შინაარსზე გადასვლა

მერი ბილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ბილი
დაიბადა არაუგვიანეს 26 მარტი, 1633
დაბადების ადგილი Barrow[1] [2]
გარდაიცვალა 8 ოქტომბერი, 1699(1699-10-08)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი Pall Mall[16] და ლონდონი[1] [2] [17]
ჟანრი პორტრეტი[1]

მერი ბილი (ინგლ. Mary Beale, დ. 26 მარტი, 1633 — გ. 1699, ლონდონი) — ინგლისელი პორტრეტისტი, რომელსაც XVII საუკუნის ინგლისის ერთ-ერთ უდიდეს პორტრეტის ოსტატად და ქვეყნის პირველ პროფესიონალ ქალ მხატვრად მიიჩნევენ.

მერი ბილი დაიბადა საფოლკის საგრაფოს სოფელ ბაროუში პურიტანელი მოძღვრის, ჯონ კრედოკის ოჯახში. 1643 წლის 23 აგვისტოს მერის დედამ, დოროთიმ, ვაჟი სახელად ჯონი გააჩინა, თუმცა მშობიარობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, რის შედეგადაც მერი ათი წლის ასაკში დედის გარეშე დარჩა.

ბავშვობა მერის ბაროუშმა, ქალაქ ბერი-სენტ-ედმუნდსის მახლობლად გაატარა, სადაც მხატვრების ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის პიტერ ლელი და მეთიუ სნელინგი, რომლებსაც, შესაძლოა, ახალგაზრდობაში შეხვედა. სამოქალაქო ომის დროს ჯონ კრედოკმა უოლტერ კრედოკი, მისი შორეული ბიძაშვილი, მისი შვილების ჯონისა და მერის მეურვედ დანიშნა.[18]

18 წლის ასაკში მერი დაქორწინდა ჩარლზ ბილზე, ლონდონელ ქსოვილებით მოვაჭრეზე. როგორც მერის მამა, ასევე მისი მეუღლეც ხატვით იყვნენ გატაცებული, რამაც ხელი შეუწყო მერის ლონდონელი მხატვრების წრეში თავის დამკვიდრებას.

1650-1660-იან წლებში მერი ბილი შეკვეთებს ხატავდა საკუთარ სახლში მოწყობილ სახელოსნოში, რომელიც თავდაპირველად კოვენტ-გარდენში, ხოლო მოგვიანებით ფლიტ-სთრიტზე მდებარეობდა.

გარდა მხატვრობისა მერი ასევე დაინტერესებული იყო წერით. 1663 წელს მერი ბილმა დაწერა ნაშრომი „დაკვირვებები“, რომელშიც აღწერილია ზეთის საღებავებით ხილის (abricot) ხატვის ინსტრუქცია. ეს ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ წერილობით წყაროს ინგლისში ზეთის საღებავებით ხატვის ინსტრუქციის შესახებ. იგი არასოდეს გამოცემულა ცალკე ბეჭდვითი სახით, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაშრომის ხელნაწერები გავრცელებული იყო საზოგადოებაში. ეს ნაშრომი აღმოჩნდა ჩარლზ ბილის წერილების ბლოკნოტში, მაგრამ იგი მთლიანად მერის მიერ იყო დაწერილი, რასაც ჰელენ დრეიპერი აღწერს როგორც „უნიკალურ მაგალითს ქმარ-ცოლის თანამშრომლობისა ფერწერის ტექნიკურ ლიტერატურაში“.

მერი ბილიმ ასევე 1666 წელს დაწერა ხელნაწერი სახელწოდებით „საუბარი მეგობრობაზე“ და 1667 წელს კი — ოთხი პოემა.[19]

1665 წელს, ფინანსური სირთულეების და ლონდონში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო, ბილების ოჯახი იძულებული გახდა გადაეხვეწილიყო ჰემპშირის საგრაფოში. მერი ბილი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ორსართულიან სოფლის სახლში ოლბრუკის დასახლებაში (ეს შენობა დღემდე შემორჩენილია, თუმცა განადგურების საფრთხის წინაშეა).

1670 წელს, ლონდონში დაბრუნების შემდეგ, მან სახელოსნო გახსნა პელ-მელზე. მეუღლე, ჩარლზ ბილი, ეხმარებოდა მას ფერების შერევასა და ფინანსური საქმეების მართვაში. მიმდინარე დროის განმავლობაში მერი ბილმა დიდ წარმატებას მიაღწია, იღებდა უამრავ შეკვეთას და განაახლა ურთიერთობა სასახლის მხატვართან, პიტერ ლელისთან, რომელიც მასზე დიდ გავლენას ახდენდა. მისი გვიანდელი ნამუშევრებიდან ბევრი პიტერ ლელის სტილის მიბაძვაა, ან მისი ნახატების პირდაპირი ასლია. მეუღლის ჩანაწერების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში მერი ბილმა 83 ნამუშევარი შექმნა. მერი ბილი ასევე იყო ხატვის მასწავლებელი და მისი ერთ-ერთი მოსწავლე, სარა ქუტისი, მოგვიანებით ცნობილი მხატვარი გახდა.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „მეუღლის პორტრეტი“ (1680) და ერთი ადრეული ავტოპორტრეტი (1675). მისი ზოგიერთი პორტრეტი გრავიურებად გადაიტანეს, ხოლო მისი სტილი ბევრმა მიმბაძველმა აიტაცა.

მერი ბილმა ასევე დაწერა ხელნაწერი სახელწოდებით „საუბარი მეგობრობაზე“ 1666 წელს და ოთხი პოემა 1667 წელს.[19]

მისი სამი ვაჟიდან ერთ-ერთი, ჩარლზ ბილ-უმცროსი (1660—1714), ასევე მხატვარი გახდა. მერი ბილი თანამედროვეების მიერ მაღალ შეფასებას იმსახურებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები მალევე დავიწყებას მიეცა.

მერი ბილი გარდაიცვალა 1699 წლის 8 ოქტომბერს, ლონდონში, 66 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Union List of Artist Names
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. სტანდარტული დასახელებების საერთაშორისო იდენტიფიკატორი — 2012.
  4. Mary Beale
  5. Mary Beale
  6. Pas L. v. Mary Cradock — 2003.
  7. Athenaeum
  8. Find a Grave — 1996.
  9. Early Modern Letters Online
  10. ArtCyclopedia
  11. mutualart.com — 2008.
  12. სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეა — 1881.
  13. Art UK painters database
  14. Art Renewal Center — 2000.
  15. A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 38. — ISBN 978-1-85743-228-2
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #122997158 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  17. RKDartists
  18. Walshe & Jeffree (1975).
  19. 1 2 Draper (2012).