მერტენსის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერტენსის სახლი
Дом Мертенса
კოორდინატები 59°56′07″N 30°19′20″E / 59.935403° ჩ. გ. 30.322164° ა. გ. / 59.935403; 30.322164
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი მარიან ლიალევიჩის
სტილი მოდერნი, ნეოკლასიციზმი
თარიღდება 1911
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7800742000

მერტენსის სახლი (რუს. Дом Мертенса) — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, ნევის გამზირზე. ეს არის სავაჭრო სახლი, რომელიც აშენებულია მოდერნისა და ნეოკლასიციზმის სტილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი შენობის ადგილას, პირველი სახლი აშენდა 1740 წელს[1]. 1911-1912 წლებში, ფ. ლ. მერტენსის დავალებით, რომელიც ეწეოდა ბეწვეულის ბიზნესს, ხოლო არქიტექტორ მ. ს. ლიალევიჩის მიერ აშენდა სავაჭრო ცენტრის შენობა.

შენობა გარკვეული ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ვაჭარ სერებრიკოვს. XIX-XX საუკუნეების დასაწყისში შენობა ეკუთვნოდა მერტენსის მემკვიდრეებს.

1944 წელს, აღნიშნულ სახლში გაიხსნა ლენინგრადის პირველი სამოდელო სახლი[2]. ნევის გამზირზე მდებარე მოდის სახლს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი - „მერტენსის სახლი“.

2008 წლის შუა პერიოდში, შენობა აღდგა და გაქირავდა. აღნიშნულ სახლში, გაიხსნა ბრენდული მაღაზია „ზარას“ ფილიალი პეტერბურგში[3].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის შექმნისას აბსოლუტურად ახალი საინჟინრო და მხატვრული მოტივები გამოიყენეს, მათ შორის: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციული სტრუქტურა და სამი უზარმაზარი შემინული თაღი, რომელმაც შეამკო აღნიშნული სახლის მონუმენტური ფასადი[4]. შენობის ექსტერიერი აერთიანებს რაციონალურ მოდერნიზმსა და ნეო-რენესანსის ტექნიკას. სკულპტურული გაფორმება შეიქმნა ვ. კუზნეცოვის მიერ.

შენობის ეზოში არის შადრევანი პოლარული დათვის ქანდაკებით, რომელიც კირქვისგან არის დამზადებული. პოლარული დათვი მერტენსმა თავისი სავაჭრო სახლის სასაქონლო ნიშნად აირჩია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кириков Б. М., Штиглиц М. С. Архитектура ленинградского авангарда. Путеводитель. — СПб.: Коло, 2008. — С. 67-68. — 384 с. — ISBN 978-5-901841-49-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Мертенса (Невский пр., 21). История и фотографии — Прогулки по Петербургу
  2. Торговый дом Мертенса: Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2019-01-23.
  3. ZARA удваивает присутствие на Невском. Restate.ru — портал недвижимости Петербурга, Ленобласти, Москвы и Московской области.. Restate.ru (2010-05-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-08. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  4. Торговый дом Ф. Л. Мертенса. SpbIn.ru — Информационный портал Санкт-Петербурга. SpbIn.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-08. ციტირების თარიღი: 2010-06-10.