მერი რობინსონი (პოეტი)
| მერი რობინსონი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | მერი დარბი |
| დაბადების თარიღი |
27 ნოემბერი, 1757 ბრისტოლი, ინგლისი |
| გარდაცვალების თარიღი |
26 დეკემბერი, 1800 (43 წლის) ენგლფილდ გრინი, ინგლისი |
| მეუღლე(ები) | ტომას რობინსონი (დაქ. 1772) |
| შვილ(ებ)ი | 1 ქალიშვილი |
მერი რობინსონი (ქალიშვილობის გვარით დარბი; დ. 27 ნოემბერი, 1757 — გ. 26 დეკემბერი, 1800) — ინგლისელი მსახიობი, პოეტი, დრამატურგი, მწერალი და ცნობადი ფიგურა. ცხოვრობდა ინგლისში - ბრისტოლსა და ლონდონში; ცოტა ხნის განმავლობაში ასევე ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში. პოეზია მას შვიდი წლის ასაკიდან იტაცებდა და 14 წლიდან მასწავლებლად, შემდეგ კი მსახიობად მუშაობდა. დაწერა მრავალი პიესა, პოემა და თხზულება. იყო თავისი დროის მაღალი საზოგადოების მნიშვნელოვანი პირი, რომლის პირადი ცხოვრებაც გაზეთებში ხშირად განიხილებოდა. სიცოცხლეშივე შეარქვეს „ინგლისელი საფო“,[1][2] ხოლო შექსპირის „ზამთრის ზღაპარში“ პერდიტას როლის 1779 წელს შესრულების შედეგად მას ამ პერსონაჟის სახელი მეტსახელად შერჩა. იყო მომავალი მეფე ჯორჯ IV-ის პირველი საზოგადოებაში ცნობილი საყვარელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mary Robinson, Sappho and Phaon, About the Book
- ↑ Judith Pascoe, Romantic Theatricality, Cornell University Press, 1997, ISBN 0-8014-3304-5, p. 13.