მერი დეილი
მერი დეილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1928[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | სკენექტადი[6] |
გარდაცვალების თარიღი | 3 იანვარი, 2010[1] [2] [3] [4] [5] [7] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Gardner |
დასაფლავებულია | მაუნტ-ობერნის სასაფლაო[8] |
საქმიანობა | თეოლოგი[6] [5] , მწერალი[5] [9] , ფილოსოფოსი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი[7] და ქალთა უფლებების დამცველი[6] |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | The Catholic University of America, ფრიბურგის უნივერსიტეტი, The College of Saint Rose[6] და Saint Mary's College |
მერი დეილი (ინგლ. Mary Daly), დ. 16 ოქტომბერი, 1928, სკენექტადი, აშშ — გ. 3 იანვარი, 2010, Gardner, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი რადიკალი ფემინისტი, ფილოსოფოსი და თეოლოგი, საკუთარ თავს უწოდებდა „რადიკალურ ლესბოსელ ფემინისტს“, 33 წლის განმავლობასი ასწავლიდა იეზუიტების მიერ მართულ ბოსტონის კოლეჯში. პენსიაზე გავიდა 1999 წელს, მას შემდეგ, რაც დაარღვია უნივერსიტეტის პოლიტიკა და უარი თქვა მამაკაცი სტუდენტების მიღებაზე ქალთა მოწინავე განათლების ჯგუფებში. მან დაუშვა მამრობითი სქესის სტუდენტები თავის საწყის კურსზე და პირადად ასწავლიდა მათ, ვისაც სურდა გასული კურსის გავლა.[10][11][12]
ახალგაზრდობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი დეილი დაიბადა 1928 წელს სკენექტადში, დიასახლისი დედისა და მოგზაური ვაჭრის მამის ოჯახში. ის ერთადერთი შვილი იყო. მუშათა კლასის ირლანდიელი კათოლიკე მშობლების ქალიშვილი, გაიზარდა კათოლიკურად და სწავლობდა კათოლიკურ სკოლებში.[13] ადრეულ ბავშვობაში მან განიცადა საკუთარ თავზე იდუმალი მისტიკური მოვლენები, რომლებშიც იგრძნო ღვთაებრიობის არსებობა ბუნებაში.[14]
სანამ შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტიდან თეოლოგიასა და ფილოსოფიაში ორ დოქტორანტის ხარისხსს მიიღებდა, მან ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ინგლისურ ენაზე სენტ-როუზის კოლეჯში, ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ენაზე ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტიდან და რელიგიის დოქტორის ხარისხი წმინდა მერის კოლეჯიდან.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი, ბოსტონის კოლეჯში 1967 წლიდან 1999 წლამდე, ასწავლიდა სტუდენტებს თეოლოგიას, ფემინისტურ ეთიკას და პატრიარქატს. მას პირველად დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით მისი პირველი წიგნის „ეკლესია და მეორე სქესი“ გამოქვეყნების შემდეგ (ინგლ. The Church and the Second Sex (1968)), მაგრამ (მაშინ სრულიად მამრობითი სქესის) სტუდენტური და ფართო საზოგადოების მხარდაჭერით, მან საბოლოოდ უზრუნველყო მუდმივი მასწავლებლის პოზიციაზე დარჩენა.
ბოსტონის კოლეჯის ზოგიერთ კლასში მამრობითი სქესის სტუდენტების მიღებაზე უარის თქმამ გამოიწვია მისი დისციპლინური პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მერი ამტკიცებდა, რომ მათი ყოფნა აფერხებდა კლასში დისკუსიებს, ბოსტონის კოლეჯს სჯეროდა, რომ მისი ქმედებები არღვევდა, ფედერალური კანონი IX ნაწილს, რომელიც კოლეჯს ავალდებულებს უზრუნველყოს, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს გამორიცხული საგანმანათლებლო პროგრამიდან სქესის საფუძველზე.
1989 წელს იგი გახდა ქალთა პრესის თავისუფლების ინსტიტუტის წევრი.[15] 1998 წელს კოლეჯმა მიიღო საჩივარი ორი სტუდენტის მიმართ დისკრიმინაციის შესახებ. მორიგი საყვედურის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ლექციაზე დასწრების უფლება მიეცა მამაკაცი სტუდენტებისთვის, მან უარი თქვა ლექციის ჩატარებაზე.[16] ბოსტონის კოლეჯმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა, პენსიაზე წასვლის სიტყვიერი შეთანხმების მოტივით. მან სამოქალაქო სარჩელი შეიტანა კოლეჯის წინააღმდეგ, ამტკიცებდა, რომ იგი გაათავისუფლეს სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე, მაგრამ მისი სარჩელი გაუქმდა.[17] მიღწეული იქნა კონფიდენციალური შეთანხმება — კოლეჯში ნათქვამია, რომ იგი დათანხმდა მასწავლებლის თანამდებობიდან გადადგომას, სხვები კი ამბობენ, რომ იგი აიძულეს დაეტოვებინა კოლეჯი.[18][19]
მან ეს მოვლენები აღწერა 2006 წლის წიგნში „Amazon Grace: Recalling the Courage to Sin Big“.
საქმიანობა და ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მეორე წიგნით, „მამა ღმერთის მიღმა“ (ინგლ. Beyond God the Father[,[20] 1973), რომელშიც იგი ღმერთს განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ, თვითკმარ ობიექტს. მან წარმოადგინა თავისი სისტემატური თეოლოგია, რომელიც ცდილობდა ანდროცენტრიზმის ახსნას და დასავლურ რელიგიაში დაძლევას და „ღმერთის ლაპარაკის“ რეაბილიტაციას ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის, მარტინ ბუბერისა და პაულ ტილიხის ნამუშევრების საფუძველზე.[21]
წიგნში „გინეკოლოგია/ეკოლოგია: რადიკალური ფემინიზმის მეტაეთიკა“ (ინგლ. Gyn/Ecology: The Metaethics of Radical Feminism[22] 1978), იგი ამტკიცებს, რომ კაცები მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ ქალების ჩაგვრას. ლუსი სარგისონის სიტყვებით, „ის ეძებს ჭეშმარიტ, ველურ ქალურ მეს, რომელსაც იგი აღიქვამს, როგორც მიძინებულს ქალებში, დროებით მოთვინიერებულად ბატონობის პატრიარქალური სისტემის მიერ“.[23]
„სუფთა სურვილი: ელემენტარული ფემინისტური ფილოსოფია“ (ინგლ. Pure Lust: Elemental Feminist Philosophy,[24] 1984) და „ვებსტერის პირველი ახალი ინგლისური ენის გალაქტიკათშორისი მეუფე“ (ინგლ. Websters' First New Intergalactic Wickedary of the English Language,[25] 1987) წარმოადგენენ და იკვლევენ ალტერნატიულ ენას ეგზორციზმისა და ექსტაზის პროცესის ასახსნელად. ავტორის აზრით პატრიარქალური საზოგადოება ჩაგრავს ქალებს, საზოგადოებაში მამაკაცის დომინირების გახანგრძლივებისთვის.[26][27]
მერის მოღვაწეობა აგრძელებს გავლენას ფემინიზმზე და ფემინისტურ თეოლოგიაზე და ბიოფილიის განვითარებაზე, როგორც სოციალური ნეკროფილიის ალტერნატივისა და გამოწვევის შესახებ. ის იყო ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების აქტივისტი, რომელიც გამოდიოდა ცხოველებზე ცდების ჩატარებისა და ბეწვის ტარების წინააღმდეგ.
მისი გარდაცვალების შემდეგ, მერი დალის ნამუშევრები შევიდა სმიტის კოლეჯის სოფია სმიტის ქალთა ისტორიის კოლექციაში.[28][29][30]
მოსაზრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგიის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნში „ეკლესია და მეორე სქესი“ (ინგლ. The Church and the Second Sex) იგი ამტკიცებდა, რომ რელიგია და თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის არ არის ურთიერთგამომრიცხავი. თავის ადრეულ ნამუშევრებში ის ცდილობდა რელიგიის შეცვლას და ქალებისთვის თანაბარი ადგილის შექმნას კათოლიციზმში, მოუწოდებდა ეკლესიას უსამართლობის გამო და უბიძგებდა ცვლილებებისკენ. იგი თვლიდა ორგანიზებულ რელიგიას (რელიგია, რომელშიც რწმენის სისტემები და რიტუალები სისტემატურად არის ორგანიზებული და ფორმალურად დაწესებული, ჩვეულებრივ ხასიათდება ოფიციალური დოქტრინით (ან დოგმით), იერარქიული ან ბიუროკრატიული ხელმძღვანელობის სტრუქტურით და წესებისა და პრაქტიკის კოდიფიკაციით) როგორც არსებითად მჩაგვრელი ქალების მიმართ. თავის წიგნში „მამა ღმერთის მიღმა“ [31] მან განაცხადა: „ქალის მოთხოვნა ეკლესიაში თანასწორობის შესახებ შედარებული იქნება კუ-კლუქს-კლანის თანასწორობის შესახებ შავკანიანი მამაკაცის მოთხოვნასთან“.[32]
მან საბოლოოდ მიატოვა თეოლოგია, მიიჩნია, რომ ის უიმედოდ პატრიარქალური იყო და ფილოსოფიურ ფემინიზმს მიუბრუნდა. იგი თვლიდა, რომ კათოლიკური ეკლესია ძირშივე კორუმპირებულია.[33] მაგრამ, როდესაც მან თავი მიანება რელიგიის შესწავლას, მისი იდეები დარჩა და შთააგონების წყაროდ იქცა მრავალი მისი მიმდევრისთვის.[34]
ფემინიზმის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის წიგნში „გინეკოლოგია/ეკოლოგია: რადიკალური ფემინიზმის მეტაეთიკა“, მან გააკრიტიკა „თანაბარი უფლებების“ ფემინისტური კონცეფცია: მას სჯეროდა, რომ თანასწორობის ჩარჩო ემსახურება ქალების ყურადღების გადატანას საპატრიარქოს მთლიანად შეცვლის ან გაუქმების რადიკალურ მიზანს, მიმართავდა მათ ნაცვლად არსებული სისტემის ფარგლებში რეფორმების გატარებას, ასეთი რეფორმები კი ქალებს დაუცველს ხდიდა.[35] ის ასევე ამტკიცებდა, რომ ეს კონცეფცია ათავისუფლებს ქალებს ფემინისტური აზროვნებისგან, როდესაც ის მოუწოდებს ქალებს მამაკაცების მიერ დომინირებულ გარემოში ასიმილაციისკენ.
მამაკაცების შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის წიგნში „ეკლესია და მეორე სქესი“ გენდერულ თანასწორობას იცავდა და ამტკიცებდა, რომ ეკლესიამ უნდა აღიაროს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მნიშვნელობა.[36] წიგნში „მამა ღმერთის მიღმა“ მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ თანასწორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მსჯელობდა სექსუალური განსხვავებების თვალსაზრისით, ვიდრე სექსუალურ თანასწორობაზე.
1999 წელს მიცემულ ინტერვიუში რა არის განმანათლებლობა? მან თქვა: „მე არ ვფიქრობ მამაკაცებზე. მე ნამდვილად არ მაინტერესებს ისინი. მე შეშფოთებული ვარ იმ ქალების მდგომარეობით, რომლებიც დამცირებულნი იყვნენ პატრიარქატში“.
ტრანსგენდერობის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი ჯენის რეიმონდის დისერტაციის თემაზე „ტრანსსექსუალური იმპერია“ მრჩეველი იყო (1979).
თავის წიგნში „გინეკოლოგია/ეკოლოგია“ მან გამოაქვეყნა თავისი შეხედულებები ტრანსგენდერ ადამიანებზე: „დღეს ფრანკენშტეინის ფენომენი ყველგანაა... ფალოკრატიულ ტექნოლოგიებში... ტრანსსექსუალიზმი არის მამაკაცის ქირურგიული ჩარევის მაგალითი, რომელიც შემოიჭრება ქალთა სამყაროში. ტრანსსექსუალიზმი, რომელიც ჯენის რეიმონდმა აჩვენა, არსებითად მამაკაცის პრობლემაა, ეს არის მამაკაცის ქალად გადაქცევის მცდელობა, როდესაც სინამდვილეში არც ერთ მამაკაცს არ შეუძლია მიიღოს ქალის ქრომოსომები და ცხოვრების ისტორია და გამოცდილება. ქირურგები და ჰორმონების თერაპევტები ტრანსსექსუალურ სფეროში... შეიძლება ითქვას, რომ ისინი აწარმოებენ ქალის მსგავს ადამიანებს. მათ არ შეუძლიათ ქალების წარმოება“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Stefon M. Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 BeWeB
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 261.
- ↑ 7.0 7.1 Fox M. Mary Daly, a Leader in Feminist Theology, Dies at 81 // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2010. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ Fox, Margalit (2010-01-07). „Mary Daly, a Leader in Feminist Theology, Dies at 81“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-08. ციტირების თარიღი: 2021-03-21.
- ↑ Mary Daly, radical feminist theologian, dead at 81 | National Catholic Reporter (2012-01-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2021-03-21
- ↑ The Thin Thread of Conversation an interview with Mary Daly by Catherine Madsen of CrossCurrents. ციტირების თარიღი: 2021-03-21
- ↑ Mary Daly obituary (2010-01-27). ციტირების თარიღი: 2021-03-21
- ↑ Collection: Mary Daly papers | Smith College Finding Aids. ციტირების თარიღი: 2021-03-21
- ↑ Associates | The Women’s Institute for Freedom of the Press. ციტირების თარიღი: 2021-04-03
- ↑ Daly's Absence Prompts Cancellations (2014-11-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-19. ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Judge Denies Daly's Bid for Injunction (2014-11-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-19. ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Mary Daly Ends Suit, Agrees to Retire (2015-03-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-06. ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Unholy row as feminist lecturer bars men (1999-02-27). ციტირების თარიღი: 2021-04-08
- ↑ Mary Daly, Beyond God the Father: Toward a Philosophy of Women's Liberation, Beacon Press. — გვ. 227, ISBN 978-0-8070-1522-3.
- ↑ Caryn D. Riswold, Two Reformers: Martin Luther and Mary Daly as Political Theologians, Cascade Books, ISBN 978-1-59752-826-9.
- ↑ Mary Daly, Pure lust: elemental feminist philosophy, Boston : Beacon Press, 1984. — გვ. 500, ISBN 978-0-8070-1504-9.
- ↑ Lucy Sargisson, Contemporary Feminist Utopianism, Psychology Press. — გვ. 274, ISBN 978-0-415-14175-8.
- ↑ Mary Daly, Pure lust : elemental feminist philosophy, Boston : Beacon Press, 1984. — გვ. 500, ISBN 978-0-8070-1504-9.
- ↑ Mary Daly, Jane Caputi, Websters' first new intergalactic wickedary of the English language, Boston : Beacon Press, 1987. — გვ. 348, ISBN 978-0-8070-6706-2, 978-0-8070-6733-8 Invalid ISBN.
- ↑ Rosemary Radford Ruether, Women and redemption : a theological history, Minneapolis, MN : Fortress Press, 1998. — გვ. 388, ISBN 978-0-8006-2945-8, 978-0-8006-2947-2 Invalid ISBN.
- ↑ {{წიგნი|ბმული=https://books.google.ch/books?id=HFHaAAAAMAAJ&q=isbn:0271020199&dq=isbn:0271020199&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwiphNnfpYbwAhVchP0HHa1lBoEQ6AEwAHoECAAQAg%7Cავტორი=Sarah Lucia Hoagland, Marilyn Frye|სათაური=Feminist Interpretations of Mary Daly|წელი=2000|გამომცემლობა=Pennsylvania State University Press|გვერდები=472|isbn=978-0-271-02018-1|archivedate=2021-04-17|archiveurl=https://web.archive.org/web/20210417222256/https://books.google.ch/books?
- ↑ Wayback Machine (2016-08-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-30. ციტირების თარიღი: 2021-04-21
- ↑ Introduction, Journal of Feminist Studies in Religion, 2012, ტ. 28, გვ. 89–90, ISSN 1553-3913, დაარქივებულია ორიგინალიდან (8 მარტი, 2021)
- ↑ Mary Daly, [1], NYU Press, 2017-01-24. — გვ. 477, ISBN 978-1-4798-7074-5.
- ↑ Feminist Interpretations of Mary Daly, Penn State Press, 2010-11. — გვ. 468, ISBN 978-0-271-04393-7.
- ↑ Nicholas King, [2], New York : Paulist Press, 1998. — გვ. 214, ISBN 978-0-8091-3816-6.
- ↑ Judith Plaskow, {{{სათაური}}}, Journal of Feminist Studies in Religion, 2012, ტ. 28, გვ. 100–104, ISSN 8755-4178, doi:10.2979/jfemistudreli.28.2.100
- ↑ Pure Complexity: Mary Daly’s Catholic Legacy(ინგლისური), Feminist Theology, ტ. 22, გვ. 219–228, ISSN 0966-7350, doi:10.1177/0966735014522565.
- ↑ Amy R. Baehr, Liberal Feminism / Edward N. Zalta, Metaphysics Research Lab, Stanford University, 2021, დაარქივებულია ორიგინალიდან (23 აპრილი, 2021)
- ↑ Ginette Castro, American feminism : a contemporary history, New York : New York University Press, 1990. — გვ. 332, ISBN 978-0-8147-1435-5, 978-0-8147-1448-5 Invalid ISBN.