შინაარსზე გადასვლა

მერსედეს მეისონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერსედეს მეისონი

მეისონი 2015 წლის სან დიეგოს კომიქს-კონზე
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1982 (43 წლის)
ლინჩეპინგი,შვედეთი
მოქალაქეობა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004-დღემდე
მეუღლე(ები) დევიდ დენმანი (დაქ.2014)
შვილ(ებ)ი 2

მერსედეს მეისონი (დ.3 მარტი, 1982) — შვედი მსახიობი ქალი. იგი ცნობილია ზონდრას როლით ტელესერიალში Chuck, ხოლო ისაბელ ზამბადას როლით[1][2] პროცედურულ დრამაში The Finder.[3] იგი ასევე მონაწილეობდა 2011 წლის ამერიკულ საშინელებათა ფილმში „Quarantine 2: Terminal“ სუპერნატურალურ დრამატულ სერიალში „666 Park Avenue“ (2012–2013) ლუიზ ლეონარდის როლი შეასრულა, „NCIS: Los Angeles“-ში ტალია დელ კამპო განასახიერა და 2015–2017 წლებში AMC-ის სერიალში „Fear the Walking Dead“ ერთ-ერთი მთავარი მსახიობი იყო. 2018 წელს მან კაპიტან ზოი ანდერსენის როლი ითამაშა ABC-ის პოლიციურ კრიმინალურ დრამაში „The Rookie“.

მეისონი დაიბადა 1982 წელს შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგში[4] და გაიზარდა რიდის უბანში. მეისონის ოჯახი ირანიდან ემიგრაციაში წავიდა. მერსედესს ჰყავს ერთი და.[5] ის ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში 12 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად და ჩიკაგოს რაიონში გაიზარდა.[6]


მეისონმა თავისი კარიერა ტელევიზიაში, „გაიატის“ სახელით დაიწყო, სადაც 2005 წელს დღის საპნის ოპერაში „One life to live“ მცირე, ერთეპიზოდიანი როლი შეასრულა; ის სერიალს 2006 წელს ორი ეპიზოდით დაუბრუნდა, როგორც ნირის პერსონაჟი. 2008 წლიდან 2011 წლამდე მეისონი რამდენიმე ერთეპიზოდიან როლს ასრულებდა ისეთ სერიალებში, როგორიცაა „NCIS“, „CSI: NY“ და „Castle“. მერსედესმა მთავარი როლის დებიუტი ჯენის პერსონაჟით შეასრულა ფილმში Quarantine 2: Terminal2011 წლის საშინელებათა ფილმში, რომელიც Quarantine-ის გაგრძელებაა. მანამდე ის მცირე როლებით გამოჩნდა ფილმებში „The Break-Up“ (2006) და „Red Sands“ (2009). 2011 წელს ასევე ითამაშა დრამატულ ფილმში „Three Veils“. შემდგომ წლებში მეისონი სხვადასხვა ფილმებში ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.

2012 წელს, მეისონი იყო სერიალ „The Finder“-ის ორი მთავარი მსახიობიდან ერთ-ერთი სერიალის ერთადერთი სეზონის განმავლობაში. მან ითამაშა აშშ-ის მარშალის მოადგილე იზაბელ ზამბადას როლი, რომელიც მთავარი გმირის, უოლტერ შერმანის (ჯეფ სტულტსი) სასიყვარულო ინტერესია. მან და მედი ჰასონმა შეავსეს სიცარიელე, რომელიც საფრონ ბეროუსის წასვლით იყო გამოწვეული.[7][8] 2012 წელს მან ასევე ითამაშა ABC-ის დრამატულ სერიალში „666 Park Avenue“, რომლის გადაღებებიც სეზონის შუა პერიოდში გაუქმდა.[9][10]

2014 წლის გაზაფხულზე მეისონმა CBS-ის სერიალ „NCIS: Los Angeles“-ში DEA-ს სპეციალური აგენტის, ტალია დელ კამპოს როლი შეასრულა, სადაც 2014 წლიდან 2022 წლამდე შვიდ ეპიზოდში გამოჩნდა. 2015 წლის აგვისტოში მან ოფელია სალაზარის როლი შეასრულა „Walking Dead“-ის თანმხლებ სერიალში „Fear the Walking Dead“.[11]

2018 წელს მეისონმა კაპიტანი ზოი ანდერსენის როლი ითამაშა ABC-ის სერიალ „The Rookie“-ის პირველ სეზონში.

2010 წელს მეისონმა მსახიობ დევიდ დენმანთან შეხვედრები დაიწყო,[12] წყვილი 2014 წელს დაქორწინდა. მათი პირველი შვილი 2018 წლის 10 იანვარს დაიბადა, ვაჟი, სახელად კაიუს კეინი.[13] მათი მეორე შვილი, საგან საირუსი, 2021 წლის მაისში დაიბადა.

მეისონმა 2019 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ბისექსუალია.[14]

მეისონმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის ტესტი 2016 წლის აპრილში ჩააბარა.

მეისონი საუბრობს ინგლისურ,ფრანგულ,ესპანულ და სპარსულ ენებზე.[15] 2016 წლის 30 სექტემბერს ნორვეგიულ თოქ-შოუ „სკავლანში“ მან განაცხადა, რომ შვედურად ვეღარ საუბრობს, თუმცა ენა ესმის.[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lesley Goldberg (20 July 2011) "'The Finder' Locates Female Lead", The Hollywood Reporter
  2. Matt Webb Mitovich (19 July 2011) "Exclusive: Fox's The Finder Recruits Chuck Badass, Teen Newcomer" დაარქივებული 2012-02-29 საიტზე Wayback Machine. , TVLine
  3. Cast Biography, FOX Broadcasting Company Official Website, The Finder დაარქივებული 7 January 2012 საიტზე Wayback Machine. , Retrieved 18 December 2011.
  4. Mercedes Masöhn | Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: 28 December 2014
  5. Can Tannaz Hazemi Kick It?. ციტირების თარიღი: 30 May 2018
  6. Brännström, Linus (2012-04-22). „Hon är Hollywoods nya svenska stjärna“ [She is Hollywood's new Swedish star]. Expressen (შვედური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2024-04-18. ციტატა: „Som tolvåring lämnade hon Linköping för USA. Nu spelar Mercedes Masöhn, 29,… [At the age of twelve, she left Linköping for the United States. Now Mercedes Masöhn, 29, plays…“
  7. Matt Webb Mitovich. (19 July 2011) Mitovich, Matt Webb. "Exclusive: Fox's The Finder Recruits Chuck Badass, Teen Newcomer", TVLine, Tuesday, July 19, 2011. Tvline.com. ციტირების თარიღი: 11 March 2013
  8. Ng, Philiana. "'Bones' Spinoff Loses Saffron Burrows", The Hollywood Reporter, Wednesday, May 25, 2011. The Hollywood Reporter (25 May 2011). ციტირების თარიღი: 11 March 2013
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Matt Webb Mitovich. (8 March 2012) Pilot News: The Finder's Mercedes Masöhn, Tree Hill's Robert Buckley Join 666 Park Avenue. TVLine. ციტირების თარიღი: 11 March 2012
  10. Catriona Wightman. (8 March 2012) 'The Finder' Mercedes Masohn, 'Tree Hill' star join '666 Park Avenue'. Digital Spy. ციტირების თარიღი: 11 March 2012
  11. Brandon Davis. (5 August 2015) Exclusive Interview: Fear The Walking Dead's Mercedes Mason. ComicBook.com. ციტირების თარიღი: 7 September 2015
  12. David Denman's verified Twitter Account. ციტატა: „29 May 2015: 5 years ago today my beautiful wife themercedesmason said I love you and I became the luckiest man on…“ ციტირების თარიღი: 28 December 2014
  13. Juneau, Jen (2018-01-15). „Mercedes Mason and David Denman Welcome Son Caius Kane“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-23. ციტირების თარიღი: 13 July 2019. ციტატა: „Denman… and Mason… tied the knot in 2014.“
  14. Mercedes Mason Actress on Facebook.
  15. It's Eric Nagel, Mercedes Mason Interview 4/29/16.
  16. Archived at Ghostarchive and the Wayback Machine: Skavlan with Paul Simon, Jens Stoltenberg, Mercedes Mason & Dr Helen Fisher | SVT/NRK/Skavlan (24 October 2016).