მერიტიტეს IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერიტიტეს IVძველი ეგვიპტის VI დინასტიის დედოფალი და პეპი I-ს ცოლი. მისი ერთ-ერთი ტიტულის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი პეპი I მერირეს ქალიშვილიც იყო. ერთ-ერთი მტკიცებულებით, მისი სახელი „მეფის საყვარელს“ ნიშნავს. მისი ტიტულებია: „ის ვინც ხედავს ჰორუსს და სეთს“, „მეფის ცოლი“, „ჰორუსის თანამგზავრი“ და ა.შ.

მერიტიტეს IV დაკრძალულია საქარაში. მისი პირამიდა პეპი I-ის პირამიდის და დედოფალ ინენექ-ინტის კომპლექსის სამხრეთით მდებარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dodson & Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, Thames & Hudson 2004
  • Verner, Miroslav. The Pyramids: The Mystery, Culture, and Science of Egypt's Great Monuments. Grove Press. 2001 ISBN 0-8021-3935-3