მერი ერგნელი
იერსახე
მერი ერგნელი, ნამდვილი სახელი და გვარი — მარიამ ალექსანდრეს ასული მარიამ ხერხეულიძე-ყიასაშვილი (დ. 21 მაისი, 1906, თბილისი, — გ. 19 მაისი, 1991, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979).
1922-1925 წლებში სწავლობდა საქართველოს პროლეტკულტის დრამატულ სტუდიაში. 1924 წლიდან იყო თბილისის „წითელი თეატრის“, 1926-1927 წლებში — ქუთაისის თეატრის, 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე — თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. იყო ამ თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფრაუ ბიუცნერი (ნ. საცის „ფრიც ბაუერი“), კლორიდა (ი. ზაიაიცკის „რობინ ჰუდი“), კაწაწა(გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), ლედი კაპულეტი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 35.