მერუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერუ
მერუ
მერუ
კოორდინატები: 3°14′48″ ს. გ. 36°44′44″ ა. გ. / 3.24667° ს. გ. 36.74556° ა. გ. / -3.24667; 36.74556
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
სიმაღლე 4562.13 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1910
მერუ — ტანზანია
მერუ

მერუ — მოქმედი სტრატოვულკანი ტანზანიაში, დიდი რიფტული ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია ანდეზიტური და ტრაქიდოლერიტული ლავებითა და ლეიციტ-ნეფელინიანი ტუფებით. მერუს კალდერის (სიღრმე 1300 მ-მდე) დასავლეთ კედელთან არის მოქმედი კონუსი, რომლის სიმაღლეა 3669 მ. მაქსიმალური სიმაღლე კალდერის დასავლეთ თხემზეა (4565 მ). მერუს კალთები 1100 მეტრ სიმაღლემდე შემოსილია ბუჩქოვანი სავანითა და სავანური ტყით, უფრო მაღლა მეორეული ტყე და ტროპიკული კულტურების პლანტაციებია, 1800 მ-ის ზევით — მთის ჰილეა, მაღალმთის მდელო და შიშველი კლდეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მერუ&oldid=4303162“-დან