შინაარსზე გადასვლა

მერი მონტაგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი მონტაგუ
ინგლ. Mary Montagu
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1689(1689-05-15)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Holme Pierrepont
გარდაცვალების თარიღი 21 აგვისტო, 1762(1762-08-21)[2] [1] [4] [5] [6] [7] [3] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი უესტმინსტერი
დასაფლავებულია Grosvenor Chapel, Mayfair
საქმიანობა მკვლევარი, პოეტი[8] , დრამატურგი, რედაქტორი[5] და მწერალი[9]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
მეუღლე Sir Edward Wortley Montagu[10]
შვილ(ებ)ი Mary Stuart, Countess of Bute[11] [10] და Edward Wortley Montagu[12] [10] [13]

ლედი მერი ვორტლი-მონტაგუ (ინგლ. Mary Wortley Montagu ( დ. 15 მაისი 1689, ლონდონი — გ. 21 აგვისტო 1762, ლონდონი) — ინგლისელი მწერალი, პოეტი და მოგზაური. ცნობილი გახდა მეცნიერული ღირებულების მქონე „თურქული წერილებით“. მან პირველმა შემოიტანა ევროპაში ჩუტყვავილას ინოკულაციის ( ვარიოლაციის) ადრეული ტექნიკა.

ბრიტანეთის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი (ჰერცოგის ოჯახიდან; მისი ქალიშვილის ქმარი იყო პრემიერ- მინისტრი ჯონ სტიუარდი ). მერის მეუღლე იყო ბრიტანეთის იმპერიის ელჩი ოსმალეთის იმპერიაში,

მერი პიერპონტი დაიბადა ლონდონში 1689 წლის 15 მაისს ეველინ პიერპონტის, კინგსტონ-აფონ-ჰალის მე-5 გრაფის მდიდარ ოჯახში. გოგონა მოინათლა 26 მაისს წმინდა პავლეს ეკლესიაში , კოვენტ გარდენში. ოჯახის მფლობელობაში იყო თორსბი-ჰოლი, პირპონტ-ჰოლიმი ნოთინჰემშირში და სახლი ვესტ-დინში, უილშირში. თორსბი ჰოლში განთავსებული იყო ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო ბიბლიოთეკა და მერი ხშირად სტუმრობდა მას. ბიბლიოთეკა დაიკარგა თორსბი-ჰოლის ხანძრის შედეგად 1744 წელს.

ლედი მერის ახლო მეგობრების წრეს ეკუთვნოდნენ ქალთა უფლებების დამცველი მერი ესტელი და ენ ვორტლი მონტაგუ, გრაფ ერლ ედვარდ მონტაგუს შვილიშვილი. იგი აწარმოებდა ინტენსიურ მიმოწერას ენთან, რაც ძირითადად მისი ძმის, სერ ედუარდ ვორტლი მონტაგუს მიერ შავად დაწერილი წერილების ადაპტაცია იყო. 1709 წელს ანას გარდაცვალების შემდეგ, ედვარდმა და მერიმ დაიწყეს პირდაპირი მიმოწერა და ედუარდ. მონტაგუმ მარიამს ხელი სთხოვა.

მერის მამამ, რომელიც იმ დროისთვის დორჩესტერის მარკიზი იყო, უარი უთხრა ედუარდ მონტაგუს, ვინაიდან არ სურდა ედუარდი მისი საკუთრების მემკვიდრე გამხდარიყო. მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო და რადგან ეველინ პიერპონტს თავისი ქალიშვილისთვის სხვა კანდიდატი ჰყავდა საქმროდ შერჩეული, ედვარდი და მერი 1712 წელს გაიქცნენ და ფარულად დაქორწინდნენ.

წყვილი პირველი წლები განმარტოებით ცხოვრობდა, მაგრამ 1715 წელს მერის ქმარი გახდა ვესტმინსტერის პარლამენტის წევრი და მალევე ხაზინის ლორდ კომისარი. ლედი მერი მონტაგუ მალე ჩავიდა მასთან ლონდონში და თავისი ინტელექტის წყალობით სწრაფად მოიპოვა მნიშვნელოვანი ადგილი სამეფო კარზე.

1716 წელს ედვარდ ვორტლი მონტაგუ დაინიშნა ბრიტანეთის ელჩად სტამბოლში. ლედი მერი თავის მოგზაურობას და ცხოვრებას სტამბოლში აღწერდა ე.წ. „წერილებში თურქეთის საელჩოდან“. ეს წერილები შემდგომში გახდა არაერთი მოგზაური და მწერალი ქალის, ასევე ორიენტალიზმის და თურქერის სტილის მიმდევარი მხატვრების შთაგონების წყარო. 1717 წელს ედვარდ მონტაგუ გაიწვიეს თურქეთიდან, მაგრამ წყვილი 1718 წლამდე სტამბულში ცხოვრობდა. ლედი მერიმ სტამბოლიდან ლონდონში ჩამოიტანა ინფორმაცია ვარიოლაციის შესახებ — ჩუტყვავილას ვაქცინაციის ადრეული პრაქტიკა, რომელიც მიღებული იყო ოსმალეთის იმპერიაში. ეს მეთოდი ჩუტყვავილას ვაქცინაციის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა, ვიდრე ედუარდ ჯენერმა არ გამოიგონა უსაფრთხო ვაქცინაცია 1790-იან წლებში. ბრიტანელი ექიმებისა და საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ვარიოლაციას უღირს „აღმოსავლურ“ მეთოდად მიიჩნევდნენ, სამეფო წყვილის შვილებს წარმატებით ჩაუტარდათ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.[14]

მეგობრობა ფილდინგთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლედი მერის ნათესავი იყო ჰენრი ფილდინგი. მერიმ მნიშვნელოვანი როლი შასრულა ფილდინგის, როგორც დრამატურგის კარიერულ წინსვლაში 1728 წლიდან.

საკუთარი დებიუტს ფილდინგი უდავოდ საკუთარ ბიძაშვილს, ლედი მერი ვორტლი მონტაგუს უმადლოდა, რომელმაც წაიკითხა ხელნაწერი და დაესწრო ორ სპექტაკლს, ხოლო პიესა გამოქვეყნდა პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ.

ლედი მერი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას ფილდინგთან.

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 321. — ISBN 978-1-85743-228-2
  4. FemBio database
  5. 5.0 5.1 WeChangEd
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Babelio — 2007.
  8. poets.org
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. 10.0 10.1 10.2 Kindred Britain
  11. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  12. Lundy D. R. The Peerage
  13. Монтегю, Мэри Пирпонт // Молочница — Наручи — 1916. — Т. 27.
  14. Sequence 263 (Page 59): Montagu, Mary Wortley. Letters of the Right Honourable Lady M--y W---y M----e :written, during her travels in Europe, Asia and Africa, to persons of distinction, men of letters, &c. in different parts of Europe : which contain, amo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2008-08-27.