მერი-ლუიზ პარკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მერი-ლუიზ პარკერი
Mary-Louise Parker by Gage Skidmore.jpg
პარკერი 2010 წელს
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1964 (1964-08-02) (56 წლის)
სამხრეთ კაროლინა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მწერალი
აქტიური 1988-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ბილი კრუდაპი (1996-2003)
შვილ(ებ)ი 2

მერი-ლუიზ პარკერი (ინგლ. Mary Louise Parker; დ. 2 აგვისტო, 1964) — ამერიკელი მსახიობი და მწერალი. 1990 წელს ბროდვეის თეატრში შექმნა თავისი დებიუტი და რიტას როლი ითამაშა პიესაში, „კოცნის პრედულია“. როლის შესრულებისთვის მას მიენიჭა ტონი ჯილდო. ამ როლის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორიცაა: ამერიკული დრამა, „გრანდ კანიონი“ (1991), კომედიური-დრამა „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ (1991), თრილერი, „კლიენტი“ (1994), ამერიკული შავი კომედია - „ტყვიები ბროდვეის თავზე“ (1994), „ბიჭები გვერდზე“ (1995), „ლედის პორტრეტი“ (1996), ამერიკული დრამა „შტამპი“ (1997). 2001 წელს დევიდ ოუბერნის ფილმში კეტრინ ლეველინის განსახიერებისთვის, მან მიიღო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 2001 და 2006 წლებში მან NBC-ს სატელევიზიო სერიალში, „დასავლეთის ფრთაში“ განასახიერა ემი გარდნერი, ამ როლის შესრულებისთვის, პარკერი ნომინირდა პრაიმტაიმ ემის ჯილდოზე, დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის. 2003 წელს, ჰარპერ პიტი ითამაშა HBO-ს მინი-სერიალში, „ანგელოზები ამერიკაში“. ამ როლის შესრულებისთვის იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი.

2005 წლიდან 2012 წლამდე, შავ-კომედია დრამაში, „მოსაწევში“, ასრულებდა მთავარ როლს, ნენსი ბოუტვინს. ამ წარმატებული როლისთვის იგი დაჯილდოვდა პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი და ოქროს გლობუსით, 2006 წელს.

იგი ასევე გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: ფანტასტიკა-სათავგადასავლო „სპაიდერვიკი: ქრონიკები“ (2008), ამერიკული კომედია „რედი“ (2010), სამეცნიერო ფანტასტიკა „მოჩვენებითი პატრული“ (2013), კომედია „რედი 2“ და სხვა. 2019 წელს დაუბრუნდა ბროდვეის და ითამაშა სპექტაკლში, „ხმა შიგნით“, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ტონის ჯილდოთი. 2017 წელს, რომა გაის როლი ითამაშა ABC-ს მინისერიალში, „როდესაც ჩვენ აღვსდგებით“. 2018 წელს, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ ტელე-სერიალში, „მილიარდები“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მსახიობი მერი-ლუიზ პარკერი დაიბადა 1964 წლის 2 აგვისტოს, ფორტ ჯექსონში, სამხრეთ კაროლინაში, აშშ-ში. ჰყავს 3 უფრო და-ძმა. მის წინაპრებში შედის შვედური (დედის ბაბუისგან), ინგლისური, შოტლანდიური, ირლანდიური, გერმანული და ჰოლანდიური წარმომავლობა.[1] მამამისი მსახურობდა არმიაში,[2][3][4] სწორედ ამის გამო, პარკერმა ბავშვობის უმეტესი ნაწილი ტენისის შტატში და ტეხასში გაატარა, ასევე ცხოვრობდა ტაილანდში, გერმანიაში და საფრანგეთში.[5][6] „ჩემმა მშობლებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ; მე მქონდა წიგნები, ტანსაცმელები, სახლი და თბილი საწოლი, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი“ — ამბობს მსახიობი.[7] არიზონაში დაამთავრა „მარკოსი ნიზას საშუალო სკოლა“, 1986 წელს დაამთავრა „ჩრდილოეთ კაროლინას ხელოვნების სკოლა“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლიდან 2003 წლის ნოემბრამდე, მერი-ლუიზ პარკერს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მსახიობთან, ბილი კრუდაპთან. პარკერი 7 თვის ფეხმძიმედ იყო. მათი შვილი, უილიამ ატიკუს პარკერი დაიბადა 2004 წელს.[8] პარკერი კრუდაპმა 2003 წელს, ამერიკელი მსახიობის, კლეირ დეინსის გამო მიატოვა.

2006 წლის დეკემბერს, პარკერმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო მსახიობთან, ჯეფრი დინ მორგანთან, რომელიც მან გაიცნო სერიალის, „მოსაწევის“ გადაღებების დროს.[9] 2008 წლის 12 თებერვალს, წყვილმა დააანონსა მათი ნიშნობა,[10] თუმცა, მომავალი წლის აპრილში დაშორდნენ.[11]

2007 წლის სექტემბერში, პარკერმა ეთიოპიიდან იშვილა გოგონა, კაროლინა აბერაშ პარკერი.[12][13]

მსახიობი ცხოვრობს ბრუკლინის სიმაღლეებზე.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mary-Louise Parker : Biography. IMDb. ციტირების თარიღი: April 11, 2016.
  2. „Parker's career makes leap with 'Canyon', 'Tomatoes'. San Antonio Express-News. San Antonio, Texas: Hearst Corporation. January 16, 1992. ციტირების თარიღი: November 7, 2010.
  3. „Debra Messing – 5 Women Who Make Us Want to Be a Better Man“. Esquire. November 1, 2000.
  4. „Obituaries: John Morgan Parker“. The Washington Post. October 14, 2010. ციტირების თარიღი: October 12, 2019 – წარმოდგენილია legacy.com-ის მიერ.
  5. Parker, Mary-Louise. ციტირების თარიღი: October 8, 2007.
  6. Mary-Louise Parker Biography (1964–). Film Reference.com.
  7. Gordon, Meryl. Mary-Louise Parker Likes to Reveal Herself. MORE Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 3, 2014. ციტირების თარიღი: August 28, 2014.
  8. Susman, Gary. (January 14, 2004) Mary-Louise Parker names son after Billy Crudup. ციტირების თარიღი: April 11, 2016.
  9. McDonnell, Jen. (December 10, 2007) Weeds Star's Relationship Hasn't Gone To Pot. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 12, 2007. ციტირების თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
  10. Rush, George. (February 12, 2008) Mary-Louise Parker and Jeffrey Dean Morgan Engaged. The New York Daily News.
  11. Mary-Louise Parker, Fiancé Break Off Engagement. People (April 8, 2008). ციტირების თარიღი: January 6, 2013.
  12. Jones, Oliver. (September 17, 2007) Mary-Louise Parker Adopts a Child from Ethiopia. People.
  13. Reading is a favorite activity for Mary-Louise Parker and her kids. Celebrity Baby Blog (February 15, 2008). ციტირების თარიღი: May 12, 2008.
  14. Morris, Bob (November 15, 2015). „Mary-Louise Parker on Life With and Without Men“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 6, 2018. ციტატა: „The other day in the Brooklyn Heights duplex Mary-Louise Parker shares with her two children and Mrs. Roosevelt, a cocker spaniel in a red diaper, the actress was stroking one of the oyster shells she keeps in a bowl in her living room.“