მერსინის ათათურქის მუზეუმი
| მერსინის ათათურქის მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 36°48′22″ ჩ. გ. 34°37′12″ ა. გ. / 36.80611° ჩ. გ. 34.62000° ა. გ. | |
| დაარსდა | 1992 წელი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | მერსინის პროვინცია, Yenişehir და Akdeniz |
| ოფიციალური საიტი | http://www.kultur.gov.tr/TR/belge/1-5123/icel---mersin-ataturk-evi-muzesi.html |
![]() | |
მერსინის ათათურქის მუზეუმი (თურქ. Mersin Atatürk Evi Müzesi) — ორსართულიანი სახლი მერსინში, რომელმაც 1925 წელს უმასპინძლა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელს, მუსტაფა ქემალ ათათურქს და მის მეუღლეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი თავდაპირველად აშენდა 1897 წელს ჰ. კრისტმანის მიერ, მერსინის გერმანელი კონსულის მიერ, როდესაც დაქორწინდა მერსინის მოქალაქეზე (მავრომატის ოჯახიდან). მას კრიზმანის სახლი ეწოდებოდა (Krizman konağı).[1] 1925 წელს სახლი გამოიყო ათათურქისთვის, როდესაც ის 20 იანვარს ეწვია მერსინს თავის მეუღლე ლატიფესთან ერთად. მათ თერთმეტი დღე გაატარეს აქ.
მომდევნო წლებში შენობა გამოიყენებოდა ფედონ ტაჰინჩის ოჯახის მიერ და ტაჰინჩის სახლი ეწოდებოდა. 1980 წელს ის მთავრობამ იყიდა. რესტავრაციის შემდეგ ის გადაკეთდა მუზეუმად, რომელიც სპეციალიზირებულია ათათურქსა და თურქეთის დამოუკიდებლობის ომზე. მუზეუმი გაიხსნა 1992 წლის 12 ოქტომბერს.
გამოფენილი ნივთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ სართულზე განთავსებულია ფოტო და დოკუმენტების გალერეა პატარა საკონფერენციო დარბაზთან ერთად. აქ არის ათათურქის ზოგიერთი პირადი ნივთი, რომელიც ანკარიდან ჩამოიტანეს. ზედა სართულზე შვიდი ოთახია: ორი საძინებელი, ერთი კაბინეტი და დანარჩენი მისაღები ოთახები. ყველა მორთულია ავთენტური ავეჯით.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მერსინის ათათურქის მუზეუმი
- ათათურქის ჩამოსვლის თარიღები მერსინში
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - კაბინეტი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - კაბინეტი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - ზედა კორიდორი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - საძინებელი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - სტუმრების ოთახი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - სტუმრების ოთახი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - სტუმრების საძინებელი
- მერსინის ათათურქის სახლი და მუზეუმი - ჭერის დეკორაცია
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mersin Metropolitan municipality page (in Turkish) დაარქივებული 2010-02-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||
