შინაარსზე გადასვლა

მერლ რობინსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერლ რობინსი (ინგლ. Merle Robbins დ. 1911 – გ. 1984) — ამერიკელი დალაქი ოჰაიოდან რომელმაც შექმნა თამაში უნო.

1971 წელს რობინსმა [1] გამოიგონა უნო, რათა გადაეჭრა კამათი თავის შვილ რეისთან, რომელიც მასწავლებელი იყო, Crazy Eights-ის თამაშის წესებზე. თავდაპირველად, ბანქოს დამზადება ოჯახის სასადილო მაგიდაზე ხდებოდა. მან ოჯახთან შეთანხმებით სახლი დააგირავა, რათა 8 000 დოლარი შეეგროვებინათ და შეექმნათ პირველი 5 000 უნო-ს ბანქო გასაყიდად.

თავდაპირველად, ბანქოს საკუთარ სადალაქოში ყიდდა, ხოლო მისი შვილი რეი თავის მოსწავლეებს ურიგებდა. 1972 წელს მან უნო-ს უფლებები 50 000 დოლარად გაყიდა International Games-ზე, დამატებით თითოეულ გაყიდულ ეგზემპლარზე 10 ცენტიანი ჰონორარით.

დღეს ეს თამაში იწარმოება სათამაშოების გიგანტი კომპანიის, Mattel-ის მიერ 80 ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში 151 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

რობინსი 1984 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა [2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MERLE ROBBINS

Merle Robbins

  1. Merle Robbins
  2. MERLE ROBBINS