მერი ალანია
მერი ალანია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 აპრილი, 1937 (86 წლის) |
დაბ. ადგილი | ხობის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია |
მერი ალანია (დ. 18 აპრილი, 1937, შუა ქვალიონი, ხობის რაიონი) — ქართველი ქიმიკოსი, პროფესორი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004).
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი პროვიზორის სპეციალობით.
1960-1965 წლებში იყო აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს აფთიაქის მმართველი. 1978-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უფროსი. 1987 წლიდან წამყვანი მეცნიერი თანამშრომელია.
ალანიას ეკუთვნის ჰიპოაზოტემიური და დიურეზული მოქმედების სამკურნალო პრეპარატი — „ფლარონინი“, რომელიც 1985 წლიდან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ აქტიურად გამოიყენება.[1]
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამეცნიერო ფორუმებში. აგრეთვე არის მრავალი სტატიის ავტორი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში თბ., 2012 გვ. 176
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინტიტუტის ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერი ალანიას დიდი აღიარება. tsmu.edu (22 ნოემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2022.