მერი ბერდის მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marie Byrd Land
მერი ბერდის მიწა
ფართობი
 -  სულ 1 610 000 კმ2 
მოსახლეობა
 -   შეფასებით დაუსახლებელი 

მერი ბერდის მიწა (ინგლ. Marie Byrd Land) — ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის ანტარქტიკის სექტორში აღმოსავლეთით მდებარე როსის შელფურ მყინვარსა და დასავლეთით მდებარე ელსუორტის მიწას შორის (დაახლოებით დასავლეთის გრძედის 103-ე და 158-ე მერიდიანის გრადუსებს შორის).

ყინულის სისქე საშუალოდ 1000—2000 მეტრია, ალაგ-ალაგ 4000 მეტრამდე. მყინვარის საფარის საფუძველი ხშირად დევს ზღვის დონეზე დაბლა. ყველაზე მაღალი წერტილია — სიდლის მთა (4181 მეტრი). მერი ბერდის მიწას გარს ეკვრის ამუნდსენის ზღვა.

მიწამ თავის დასახელება მიიღო 1929 წელს რიჩარდ ბერდის მეუღლის პატივსაცემად. სანაპიროს ნაწილებს ჰქვიათ ნაპირები (სონდერსის ნაპირი, რუპერტის ნაპირი, ჰობსის ნაპირი, ბაკუტისის ნაპირი, უოლგრინის ნაპირი).

1951 წელს ანტარქტიდაში იაპონიის ტერიტორიალური პრეტენზიების ლიკვიდაციის შემდეგ (სექტორი დასავლეთის გრძედის 80°-დან დასავლეთის გრძედის 150°-მდე) მერი ბერდის მიწა აღმოჩნდა ამ კონტინენტის ერთადერთი «არავის ტერიტორია», ანუ ისეთი, რომელიც არ არის მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ოფიციალური პრეტენზიის ობიექტი. აშშ-ს უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ 1959 წლამდე ვერ მოასწრეს ამის გაკეთება, როდესაც ხელი მოეწერა ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც უვადოდ გაყინა ყველა პრეტენზია სამხრეთი გრძედის 60°-ის სამხრეთით ნებისმიერი მიწის მფლობელობაზე.

მერი ბერდის მიწაზე ყველაზე უფრო ცნობილი პოლარული სადგურებიარუსული «რუსკაია» და ამერიკული «ბერდი».