შინაარსზე გადასვლა

მერი ენინგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ენინგი
ინგლ. Mary Anning
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1799(1799-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ლაიმ-რეჯისი, დიდი ბრიტანეთის სამეფო[7] [6]
გარდ. თარიღი 9 მარტი, 1847(1847-03-09) (47 წლის)
გარდ. ადგილი ლაიმ-რეჯისი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[8]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა პალეონტოლოგი[9] , trader of naturalia, fossil collector და სამეცნიერო კოლექციონერი[10]
გავლენა მოახდინეს

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ენინგი 1799 წლის 21 მაისს დორსეტში, ლაიმ-რიჯისში დაიბადა.[11] მამამისი, რიჩარდ ენინგი (დაახლოებით 1766-1810) დურგალი იყო, რომელიც შემოსავალს მახლობლად მდებარე კლდეების ნამარხი ნაშთების მოძიებაში იყენებდა და ტურისტებზე ყიდდა. დედამიის, მერი მური (დაახლოებით 1764-1842) ცნობილი იყო როგორც მოლი. ენინგის მშობლები 1793 წლის 8 აგვისტოს დაქორწინდნენ ბლენდფორდ-ფორუმში და ლაიმში გადავიდნენ საცხოვრებლად. შელი ენინგი წერს, რომ ენინგის ოჯახი ზღვის მახლობლად ცხოვრობდა და შტორმის შემდეგ ენინგის სახლი ხშირად იტბორებოდა.[12]

მოლისა და რიჩარდს ათი შვილი ჰყავდა.[13] პირველი შვილი, რომელსაც ასევე მერი ერქვა, 1794 წელს დაიბადა. მეორე შვილიც გოგო შეეძინათ, რომელიც მალე გარდაიცვალა. იოზეფი 1796 წელს დაიბადა, კიდევ ერთი ვაჟი კი 1798 წელს, რომელიც ჩვილობისას გარდაიცვალა. დეკემბერში მათი უფროსი შვილი (პირველი მერი) ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა.[12]1798 წლის 27 დეკემბერს Bath Chronicle-ში გამოქვეყნდა სტატია ამ ინციდენტის შესახებ: „ბატონ რ. ენინგის, ლაიმელი დურგლის 4 წლის შვილი, რომელიც დედამ ხუთი წუთით მარტო დატოვა... ოთახში, სადაც ნახერხი ინახებოდა ... გოგონას ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა და გოგონა დამწვრობისგან გარდაიცვალა“.[14]

ენინგი ხუთი თვის შემდეგ დაიბადა და სახელი გარდაცვლილი დის პატივსაცემად დაარქვეს. ენინგების ოჯახის დანარჩენი შვილებიდანაც 2 წელზე დიდხანს არცერთს უცოცხლია. მხოლოდ მერი ენინგმა და იოზეფმა მიაღწიეს მოზარდობის ასაკს. ენინგების ოჯახში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე უჩველო არ ყოფილა. XIX საუკუნის გაერთიანებულ სამეფოში დაბადებულ ბავშვების თითქმის ნახევარი 5 წლამდე იღუპებოდა. XIX საუკუნეში ლაიმ-რიჯისში წითელასაგან ჩვილების გარდაცვალების შემთხვევები ხშირი იყო.[13]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები და ჟურნალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
  • Mary Anning (1799–1847).
  • Collections and research: Mary Anning.
  • Mary Anning (1799–1847). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2022.
  • Pepper, Fiona; Street, Julie. „Mary Anning inspired 'she sells sea shells' — but she was actually a legendary fossil hunter“. Late Night Live. Australian Broadcasting Corporation. (article and podcast)
  • Tappenden, Roz. (16 October 2020) Ammonite: Who was the real Mary Anning?.
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Torrens H. Presidential Address: Mary Anning (1799-1847) of Lyme; 'The Greatest Fossilist the World Ever Knew', Mary Anning (1799–1847) of Lyme; ‘the greatest fossilist the world ever knew’, Mary Anning (1799-1847) of Lyme; 'The Greatest Fossilist the World Ever Knew' // Br. J. Hist. Sci.Cambridge University Press, 1995. — Vol. 28, Iss. 3. — P. 257–284. — ISSN 0007-0874; 1474-001Xdoi:10.1017/S0007087400033161
  3. Rafferty J. P. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. FemBio database
  6. 1 2 Buckthorn G. Pioneers of Science and Technology — 2018. — P. 9. — 48 p. — ISBN 978-1-5263-0422-3
  7. (not translated to en) The Fossil Hunter: Dinosaurs, Evolution, and the Woman whose Discoveries Changed the World, Palgrove Macmillan — 2009. — P. xii.
  8. (not translated to en) The Fossil Hunter: Dinosaurs, Evolution, and the Woman whose Discoveries Changed the World, Palgrove Macmillan — 2009.
  9. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 41. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  10. Bionomia — 2018.
  11. „Mary Anning“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 7 March 2018.
  12. 1 2 Emling 2009, p. 11–14
  13. 1 2 Goodhue 2002, p. 10
  14. Cadbury 2000, p. 5–6