მერქნის მღრღნელები (ლათ.Lyctidae) — პატარ-პატარა ხოჭოების ოჯახი. აქვთ მოგრძო, ზემოდან გაბრტყელებული სხეული. ვითარდებიან გამხმარ მერქანში, რითაც იკვებება ხოჭოც და მატლიც. ოჯახში 100-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე (პოლარულ ოლქებს გარდა). ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობაა, რომელთაგანაც Lyctus suturalis და Lyctus brunneus მხოლოდ კავკასიასადაშუა აზიაში გვხვდება. მერქნის მღრღნელები აზიანებენ ნაგებობებს, ტელეგრაფის ბოძებს, ავეჯს და სხვა ადგილებს.