სოსიკო მერკვილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მერკვილაძე, სოსიკო)

სოსიკო (იოსებ) მერკვილაძე (დ. 1854, ჭალატყე, შორაპნის მაზრა — გ. 25 ივნისი, 1934, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე და ფოლკლორისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფ. ჭალატყეში 1854 წელს. არ მიუღია სასკოლო განათლება. ხალხოსნური საქმიანობის გამო გადასახლებული იყო ციმბირში. აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და აქვეყნებდა ჟურნალ „აკაკის კრებულში“, გაზეთებში: „თეატრონსა“ და „ივერიაში“. ცალკე წიგნებად გამოსცა „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ 1898 წელს, „ხალხური აბრამისა და იობის ლექსი“ 1898 და 1903 წლებში, ქართული ზღაპრების 2 კრებული 1902 წელს, „ხალხური ვეფხისტყაოსანი“ 1905 წელს. ჩაბმული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლაში. სოსიკო მერკვილაძეს ჰქონდა საკუთარი სტამბა „ცოდნა“, სადაც დაიბეჭდა არაერთი ნიმუში ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან, და ამავე სახელწოდების საკუთარი წიგნების მაღაზია თბილისში ქაშვეთის ტაძრის მახლობლად (ახლანდ. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა №5). იყო გაზეთ „სავაჭრო გზის“ რედაქტორ-გამომცემელი (1908 წ.). იყო აკაკი წერეთლის პირადი მდივანი და მეგობარი. მათ ერთად იმოგზაურეს რაჭა-ლეჩხუმში, რისი ამსახველი რამდენიმე ფოტო შემორჩა კიდეც ისტორიას.

სოსიკო მერკვილაძე გარდაიცვალა 1934 წელს თბილისში. დაკრძალეს 28 ივნისს, ვერის ახალ სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]