მერის მთა (ალასკა)
| მერის მთა | |
|---|---|
| Mount Mary | |
დასავლეთ ხედი | |
| კოორდინატები: 60°06′56″ ჩ. გ. 149°13′52″ დ. გ. / 60.11556° ჩ. გ. 149.23111° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ალასკა |
| სიმაღლე | 1 469[1] მ |
| შეფარდებითი სიმაღლე | 467[2] მ |
| იზოლაცია | 3,35[2] კმ |
მერის მთა (ინგლ. Mount Mary) — 1 469 მეტრი სიმაღლის მწვერვალი ალასკაში, აშშ-ში.[1]
მდებარეობს კენაის მთებში, სეუარდის აღმოსავლეთით 11 კმ-ში, ჩუგაჩის ეროვნულ ტყეში. მთის ნადნობი წყალი აღდგომის ყურეში ჩაედინება, რომელიც მერის მთის დასავლეთით მდებარეობს.[1]
მთის ტოპონიმი ოფიციალურად შემოიღო BGN-მა, 2019 წლის 13 ივნისს.[1] სახელწოდება მერი ლოუელის პატივსაცემად დაერქვა, რომლის ოჯახიც სეუარდის მკვიდრი იყო.[3]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, მერის მთა ტუნდრის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. შესაბამისად, მისი კლიმატი გრძელი, ცივი და თოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით ხასიათდება.[4] მთის ჰავაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალასკის ყურიდან მომავალი ტენიანობა, რომელიც კენაის მთებს ლახავს და მერის მთაზე დიდი რაოდენობით ნალექს წარმოქმნის, წვიმისა და თოვლის სახით. ზამთარში ტემპერატურა -17 °C-მდე ეცემა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Mount Mary. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.
- 1 2 Mary, Mount - 4,883' AK. ციტირების თარიღი: 2024-01-01
- ↑ Elizabeth Earl, Assembly backs request to name two Seward mountains, June 10, 2018, peninsulaclarion.com.
- ↑ Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen−Geiger climate classification“. Hydrol. Earth Syst. Sci. 11. ISSN 1027-5606.