინთეზირებული სხვადასხვა მრწამსა და თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს შორის.

ტერმინის გაჩენის თარიღი უცნობია, ცნობილია რომ, 1908 წელს ამერიკელი ეზოთერიკი ლევი დოულინგმა გამოსცა წიგნი The Aquarian Gospel of Jesus the Christ: The Philosophic and Practical Basis of the Religion of the Aquarian Age of the World and of the Church Universal.

ტერმინის პოპულარიზაცია დაკავშირებულია ალის ბეილისთან, რომელიც ტერმინ მერწყულის ერას და ნიუ-ეიჯს (სიტყვასიტყვით ახალი ერა) იყენებდა როგორც სინონიმებს.