მერი რიტერ ბერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მერი რიტერ ბერდი
Mary Ritter Beard cph.3b16401.jpg
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1876(1876-08-05)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ინდიანაპოლისი[4]
გარდაცვალების თარიღი 14 აგვისტო, 1958(1958-08-14)[1] [2] [3] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფინიქსი
დასაფლავებულია ფერნკლიფის სასაფლაო
საქმიანობა ისტორიკოსი[4] [5] , არქავისტი, ქალთა უფლებების დამცველი[4] , სუფრაჟისტები, suffragist[6] და მწერალი[7]
ენა ინგლისური ენა[8]
მოქალაქეობა აშშ[9] [6] [5]
ალმა-მატერი DePauw University[4] , კოლუმბიის უნივერსიტეტი[4] და Shortridge High School
მეუღლე Charles A. Beard

მერი რიტერ ბერდი (ინგლ. Mary Ritter Beard; დ. 5 აგვისტო, 1876 – გ. 14 აგვისტო, 1958) — ამერიკელი ისტორიკოსი, ავტორი, ქალთა საარჩევნო უფლების აქტივისტი. როგორც პროგრესული ეპოქის რეფორმატორი, აქტიური იყო როგორც შრომით, ასევე ქალთა უფლებების მოძრაობებში. დაწერა რამდენიმე წიგნი ქალების როლზე ისტორიაში, მათ შორისაა: ქალების გაგების შესახებ (1931), ამერიკა ქალთა თვალით (რედაქტორი, 1933) და ქალი, როგორც ძალა ისტორიაში: კვლევა ტრადიციებსა და რეალობაში (1946), რომელიც მისი მთავარი ნაშრომია. გარდა ამისა, მან თავის მეუღლესთან, ისტორიკოს ჩარლზ ოსტინ ბერდთან ერთად თანაავტორობა გაუწია რამდენიმე წიგნს, მათ შორისააა: ორტომიანი ამერიკული ცივილიზაციის აღზევება (1927), ამერიკა შუაგასასვლელში: ცივილიზაციის იდეის შესწავლა (1939) და ამერიკული სული (1942), სერიის, ამერიკული ცივილიზაციის აღზევების მესამე და მეოთხე ტომი. წიგნი, შეერთებული შტატების ძირითადი ისტორია, მათი ყველაზე გაყიდვადი ნაშრომი იყო.

მეოცე საუკუნის ადრეულ ათწლეულებში ბერდი აქტიურად უჭერდა მხარს შეერთებული შტატების მეცხრამეტე შესწორების მიღებას და ჩართული იყო ქალთა საარჩევნო უფლებების დაცვის რამდენიმე ორგანიზაციაში, მათ შორის: ქალთა პროფკავშირის ლიგასა და თვითმხარდამჭერ ქალთა თანასწორობის ლიგაში (მოგვიანებით ეწოდა ქალთა პოლიტიკური გაერთიანება); ასევე იყო ქალთა ხმის უფლებების კონგრესის კავშირის მრჩეველთა საბჭოს წევრი (მოგვიანებით ეწოდა ქალთა ეროვნული პარტია). გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის არედაქტირებდა პუბლიკაციებს ქალთა ხმის უფლებათა შესახებ ჟურნალებში: The Woman Voter და The Suffragist.

დაინტერესებული იყო ქალების ისტორიებით, რამაც გადააწყვეტინა, რომ დაეარსებინა ქალთა არქივების მსოფლიო ცენტრი, 1935 წელს, ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი 1940 წელს დაიხურა, რაც ძირითადად განპირობებული იყო შიდა პრობლემებისა და დაფინანსების ნაკლებობით, მისმა ინიციატივამ წაახალისა რამდენიმე კოლეჯი და უნივერსიტეტი, რომ დაეწყოთ მსგავსი ჩანაწერების შეგროვება ქალთა ისტორიაზე. რედკლიფისა და სმიტის კოლეჯებში იყო ქალთა ისტორიის კონსულტანტი, რის შემდეგაც დააარსეს არტურ და ელიზაბეტ შლეზინგერის ბიბლიოთეკა, ჰარვარდის უნივერსიტეტში და სოფია სმიტის კოლექცია სმიტის კოლეჯში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი რიტერი დაიბადა 1876 წლის 5 აგვისტოს ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში, ნარცისა (ლოკვუდი) და ელი ფოსტერ რიტერის ოჯახში. იყო ოჯახის მეოთხე შვილი და უფროსი ქალიშვილი.[10] მერის დედა, ნარცისა (ლოკვუდ) რიტერი დაიბადა კენტუკის ქალაქ პარიზში, დაამთავრა ბრუკვილის აკადემია თორნტონში, კენტუკიში. მუშაობდა მასწავლებლად, სანამ ოჯახთან ერთად 1861 წელს გადავიდოდა გრინკასლში, ინდიანაში.[11][12][13]

ელი რიტერი, მარიამის მამა, იყო რეიჩელის (ჯესაპის) და ჯეიმს რიტერის ვაჟი. ის დაიბადა და გაიზარდა მშობლების ფერმაში, ინდიანაპოლისის დასავლეთით, ჰენდრიქსის ოლქში. 1859 წლიდან 1861 წლამდე ინდიანაპოლისში ჩრდილო-დასავლეთის ქრისტიანულ უნივერსიტეტში (დღევანდელი ბატლერის უნივერსიტეტი) სწავლის შემდეგ, ჩაირიცხა კავშირის არმიაში და შეუერთდა მე-16 ინდიანას ქვეითთა პოლკს ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევე. ელი რიტერი მოგვიანებით გადაიყვანეს 79-ე ინდიანას ქვეითთა პოლკში, ხოლო 1863 წელს სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ჩაირიცხა ასბურის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით 1865 წელს. იგი 1866 წლის ივნისში დაქორწინდა გრინკასლის მცხოვრებ ნარცისა ლოკვუდზე.

განათლება და ინტელექტუალური განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი რიტერ ბერდი 1914 წელს

მერი რიტერი დადიოდა ინდიანაპოლისის საჯარო სკოლებში, დაამთავრა შორტრიჯის საშუალო სკოლა 1893 წელს.[14][15] დაახლოებით თექვსმეტი წლის ასაკში, იგი 1893 წელს ჩაირიცხა დეპაუს უნივერსიტეტში და გახდა კაპა ალფა თეტას წევრი.[16][17][18] ასევე იყო მისი კლასის პრეზიდენტი. დეპაუს უნივერსიტეტი დაამთავრა 1897 წელს, ბაკალავრის ხარისხით.[19]

კოლეჯში სწავლის დროს რიტერმა გაიცნო და დაიწყო ურთიერთობა ჩარლზ ოსტინ ბერდთან, თანაკლასელთან და მის მომავალ მეუღლესთან. ჩარლზ ბერდი, ინდიანას შტატის მკვიდრი, მდიდარი ფერმერის და უძრავი ქონების ინვესტორის შვილი იყო. სპაისლენდის აკადემიაში (კვაკერების სკოლა) სწავლის შემდეგ, ბერდი ჩაირიცხა დეპაუს უნივერსიტეტში 1894 წელს და გახდა ფი ბეტა კაპას კურსდამთავრებული 1898 წელს.

ქორწინება და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს დიპაუს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რიტერი საჯარო სკოლაში დასაქმდა გერმანული ენის მასწავლებლად, ხოლო ჩარლზ ბერდი, გაემგზავრა ინგლისში, 1898 წლის აგვისტოში, რათა ოქსფორდის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლა გაეგრძელებინა. სანამ შეერთებულ შტატებში დაბრუნდებოდა 1899 წელს, ჩარლზმა ხელი შეუწყო უფასო უნივერსიტეტის, Ruskin Hall-ის (დღევანდელი რასკინის კოლეჯი) დაარსებას, რომელიც განკუთვნილი იყო მუშათა კლასისთვის.

ჩარლზი და მერი 1900 წლის მარტში დაქორწინდნენ. ერთი თვის შემდეგ ისინი გადავიდნენ ინგლისში, სადაც ჯერ ოქსფორდში ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ გადავიდნენ მანჩესტერში. ჩარლზმა განაგრძო სწავლა და მუშაობდა რასკინ ჰოლის გაფართოების განყოფილების დირექტორად. მათი ქალიშვილი, მირიამი, დაიბადა მანჩესტერში 1901 წელს.

1902 წელს, შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, ბერდები დასახლდნენ ნიუ-იორკში, სადაც ორივე ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში. 1904 წლისთვის მერი რიტერ ბერდმა მიატოვა სოციოლოგიის სწავლა და უფრო აქტიური გახდა ქალთა საარჩევნო უფლებებების მოძრაობაში. მათი ვაჟი, უილიამი, დაიბადა 1907 წელს, იმავე წელს მათ იყიდეს თექვსმეტოთახიანი სახლი ნიუ-მილფორდში, კონექტიკუტში, სადაც მოგვინებით ხშირად უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს.[20]

ჩარლზ ბერდმა დაასრულა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ისტორიაში და გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი. 1917 წელს პროფესორის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან პირველი მსოფლიო ომის დროს, ომის მოწინააღმდეგე ფაკულტეტის სამი წევრი გაათავისუფლეს სამსახურიდან.[21]

ევროპული გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლიდან 1902 წლამდე ინგლისში ცხოვრებისას მერი ბერდი სწავლობდა ისტორიას და ასწავლიდა გერმანულს.[16][22] აკვირდებოდა მუშათა კლასის მდგომარეობას ბრიტანეთის ინდუსტრიულ საზოგადოებაში. ბერდი ჩაერთო ბრიტანეთის შრომით და ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობებში რადიკალურ სუფრაჟისტებთან და სოციალისტ რეფორმატორებთან, ემელინ პანხურსტთან და მის ქალიშვილებთან, კრისტაბელ პანხურსტთან და სილვია პანხურსტთან ერთად, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრები.[15][23]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alvarado, Alice. "Left Out: Women's Role in Historiography and the Contribution of Mary Ritter Beard." (2012). online დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  • Jardins, Julie Des. Women and the historical enterprise in America : gender, race, and the politics of memory, 1880-1945, (Univ. of North Carolina Press, 2003)
  • Smith, Bonnie G. "Seeing Mary Beard." Feminist Studies (1984): 399–416. in JSTOR
  • Trigg, Mary. "To Work Together for Ends Larger than Self": The Feminist Struggles of Mary Beard and Doris Stevens in the 1930s." Journal of Women's History 7#2 (1995): 52–85. online
  • Trigg, Mary K. Feminism as Life's Work: Four Modern American Women through Two World Wars (Rutgers University Press, 2014) xii + 266 pp. online review
  • Zinsser, Judith P. (1993). History and Feminism: A Glass Half Full. New York: Twayne Publishers. ISBN 9780788162251. 

პირველადი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1995.
  3. 3.0 3.1 FemBio: Банк інформації про видатних жінок, Frauendatenbank, Банк данных о выдающихся женщинах, Görkəmli qadınlar haqqında məlumat bankı
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 72.
  5. 5.0 5.1 Scanlon J., Cosner S. American Women Historians, 1700s-1990s: A Biographical DictionaryGreenwood Publishing Group, 1996. — 304 გვრ. — ISBN 978-0-313-29664-2, 978-1-56750-917-5
  6. 6.0 6.1 Online Biographical Dictionary of the Woman Suffrage Movement in the United StatesAlexander Street Press.
  7. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. LIBRIS — 2006.
  10. Sources disagree on whether there were six or seven children in the Ritter family. See: Barbara K. Turoff (1979). Mary Ritter Beard as Force in History, Monograph series/Wright State University. Dayton, Ohio: Wright State University, გვ. 7. OCLC 906341769.  Also: (1988) რედ. Ann J. Lane: Mary Ritter Beard: A Sourcebook. Boston, Massachusetts: First Northeastern University Press, გვ. 14. ISBN 1-55553-029-X.  Lane identified two older brothers, Halstead and Roscoe; Ruth, the youngest of the Ritter children; and two other brothers, Dwight and Herman, no order of birth given, but made no mention of another sibling. Herman Ritter died while a senior at DePauw University. See also: "Biographical" note in Mary Ritter Beard Papers Finding Aid, Sophia Smith Collection. Smith College.  The "Biographical" note indicates that Mary Ritter was the third of six children, which neglects to count her younger brother Raymond, who died on January 28, 1887, at the age of five (see WPA Death Index for Indiana, Vol. H2, p. 209; and Raymond's burial record in the family plot via Findagrave.com). Both the 1900 and 1910 U.S. Federal Census enumerations also state that seven children had been born to Narcissa.
  11. Jacob Piatt Dunn and G. H. H. Kemper (1919). Indiana and Indianans: A History of Aboriginal and Territorial Indiana and the Century of Statehood. Chicago: American Historical Society, გვ. 1262. 
  12. Catherine E. Forrest Weber (Winter 2003). „Mary Ritter Beard: Historian of the Other Half“. Traces of Indiana and Midwestern History. Indianapolis: Indiana Historical Society. 15 (1): 7. ციტირების თარიღი: August 22, 2019.
  13. Lane, ed., Mary Ritter Beard (1988), pp. 13–14.
  14. Mary Ritter Beard. Indiana Commission for Women. ციტირების თარიღი: August 19, 2019
  15. 15.0 15.1 Yael Ksander. (March 10, 2008) Mary Ritter Beard. Moment of Indiana History. Indiana Public Media. ციტირების თარიღი: August 19, 2019
  16. 16.0 16.1 Weber, pp. 8–9.
  17. Sarah Bair, "Mary Ritter Beard," in (2002) რედ. Margaret Smith Crocco and O.L. Davis Jr.: Building a Legacy: Women in Social Education, 1787–1984. Silver Spring, Maryland: National Council for the Social Studies, გვ. 41–42. 
  18. Lane, ed., Mary Ritter Beard (1988), p. 16.
  19. Nancy F. Cott. (2000) Beard, Mary Ritter. American National Biography. Oxford University Press. (Subscription required)
  20. Weber, pages 9–10.
  21. (1991) რედ. Nancy F. Cott: A Woman Making History: Mary Ritter Beard Through Her Letters. New Haven: Yale University Press, გვ. 15. ISBN 0-300-04825-4. 
  22. Cott, A Woman Making History, pp. 6–7.
  23. John Simkin. (August 2014) Mary Ritter Beard. Spartacus Educational. ციტირების თარიღი: August 20, 2019