მერი კესატი
მერი კესატი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 22 მაისი, 1844[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | Allegheny[5] [1] [14] |
გარდაიცვალა | 14 ივნისი, 1926[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [15] [13] [14] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Le Mesnil-Théribus[16] [1] [14] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, საჟანრო ფერწერა[17] [18] , პეიზაჟი[18] და ფიგურა[18] |

მერი სტივენსონ კასატი (ინგლ. Mary Stevenson Cassatt, დ. 22 მაისი, 1844, ალეგეინი, პენსილვანია — გ. 14 ივნისი, 1926, პარიზი) — ამერიკელი მხატვარი და გრაფიკოსი, იმპრესიონიზმის ოთხი „დიდი ქალბატონიდან“ ერთ-ერთი.
მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა და მეგობრობდა ედგარ დეგასთან. მისი ნამუშევრების მთავარი თემა იყო ქალების სოციალური და პირადი ცხოვრების სცენები, განსაკუთრებული აქცენტით დედებისა და ბავშვების ურთიერთობაზე.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი კესატა დაიბადა პენსილვანიის შტატში, ქალაქ ალეგეინში, რომელიც ამჟამად პიტსბურგის ნაწილია. მამამისი, რობერტ სიმფსონ კასეტი, ბირჟის წარმატებული ბროკერი იყო, ხოლო დედამისი, კეტრინ ჯონსტონ კელსო, ბანკირების ოჯახიდან იყო. მერი კასეტი გაიზარდა ოჯახში, სადაც საზღვარგარეთ მოგზაურობა განათლების განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. ათი წლის ასაკში მან უკვე მოინახულა ევროპის მრავალი დედაქალაქი, მათ შორის ლონდონი, პარიზი, დარმშტადტი და ბერლინი.

მიუხედავად იმისა, რომ მერის ოჯახი ეწინააღმდეგებოდა მის სურვილს პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყო, მან ფერწერის შესწავლა დაიწყო ფილადელფიაში, პენსილვანიის ხელოვნების აკადემიაში (1861–1865). სწავლების ნელი ტემპისა და კაცი სტუდენტებისა და პროფესორების არატოლერანტული დამოკიდებულებების გამო, მან გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა სწავლა და 1866 წელს პარიზში გადავიდა.
ფრანკო-პრუსიული ომის დასაწყისში აშშ-ში დაბრუნებული კასეტი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ამ დროს პატარა ქალაქში ძნელი იყო მეცენატების პოვნა, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ მის საქმიანობას და ასევე — მოდელების პოვნა ნახატებისთვის. მამამისი კვლავ ეწინააღმდეგებოდა მის მიერ არჩეულ საქმეს და მხოლოდ მის ძირითად საჭიროებებს აფინანსებდა. ის 1871 წელს დაბრუნდა ევროპაში, როდესაც პიტსბურგის არქიეპისკოპოსმა მიგელ დომენეკმა დაავალა მისთვის ნახატების ასლების შექმნა იტალიაში, რის შემდეგაც მას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად ემომგზაურა მთელ ევროპაში.
იმპრესიონიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდ ევროპულ მუზეუმებში დამოუკიდებელი სწავლის შემდეგ, მისი სტილი 1872 წლისთვის უფრო მომწიფდა. პარიზში მან ფერწერა კამილ პისაროსთან ერთად შეისწავლა. 1872 წელს პარიზის სალონის ჟიურიმ მისი პირველი ტილო გამოფენაზე დაუშვა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მისი ტილოების ფერები ზედმეტად მკვეთრი იყო და რომ მისი პორტრეტები ზედმეტად ზუსტი იყო იმისთვის, რომ ორიგინალს შეესაბამებოდეს.
ედგარ დეგას პასტელების ნახატების დანახვის შემდეგ, მაღაზიის ვიტრინაში, მან გააცნობიერა, რომ მარტო არ იყო სალონის წინააღმდეგ ამბოხში. „მივიწიე ვიტრინასთან და ცხვირი მინას მივადე, რათა შემეწოვა ყველაფერი, რაც მისი ნამუშევრებიდან შემეძლო“, ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ვნახე ხელოვნება ისეთი, როგორიც მინდოდა რომ დამენახა“, წერდა ის მეგობარს. ის დეგას 1874 წელს შეხვდა, რომელმაც მას იმპრესიონისტთა გამოფენაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, ხოლო 1879 წელს მისი ნამუშევრები ექსპოზიციაზე გამოიფინა.
როგორც იმპრესიონისტთა მოძრაობის აქტიური წევრი 1886 წლამდე, ის დეგასა და ბერტა მორიზოს მეგობრად დარჩა. დეგას მსგავსად, კესატი პასტელის გამოყენებაში დიდოსტატი გახდა და საბოლოოდ მრავალი ტილო სწორედ ამ ტექნიკით შექმნა.
იმპრესიონისტების პირველივე წარმატებების შემდეგ, მერი მხატვრობა დროებით მიატოვა, რათა დედისთვის და დისთვის მოევლო, რომლებიც 1877 წელს პარიზში გადასვლის შემდეგ დაავადდნენ. მისი და 1882 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დედამისი გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც მერი 1880-იანი წლების შუა პერიოდში ხელოვნებას კვლავ დაუბრუნდა.
მისი სტილი შეიცვალა და იმპრესიონიზმიდან უფრო მარტივ, პირდაპირ სტილზე გადავიდა. 1886 წლიდან მან აღარ დააკავშირა თავი რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობასთან და სხვადასხვა სტილში მუშაობას ცდილობდა. დედისა და ბავშვის შესახებ მკაცრად დაწერილი, დახვეწილი და არასენტიმენტალური ნახატების სერია, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების მთავარი თემაა.
1891 წელს მან გამოფინა ფერადი ლითოგრაფიების ძალიან ორიგინალური სერია, მათ შორის „ბანაობა“ და „თმის შეჭრა“, რომლებიც იაპონელი ოსტატების ნამუშევრებით იყო შთაგონებული, რომლებიც წინა წელს პარიზში იყო გამოფენილი.
გვიანი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890-იანი წლები კესატისთვის ყველაზე ცოცხალი და შემოქმედებითი პერიოდი გახდა. მას ახალგაზრდა ამერიკელი მხატვრები ბაძავდნენ, რომლებსაც მისი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებოდათ. მათ შორის იყო ლუსი ბეიკონი, რომელიც მერიმ კამილ პისაროს წარუდგინა. XX საუკუნის დასაწყისში ის მუშაობდა ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექციონერების კონსულტანტად და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მათ თავიანთი კოლექციები ამერიკის მხატვრულ მუზეუმებისთვის გადაეცათ. მისი ნამუშევრების აღიარება აშშ-ში ნელა მიდიოდა.
1906 წელს გარდაიცვალა მერი კესატის ძმა, ალექსანდრე კესატი (პენსილვანიის რკინიგზის თავმჯდომარე). ძმის გარდაცვალების შემდეგ მან 1912 წლამდე ფუნჯი აღარ აუღია ხელში.
1910 წელს ეგვიპტეში მოგზაურობის დროს მერი კესატი ამ უძველესი ქვეყნის სილამაზით გაოგნებული იყო. 1911 წელს დიაბეტის, რევმატიზმის, ნევრალგიისა და კატარაქტის დიაგნოზების მიუხედავად, მან არ მიატოვა ფერწერა, მაგრამ 1914 წლის შემდეგ თითქმის დაბრმავებული კესატი მაინც იძულებული გახდა შეეწყვიტა ხატვა. მიუხედავად ამისა, მან აქტიურად განაგრძო მონაწილეობა ქალთა საარჩევნო უფლებების მოძრაობაში, ხოლო 1915 წელს მან თვრამეტი ნამუშევარი გამოფინა მოძრაობის მხარდასაჭერად გამართულ გამოფენაზე.
მერი კესატიმ ხელოვნებაში შეტანილი წვლილის აღიარების ნიშნად, 1904 წელს საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო. იგი გარდაიცვალა 1926 წლის 14 ივნისს შატო დე ბოფრენში, პარიზის მახლობლად, და დაკრძალეს საოჯახო სამარხში.
2005 წელს მისი ნამუშევრები 2,87 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2009 წლის 22 მაისს, მერი კესატის დაბადების დღის აღსანიშნავად, Google-ის ვებ-გვერდმა შეცვალა თავისი მთავარი გვერდი, სადაც განთავსდა წარწერა „Google“ მისი ნახატის „ბანაობის“ (1893) ფრაგმენტით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кэссетт, Кассатт Мэри (Мэри Стивенсон) : [арх. 15 июня 2024] // Крещение Господне — Ласточковые. — М. : Большая российская энциклопедия, 2010. — С. 522. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 16). — ISBN 978-5-85270-347-7.
- Mathews, Nancy Mowll[англ.]. Mary Cassatt: A Life (неопр.). — New York: Villard Books[англ.], 1994. — ISBN 978-0-394-58497-3.
- Mathews, Nancy Mowll. Mary Cassatt: A Life (неопр.). — New Haven: Yale University Press, 1998. — ISBN 978-0-585-36794-1.
- McKown, Robin. The World of Mary Cassatt (неопр.). — New York: Thomas Y. Crowell Co.[англ.], 1972. — ISBN 978-0-690-90274-7.
- Kloss, William. Treasures from the National Museum of American Art (англ.). — Washington: National Museum of American Art, 1985. — ISBN 978-0-87474-594-8.
- Pollock, Griselda; Florence, Penny. Looking back to the Future (неопр.). — Amsterdam: G+B Arts International, 2001. — ISBN 978-90-5701-122-1.
- Pollock, Griselda. Mary Cassatt: Painter of Women and Children // Reading American Art (неопр.) / Milroy, Elizabeth; Doezema, Marianne. — New Haven, 1998. — ISBN 978-0-300-07348-5.
- Shackelford, George T.M. Pas de Deux: Mary Cassatt and Edgar Degas // Mary Cassatt, modern woman / organized by Judith A. Barter ; with contributions by Erica E. Hirshler ... [et al.] (англ.) / Barter, Judith A.. — New York: Harry N. Abrams, Inc.[англ.], 1998. — P. 109—143. — ISBN 0810940892.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Mary Cassatt
- ↑ 3.0 3.1 Mary Cassatt — 2008.
- ↑ 4.0 4.1 Mary Cassatt — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 5.2 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ 7.0 7.1 FemBio database
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Mathews N. M. Cassatt, Mary // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T014598
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 GeneaStar
- ↑ 12.0 12.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 13.0 13.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 14.0 14.1 14.2 https://www.cittametropolitana.bo.it/pariopportunita/Elenco_in_ordine_alfabetico/Cassatt_Mary / Centro di documentazione sulla storia delle donne artiste
- ↑ The Fine Art Archive
- ↑ Union List of Artist Names
- ↑ Artnet — 1998.
- ↑ 18.0 18.1 18.2 RKDartists