მერი ელიზაბეთ ბარბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერი ელიზაბეთ ბარბერი
Mary Elizabeth Barber00.jpeg
დაბ. თარიღი 5 იანვარი 1818(1818-01-05)[1] [2]
დაბ. ადგილი უილტშირი
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი 1899(1899-09-04)[1] [2] (81 წლის)
გარდ. ადგილი პიტერმარიცბურგი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

მერი ელიზაბეთ ბარბერი (5 იანვარი, 18184 სექტემბერი, 1899) — XIX საუკუნის წარმოშობით ბრიტანელი მოყვრული მეცნიერი. ფორმალური განათლების გარეშე მან თავისი სახელი დატოვა ბოტანიკაში, ორნიტოლოგიასა და ენტომოლოგიაში. იყო აღიარებული პოეტი და მხატვარი. საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების ილუსტრატორი, რომელსაც ისეთი საზოგადოებები შეისწავლიდნენ,როგორებიც ლონდონის სამეფო ენტომოლოგიური საზოგადოება, კევის სამეფო ბოტანიკური ბაღები და ლონდონის ლინეარული საზოგადოებაა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ელიზაბეთ ბოუკერი უილტშირში, სამხრეთ ნიუტონში, 1818 წლის 5 იანვარს დაიბადა. ის თერთმეტი შვილიდან მეცხრე და პირველი ქალიშვილი იყო. მამამისი საშუალო სიმდიდრის ფერმერი იყო და ბამბის წარმოების საკუთარ ბიზნესს ფლობდა. 1820 წელს სხვა მოსახლეებთან ერთად ოჯახი სამხრეთ აფრიკაში, კაპის კოლონიაში გადასახლდა იმ იმედით, რომ სამხრეთ აფრიკის მთავრობა 18 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს 100 აკრის მიწას გადასცემდნენ. ბოუკერების ოჯახმა მიწა ალბანიში გრაიამსთაუნის მახლობლად მიიღო. მისი შვილებისა და მუშებისთვის სკოლა ააშენა. ბუნების ისტორიისადმი მამის სიმპათიამ ბავშვების განათლებაზე დიდი გავლენა იქონია.

მერისა და მის ძმებს ბუნების ისტორიის სიყვარული აერთიანებდათ, თუმცა წიგნი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა ირლანდიელი ბოტანიკოსის, უილიამ ჰენრი ჰარვის 1838 წლის წიგნი The genera of South African plants, arranged according to the Natural System აღმოჩნდა. მერი მცენარეთა სტრუქტურამ და კლასიფიკაციის ლინესეულმა სისტემამ აღაფრთოვანა. მალე მერი ელიზაბეთი უილიამ ჰენრი ჰარვისთვის სამხრეთ აფრიკიდან მცენარეთა მთავარი მიმწოდებელი აღმოჩნდა და ზოგიერთი სახეობის კლასიფიკაციაშიც ეხმარებოდა. 30 წელზე მეტი ხნის მიმოწერის განმავლობაში, მან ჰარვის დაახლოებით 1000 სახეობის მცენარე გაუგზავნა შენიშვნებითურთ. ბიოლოგს ბრიტანელ ბოტანიკოს იოზეფ დალტონ ჰუკერთანაც ჰქონდა მიმოწერა.

1842 წელს ფრედერიკ უილიამ ბარბერზე იქორწინა, ანალიტიკოს ქიმიკოსზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში ფერმა ჰქონდა. მათ ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ. მერი ელიზაბეთ ბარბერი მოქანდაკე ივან მიტფორდ-ბარბერტონის ბებია იყო.

წვლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტანიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბერმა სამხრეთ აფრიკის ფლორისა და ფაუნის კვლევით დიდი წვლილი შეიტანა ბოტანიკაში. მცენარეთა არაერთ სახეობას სახელი მის მიხედვით ეწოდა. მან და მისმა უმცროსმა ძმამ, ნატურალისტმა ჯეიმს ჰენრი ბოუკერმა მანამდე უცნობი არაერთი სახეობის მცენარე დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ჰერბარიუმსა და კევის სამეფო ბოტანიკური ბაღებს გაუგზავნეს.

ბარბერმა პირველმა აღმოაჩინა Aloidendron barberae, იგივე ხე-ალოე, რომელიც ბოტანიკოსმა სამხრეთ აფრიკაში, ტრანსკეიში შეაგროვა. ბარბერმა მცენარის ნიუშები და მისი ყვავილები კევის სამეფო ბოტანიკურ ბაღებს გაუგზავნა, სადაც 1874 წელს უილიამ ტარნერ თისელტონ-დიერმა (1843-1928) ბარბერის პატივსაცემად სამეცნიერო სახელი შეურჩია.

სხვა აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850-იან წლებში ბარბერი თავის უფროს ძმას, თომას ჰოლდენ ბოუკერს ეხმარებოდა სამხრეთ აფრიკაში ქვის ხანის პირველი კოლექციებისთვის ნიმუშების თავმოყრაში. 1870-იან წლებში ბარბერმა სამხრეთ აფრიკაში ბრილიანტებისა და ოქროს აღმოჩენის შესახებ სტატიებს წერდა. არაერთ ნახატში ბრილიანტების მინდვრების სცენები აქვს ასახული.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წლისთვის ბარბერმა ევროპაში სამოგზაუროდ საკმარისი თანხა შეაგროვა. პირველად კევის ბოტანიკურ ბაღებს ესტუმრა, შემდეგ კი მთელი ევროპის მასშტაბით მეცნიერ მეგობრებს ესტუმრა. გარდაიცვალა კვაზულუ-ნატალის პროვინციაში, 1899 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cohen, Alan (2000). "Mary Elizabeth Barber: South Africa's first lady natural historian". Archives of Natural History 27 (2): 187–208. . ISSN 0260-9541.
  • Barber, M. E. (1877). "IV. On the peculiar Colours of Animals in relation to Habits of Life". Transactions of the South African Philosophical Society 1 (2): 27–45. . ISSN 2156-0382.
  • 1.0 1.1 http://sdei.senckenberg.de/biographies/information.php?id=1382
  • 2.0 2.1 Southern Africa Association for the Advancement of Science — 1902.