შინაარსზე გადასვლა

მერი ბარა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ბარა
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1961 (1961-12-24) (62 წლის)
მიჩიგანი, აშშ
განათლება
მეუღლე(ები) ენტონი ბარა
შვილ(ებ)ი 2

მერი ტერესა ბარა (ინგლ. Mary Teresa Barra; დ. 24 დეკემბერი, 1961) — ამერიკელი ბიზნესმენი, General Motors-ის ქალი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი 2014 წლის 15 იანვრიდან.[1] იგი ავტომობილების მთავარი მწარმოებელი კომპანიის პირველი ქალი მმართველია.[2][3][4] დირექტორობამდე იკავებდა GM-ის მსოფლიო პროდუქციის განვითარების, შესყიდვისა და მიწოდების ჯაჭვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს.

მერი ბარა მიჩიგანის შტატში დაიბადა. მისი მშობლები ფინური წარმოშობის არიან.[5][6] იგი სწავლობდა Waterford Mott High School-ში.

ბარამ მოიპოვა General Motors Institute-ის (ახლა Kettering University) მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში 1885 წელს.[7] მან ასევე მოიპოვა სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი GM-ის სტიპენდიით 1990 წელს.[8]

ბარამ General Motors-ში მუშაობა დაიწყო 1980 წელს, როგორც co-op სტუდენტმა.[9] მას ევალებოდა ავტომობილის ფრთებისა და კაპოტის შემოწმება, მიღებული გასამრჯელოთი კოლეჯის გადასახადს იხდიდა.[10] მოგვიანებით მას მრავალი ინჟინერის და ადმინისტრაციული პოზიცია ეკავა, მათ შორის Detroit/Hamtramck Assembly საწარმოს მენეჯერის.[11]

2008 წლის თებერვალში იგი გახდა Global Manufacturing Engineering-ის ვიცე-პრეზიდენტი. 2009 წლის ივლისში დაწინაურდა Global Human Resources-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. 2011 წლის თებერვალში კი დასახელდა Global Product Development-ის ვიცე-პრეზიდენტად.[12] ეს უკანასკნელი მოიცავდა დიზაინსაც; იგი მუშაობდა საავტომობილო პლატფორმების შემცირებაზე GM-ში.[2] I2013 წლის აგვისტოში მისი მოვალეობა გაიზარდა და მოიცვა შესყიდვისა და მიწოდების ჯაჭვი.[11]

ბარას დირექტორობისას გადაიდგა პირველი ნაბიჯი თვითმართვადი და ელექტრო მანქანების მიმართულებით, როცა General Motors-მა შეიძინა Strobe, თვითმართვად ტექნოლოგიებზე მომუშავე სტარტაპი.[13] 2017 წელს General Motors-მა დაიწყო Chevy Bolt EV-ის (200 მილი გარბენით) გაყიდვა, რომლის ფასიც 40,000 დოლარზე ნაკლები იყო, შედეგად აჯობა კონკურენტ Tesla-ს.[14]

2017 წელს ბარა იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი Detroit Three მმართველი, მისმა ანაზღაურებამ 21.96 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.[15]

2018 წლის მონაცემებით, General Motors კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა გენდერული თანასწორობის კუთხით; გენდერის ნიშნით სახელფასო სხვაობა არ არსებობს.[16][17]

2017 წლის აგვისტოში Disney-ს დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.[18][19]

2020 — „Forbes“-ის სიაში „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი“ დასახელდა N6.[20]

2015 — Fortune-ის სიაში „ყველაზე გავლენიანი ქალები“ N1,[21] 2020 — N2.[22]

ჟურნალ Institutional Investor-ის top executives ყოველწლიურ მიმოხილვაში, ბარამ პირველი ადგილი დაიკავა საავტომობილო და ავტონაწილების სექტორში.[23]

ბარა დაქორწინებულია ტონი ბარაზე, რომელიც Kettering University-ში სწავლის დროს გაიცნო, ჰყავთ ორი შვილი.[2]

მისი საყვარელი მანქანებია შევროლე კამარო და Pontiac Firebird.[9] იცის ცოტა ფინური.[24]

  1. Joann Muller. Exclusive: Inside New CEO Mary Barra's Urgent Mission To Fix GM. ციტირების თარიღი: November 23, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 Vlasic, Bill (December 10, 2013). „G.M. Names First Female Chief Executive“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 11, 2013.
  3. Capparella, Joseph (Dec 10, 2013). „GM CEO Akerson to Retire, Mary Barra to Succeed“. Automobile. ციტირების თარიღი: February 22, 2021.[მკვდარი ბმული]
  4. Wayland, Michael. GM swings to a loss in the fourth quarter as 40-day strike erodes profits. CNBC. ციტირების თარიღი: 2020-02-06
  5. Taylor, Alex (December 17, 2012). „Mary Barra: GM's next CEO?“. CNN/Fortune. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 14, 2013. ციტირების თარიღი: December 11, 2013.
  6. Niskakangas, Tuomas. (December 16, 2013) New CEO of automotive icon is of Finnish descent. Helsinki Times.
  7. Meet Mary Barra, Kettering graduate '85 | Kettering University Online en. ციტირების თარიღი: 2020-11-23
  8. Mary Barra: Executive Profile & Biography. ციტირების თარიღი: December 11, 2013
  9. 9.0 9.1 „Mary Barra, G.M.'s New Chief, Speaking Her Mind“. The New York Times. December 10, 2013. ციტირების თარიღი: December 11, 2013.
  10. „GM CEO Mary Barra says too many women quit their jobs for the wrong reason“. Quartz at Work (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  11. 11.0 11.1 Mary T. Barra. General Motors. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  12. Bunkley, Nick; Vlasic, Bill (January 20, 2011). „G.M. Names New Leader for Global Development“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 11, 2013.
  13. Vlasic, Bill (October 9, 2017). „G.M. Acquires Strobe, Start-Up Focused on Driverless Technology“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: October 17, 2017.
  14. Ross, Christopher (April 26, 2016). „A Day in the Life of GM CEO Mary Barra“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: November 15, 2017.
  15. GM paid CEO Mary Barra nearly $22M in 2017.
  16. Lareau, Jamie (October 4, 2018). „GM named No. 1 company in world for gender equality“. Detroit Free Press. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  17. „Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები“. Forbes. December 12, 2019. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  18. Golum, Rob; Welch, David. Barra elected to Walt Disney board. Automotive News (August 24, 2017).
  19. McNary, Dave. General Motors Chairman Mary T. Barra Joins Disney Board of Directors (2017-08-24).
  20. World's Most Powerful Women 2020. Forbes. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  21. Mary Barra. Fortune. ციტირების თარიღი: October 19, 2015
  22. Mary Barra. Fortune. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  23. Whyte, Amy (November 13, 2018). „These Are America's Top Executives Jamie Dimon, Tim Cook, and Mary Barra are among members of II's 2019 All-America Executive Team“. Institutional Investor. ციტირების თარიღი: 29 March 2019.
  24. Barra's Finnish roots. Yle Uutiset (December 16, 2013). ციტირების თარიღი: 2019-06-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_ბარა“-დან