მერი ჰერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მერი ჰერონი
Mary Harron.jpg
დაბადების სახელი მერი ჰერონი
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1953
ბრეიკბრიჯი, ონტარიო, კანადა
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1987-დღემდე
მეუღლე(ები) ჯონ ს. უოლში
შვილ(ებ)ი 2

მერი ჰერონი (ინგლ. Mary Harron; დ. 12 იანვარი, 1953, ონტარიო, კანადა) — კანადელი რეჟისორი და სცენარისტი. მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ფილმებია „მე ვესროლე ენდი ვორჰოლს“ (1996), „ამერიკელი ფსიქოპატი“ (2000) და „ცნობილი ბეტი ფეიჯი“ (2005). „ამერიკული ფსიქოპატისა“ და „ცნობილი ბეტი ფეიჯის“ სცენარი გვინევრა ტერნერთან ერთად დაწერა.

მისი 2018 წელს გამოსული ფილმი „ჩარლი ამბობს“, ამერიკელი კრიმინალისა მენსონის ოჯახის კულტის ლიდერის, ჩარლზ მენსონის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ჰერონი ასევე ცნობილია თავისი სატელევიზიო სერიალებისთვის: „ოზი“ (1997), „ექვსი ფუტის სიღრმეში“ (2001) და „ანა ნიკოლის ისტორია“ (2013).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ჰერონი 1953 წელს ბრეიკბრიჯში, ონტარიოში (კანადა) დაიბადა. იგი ცნობილი მსახიობის, რეჟისორის, კომედიანტისა და ავტორის, დონ ჰერონის შვილია. მისი მშობლები განქორწინდნენ, როცა ჰერონი 6 წლის იყო.

13 წლის ასაკში იგი ინგლისში გადავიდა. სწავლობდა ანგლისტიკას ოქსფორდის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერონი 2011 წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

მერი ჰერონმა თავისი კარიერა ნიუ-იორკში, Punk Magazine-სთვის მუსიკალური ჟურნალისტის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად იყო. იგი პირველი ადამიანი იყო, ვინც ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს, Sex Pistol-ს ინტერვიუ ჩამოართვა. 1980-იანებში წერდა სტატიებს The Guardian-ისა და The Observer-ისთვის მუსიკასა და კინოხელოვნებაზე.

მას უმუშავია ისეთი ბრიტანული პუბლიკაციებისთვის, როგორიცაა New Musical Express, რისთვისაც მან The Velvet Underground-ის შესახებ დაწერა და Melody Maker, რომელშიც თავისი სტატია გამოაქვეყნა ენდი უორჰოლის შესახებ.

1980-იანების ბოლოს მან კინოსცენარების წერა და BBC-ზე დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. გადაღებული აქვს 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი პოპკულტურის შესახებ.

ჰერონი ნიუ-იორკში 2019 წელს

ჰერონმა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 1996 წელს გამოუშვა, სახელწოდებით „მე ვესროლე ენდი უორჰოლს“. ფილმი მოგვითხრობს ამერიკელი რადიკალი ფემინისტის, ვალერი სოლანასის შესახებ, ვინც ცნობილი ხელოვანის, რეჟისორისა და პროდუსერის, ენდი უორჰოლის მოკვლა სცადა. ვალერის როლს ლილი ტეილორი, ხოლო ენდი უორჰოლისას - ჯარედ ჰარისი ასრულებს.

ჰერონის მეორე ფილმი იყო „ამერიკელი ფსიქოპატი“, რომელიც ბრეტ ისტონ ელისის იგივე სახელწოდების მქონე რომანის ადაპტაციაა. იგი 2000 წელს და სგამოვიდა და კომერციულად წარმატებული გამოდგა. მასში მთავარ როლებს კრისტიან ბეილი, უილემ დეფო და ჯარედ ლეტო ასრულებენ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ჰერონი 1998 წლის 15 აგვისტოს ამერიკელ მწერალსა და რეჟისორზე, ჯონ ს. უოლშზე დაქორწინდა. უოლში ცნობილია ფილმისთვის „ედის შემდეგი სვლა“. მათ ერთად ორი ქალიშვილი, რუბი და ელა უოლშები ჰყავთ.

სხვა ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერონი იყო 2002 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „The Weather Underground“-ს აღმასრულებელი პროდუსერი. მუშაობდა ტელევიზიაშიც და იღებდა ისეთ სატელევიზიო სერიალებს, როგორებიცაა: „ოზი“ (1997), „ექვსი ფუტის სიღრმეში“ (2001), „ჰომიციდი: ცხოვრება ქუჩაში“ (1993), „დიდი სიყვარული“ (2006).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1996 „მე ვესროლე ენდი უორჰოლს“ I Shot Andy Warhol რეჟისორი, სცენარისტი
2000 „ამერიკელი ფსიქოპატი“ American Psycho რეჟისორი, სცენარისტი
2005 „ცნობილი ბეტი ფეიჯი“ The Notorious Bettie Page რეჟისორი, სცენარისტი
2011 „ჩრჩილის დღიურები“ The Moth Diaries რეჟისორი, სცენარისტი
2018 „ჩარლი ამბობს“ Charlie Says რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]