შინაარსზე გადასვლა

მერი რენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი რენდი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1940(1940-02-10)[1] [2] (85 წლის)
დაბ. ადგილი Wells
სიმაღლე 173
წონა 61
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო და აშშ
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი და BBC Sports Personality of the Year Award[3]

მერი დენის რენდი (დ. 10 თებერვალი, 1940) — ბრიტანელი ყოფილი მძლეოსანი. მან გაიმარჯვა 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სიგრძეზე ხტომაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამით რენდი პირველი ბრიტანელი ქალი გახდა, რომელმაც მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი მძლეოსნობაში. 2024 წლამდე, ის იყო ერთადერთი ბრიტანელი ქალი სპორტსმენი, რომელმაც ერთ თამაშში სამი მედალი მოიპოვა. ეს რეკორდი 2024 წელს, ემა ფინუკეინმა მოხნსა.

მერი დენის რენდი ერიკ და ჰილდა ბიგნალების ქალიშვილია. იგი დაიბადა და გაიზარდა უელსში, სომერსეტში, ინგლისი. მისი ქალიშვილობის გვარია ბიგნალი. 16 წლის ასაკში მილფილდის სკოლამ მას მძლეოსნობის სტიპენდია შესთავაზა. რენდი გამოირჩეოდა ყველა სპორტში და მოიპოვა ყველა ინგლისურის სასკოლო ჩემპიონატის ტიტული. იგი გამორჩეული იყო სიმაღლესა და სიგრძეზე ხტომის დისციპლინებში და თარჯებზე ხტომაში. 1956 წელს ის იყო ოლიმპიური ნაკრების სტუმარი ბრაიტონის სასწავლო ბანაკში, სადაც მან დაამარცხა ბრიტანეთის საუკეთესო სიმაღლეზე მხტომელები.

17 წლის ასაკში რენდმა დაამყარა ბრიტანეთის რეკორდი 4046 ქულით ხუთჭიდში.[4] მან ვერცხლის მედალი მოიპოვა 1958 წლის თანამეგობრობის თამაშებში სიგრძეზე ხტომაში და მეხუთე ადგილი დაიკავა სიმაღლეზე ხტომაში. ერთი თვის შემდეგ იგი ევროპის ხუთჭიდის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

1960 წელს რომში გამართულ ოლიმპიადაზე მან დაამყარა ბრიტანეთის რეკორდი 6.33 მეტრით სიგრძის ხტომის შესარჩევ რაუნდში. ამ შედეგის განმეორების შემთხვევაში ფინალში ვერცხლს მოიგებდა. ფინალში მან სამი ნახტომიდან ორი ვერ დაასრულა და მეცხრე ადგილი დაიკავა. ასევე მეოთხე ადგილი დაიკავა 80 მეტრზე თარჯებზე ხტომაში. რენდმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე სიგრძეზე ხტომაში 1962 წელს.[5]

1964 წელს ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე რენდმა დაამყარა ოლიმპიური რეკორდი საკვალიფიკაციო რაუნდებში სიგრძეზე ხტომაში. მისი დრო იყო 6,52 მ. ფინალში დაამარცხა ფავორიტი, მსოფლიო რეკორდსმენი სსრკ-დან ტატიანა შელკანოვა და პოლონელი ირენა კირზენშტეინი. მისი პირველი ნახტომი 6,59 მეტრი იყო ბრიტანეთის რეკორდი. თუმცა, მეხუთე რაუნდში, სველ სარბენ ბილიკზე 1,6 მეტრი წამში საპირისპირო ქარით, მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი, გადახტა 6,76 მეტრზე და მოიპოვა ოქროს მედალი. მისი რეკორდი ოთხი წლის შემდეგ მოხსნა ვიორიკა ვისკოპოლეანუმ, მეხიკოს ოლიმპიადაზე.

რენდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ხუთჭიდში, მისი 5035 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ყველა დროის რეიტინგში. ოქროს მედალი მოიპოვა ირინა პრესმა, რომლის ბიოლოგიური სქესი სპეკულაციის საგანი გახდა.[6] მან ასევე მოიპოვა ბრინჯაო, როგორც დიდი ბრიტანეთის ნაკრების წევრმა. ამ გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა 4 x 100 მეტრზე ესტაფეტაში.

რენდის მიერ ოქროს მედლის მოპოვებიდან ექვსი დღის შემდეგ, ენ პაკერმა 800 მეტრზე სირბილში ოქროს მედალი მოიპოვა. პეკერმა თქვა: „მერი იყო ყველაზე ნიჭიერი სპორტსმენი, რომელიც ოდესმე მინახავს. მერის შემდეგ მასზე უკეთესი არავინ ყოფილა და მჯერა, რომ არც ოდესმე იქნება.“

რენდი გახდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი 1965 წლის საახალწლო ჯილდოებში მძლეოსნობისთვის გაწეული სამსახურისთვის და 1964 წლისთვის BBC-ის წლის სპორტსმენად დასახელდა.[7]

ტოკიოს შემდეგ მისი ვარჯიში ნაკლებად ინტენსიური იყო, მაგრამ მან მოიგო ოქრო სიგრძეზე ხტომაში 1966 წლის თანამეგობრობის თამაშებზე . ტრავმის გამო მან ვერ შეძლო 1968 წლის ბრიტანეთის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრა და იმავე წლის სექტემბერში სპორტული კარიერა დაასრულა.

რენდს ასევე ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი სამმაგ ხტომაში 1959 წლიდან 1981 წლამდე; ეს იყო არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი, რადგან ქალთა სამმაგი ხტომა არ იყო აღიარებული მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის მიერ 1990 წლამდე.[8]

რენდმა მოიგო 12 ეროვნული ქალთა სამოყვარულო სპორტული ასოციაციის ჩემპიონატი; სიგრძეზე ხტომის ექვსი ტიტული (1959, 1961 და 1963 წლიდან 1966 წლამდე) ორი სიმაღლეზე ნახტომის ტიტული (1958 და 1959 წლებში), ორი თარჯზე ხტომის ტიტული (1959 და 1966) და ორი ხუთჭიდის ტიტული (1959 და 1960).[9][10]

ქალაქ უელსის ბაზრობაზე არის რენდის მსოფლიო რეკორდული სიგრძის ნახტომის (6,76 მეტრი) მემორიალური დაფა 1964 წლის ოლიმპიური თამაშებიდან. რენდი იყო ბრიტანული მძლეოსნობის ოქროს გოგონა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ მისმა მეგობარმა და ლონდონის ოლიმპიადის კლუბის თანაგუნდელმა, ლილიან ბორდმა ჩაანაცვლა.

2009 წელს რენდი შეიყვანეს ინგლისის მძლეოსნობის დიდების დარბაზში.

2012 წლის 26 იანვარს ქალაქმა უელსმა მიანიჭა საპატიო მოქალაქის წოდება. მისთვის ამ ტიტულის მინიჭების კამპანია უელსში მცხოვრებმა ტონი უილიამსმა წამოიწყო.[11]

მერი რენდი ეეფ კამერბეკთან ერთად 1960 წელს

დაახლოებით 1960 წელს ბიგნალი ხვდებოდა ჰოლანდიელ ათჭიდელ ეეფ კამერბეკს. 1961 წელს იგი შეხვდა ნიჩბოსან სიდ რენდს. შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ წყვილი დაინიშნა და ხუთი კვირის შემდეგ იქორწინეს.[12] მათ შეეძინათ ქალიშვილი, ელისონი. ქორწინება ხუთი წელი გაგრძელდა.

1969 წლის დეკემბერში იგი დაქორწინდა თავის მეორე ქმარზე, ამერიკელ ბილ ტუმიზე, 1968 წლის ოლიმპიადის ათჭიდის ჩემპიონზე. ეს ქორწინება 22 წელი გაგრძელდა და მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი, სამანტა და სარა. მოგვიანებით იგი დაქორწინდა ჯონ რიზზე და მასთან ერთად ცხოვრობს ატასკადეროში, კალიფორნიაში, შეერთებულ შტატებში.[13] მას აქვს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობა.[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Encyclopædia Britannica
  2. Discogs — 2000.
  3. Sports Personality Roll of Honour
  4. Her name was Mary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-18. ციტირების თარიღი: 2006-08-13. ukonline.co.uk
  5. Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Mary Bignal-Rand. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC.
  6. Straight Dope (22 August 2008). ციტირების თარიღი: 27 June 2019
  7. United Kingdom list: „No. 43529“. The London Gazette (Supplement): 18. 29 December 1964.
  8. Huw Silk; graphic by Caroline Dewar (13 July 2012). „Hard to beat: longest held athletic records – interactive“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 13 July 2012.
  9. AAA, WAAA and National Championships Medallists. ციტირების თარიღი: 19 February 2025
  10. AAA Championships (women). ციტირების თარიღი: 19 February 2025
  11. „Olympic star Mary Rand given freedom of the city of Wells“. BBC. 27 January 2012. ციტირების თარიღი: 16 February 2012.
  12. Mary Rand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-17. ციტირების თარიღი: 2007-06-14. Times-olympics.co.uk. Retrieved on 6 December 2013.
  13. Martin, David RAND WAS BORN TO WIN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-02-12. ციტირების თარიღი: 2017-06-04. Sporting Life
  14. Where are they now? Mary Rand (athletics). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 2007-06-14. The Olympian. Winter 2004. p. 7