მერკატორის პროექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მერკატორის პროექცია — ცილინდრული ტოლკუთხა კარტოგრაფიული პროექცია. ასეთი პროექცია გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 1511 წელს, ფართო გამოყენება მან ჰპოვა მას შემდეგ, რაც 1569 წელს გამოიყენა გერჰარდ მერკატორმა. მერკატორის პროექციაში ყველა ლოქსოდრომა გამოისახება რუკის მერიდიანის მიმართ ერთი და იგივე კუთხით გადახრილი წრფით. პროექცია გამოირჩევა იმით, რომ რუკებზე კუთხეები და ფორმები დაუმახინჯებელია, ხოლო მანძილი შენარჩუნებულია მხოლოდ ეკვატორზე. მას იყენებენ საზღვაო და საჰაერო ნავიგაციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]