შინაარსზე გადასვლა

მერი-ლუიზა მაკლოუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი-ლუიზა მაკლოუსი
ინგლ. Mary-Louise McLaws
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1953(1953-03-17)[1]
გარდ. თარიღი 12 აგვისტო, 2023(2023-08-12)[2] (70 წლის)
გარდ. ადგილი Wolper Jewish Hospital[2]
მოქალაქეობა  ავსტრალია
საქმიანობა ეპიდემიოლოგი
მუშაობის ადგილი University of New South Wales[3]
ალმა-მატერი სიდნეის უნივერსიტეტი[4] და სიდნეის უნივერსიტეტი[4]
ჯილდოები ავსტრალიის ორდენის ოფიცერი[5]

მერი-ლუიზა მაკლოუსი (ინგლ. Mary-Louise McLaws, დაბადებიდან ვაინი ინგლ. Viney, დ. 17 მარტი 1953, ტასმანია, ავსტრალია — გ. 12 აგვისტო 2023, Wolper Jewish Hospital, სიდნეი, ავსტრალია) — ავსტრალიელი ეპიდემიოლოგი. მუშაობდა ინფექციური დაავადებების მიმართულებით. 30 წლის განმავლობაში იყო ეპიდემიოლოგიის პროფესორი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში. ცნობილი გახდა COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც რეგულარულად გამოდიოდა საჯაროდ და მოსახლეობას აწვდიდა ინფორმაციას და რჩევებს დაავადებასთან დაკავშირებით.

მერი-ლუიზა მაკლოუსი დაიბადა ტასმანიაში 1953 წლის 17 მარტს. მშობლები ბარი და ლუიზ ვაინები დაცილებულები იყვნენ. მერი-ლუიზამ და მისმა უფროსმა ძმამ პირველი წლები გაატარეს დედასთან ერთად აღმოსავლეთ სიდნეის ბონდის გარეუბანში (ახალი სამხრეთ უელსი), შემდეგ გადავიდნენ ცენტრალურ სანაპიროზე. იქ გოგონა შევიდა გოსფორდის საშუალო სკოლაში. მერი-ლუიზამ მიიღო მამინაცვალის, ბრიუს მაკლოუსის გვარი. [6] იგი გაიზარდა ებრაულ ოჯახში.

მაკლოუსი სწავლობდა სიდნეის უნივერსიტეტში, მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი, ხოლო შემდეგ დიპლომი ტროპიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში 1984 წელს, 1988 წელს გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის, ხოლო 1992 წელს — დოქტორის ხარისხის მფლობელი. [7]

1992 წელს მერი-ლუიზა მაკლოუსი შევიდა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში. თავისი კარიერის განმავლობაში მან დაწერა 180-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი და ათწლეულების განმავლობაში მეთვალყურეობდა და მხარს უჭერდა ბევრ კურსდამთავრებულ სტუდენტს. [8] იგი სპეციალიზირებული იყო საავადმყოფოში შეძენილი ინფექციექციებზე. მისი ადრინდელი კვლევის საგანს წარმოადგენდა აივ/შიდსი ავსტრალიაში.1995 წლის კვლევების დროს აკვირდებოდა ქალებს, რომლებსაც აივ ინფექცია შხვდათ თავიანთი მამრობითი სქესობრივი პარტნიორებისგან. [9]

2004 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დავალებით მაკლოუსი გაგზავნეს პეკინში ორი თვით ფრინველის გრიპის მონიტორინგისთვის. 2002-2004 წლებში იგიკონსულტაციას უწევდა ჰონგ კონგის ხელისუფლებას ატიპური პნევმონიის გავრცელების დროს.

მაკლოუსი გახდა „ფართოდ ცნობილი ავსტრალიის საზოგადოებისთვის მისი მედია-გამოსვლებით გამოსვლებით“ ავსტრალიაში COVID-19 პანდემიის დროს. [10] ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოდიოდა ქვეყანაში სავალდებულო ნიღბის ტარების და საზღვრების დაკეტვის მოთხოვნით. მოგვიანებით იგი მხარს უჭერდა სავალდებულო ვაქცინაციას, [11] მათ შორის ვაქცინაციის ცენტრების შექმნას კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად. [12] 2021 წელს Australian Financial Review - მ იგი შიყვანა ავსტრალიის წლის „კულტურულად ყველაზე გავლენიან ადამიანთა“ ათეულში. [13]

პირადი ცხოვრება და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკლოუსი 1988 წელს ცოლად გაჰყვა რიჩარდ ფლოკს, რომელთანაც შეეძინა ვაჟი და ქალიშვილი.2022 წლის იანვარში მას დაუსვეს ტვინის კიბოს დიაგნოზი. [14] გარდაიცვალა 2023 წლის 12 აგვისტოს, 70 წლის ასაკში. [15]

2022 წელს დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავად მაკლოუსმა მიიღო ავსტრალიის ორდენის კავალერის წოდება გამორჩეული სამსახურისთვის სამედიცინო კვლევების, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიისა და ინფექციის პრევენციის, უმაღლესი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. [16] 2023 წლის ივნისში, ახალი სამხრეთ უელსის ებრაელთა დეპუტატთა საბჭომ ემანუელის სინაგოგაში მის საპატივსაცემოდ გამართა მიღბა.

  1. Epidemiologist who led Australia through COVID dies aged 70 — 2023.
  2. 1 2 https://www.smh.com.au/healthcare/epidemiologist-who-led-australia-through-covid-dies-aged-70-20230813-p5dw6r.html
  3. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  4. 1 2 Trove — 2009.
  5. Australian Honours Search Facility
  6. Trioli, Virginia (2023-08-13). „Mary-Louise McLaws, renowned epidemiologist who help guide Australia through the pandemic, dies aged 70 from brain tumour“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  7. „University community recognised with Queen's Birthday Honours“. University of Sydney. 2022-06-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  8. Desiatnik, Shane (2023-06-29). „Reception for ‘true hero’ McLaws“. Australian Jewish News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  9. „Love is no protection from AIDS, survey says“. The Canberra Times. 1995-12-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-14.
  10. Brown, Malcolm; Barlass, Tim (2023-08-13). „Epidemiologist who led Australia through COVID dies aged 70“. The Sydney Morning Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  11. Patrick, Aaron (2021-07-25). „The politicisation of pandemic punditry“. The Australian Financial Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  12. Burton, Tom (2021-04-08). „Vaccination hubs ‘essential’ for Australia to reach herd immunity“. Australian Financial Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  13. Turner, Brook (2021-09-30). „The 10 most culturally powerful people in Australia in 2021“. The Australian Financial Review Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-15. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  14. Mahe, Danielle (2022-06-13). „Mary-Louise McLaws and Kerry Chant in Queen's birthday honours“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  15. Trioli, Virginia (2023-08-13). „Mary-Louise McLaws, renowned epidemiologist who helped guide Australia through the pandemic, dies aged 70“. ABC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.
  16. Dow, Aisha; Cunningham, Melissa (2022-06-12). „Respected epidemiologist honoured on Queen’s Birthday reflects on shock diagnosis“. The Sydney Morning Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2023-08-13.