მერიონ დევისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერიონ დევისი

მერიონ დევისი 1920 წელი
დაბადების სახელი მერიონ დოურასი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1897
გარდაცვალების თარიღი 22 სექტემბერი, 1961 (64 წლის)
ჰოლივუდი, კალიფორნია
დაკრძალულია ჰოლივუდის სასაფლაო
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, ქველმოქმედი
აქტიური 1914-1937

მერიონ დევისი (დ. 3 იანვარი, 1897, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 22 სექტემბერი, 1961 კალიფორნია, აშშ.)  —ამერიკული მუნჯი კინოს კომედიური ჟანრის მსახიობი,  პროდიუსერი, სცენარისტი და ქველმოქმედი.

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერიონ დევისი 1917 წლის ოქტომბერი

მერიონ სესილია დოურასი დაიბადა ნიუ-იორკში, 1897 წლის 3 იანვარს. სწავლობდა მონასტრის რელიგიურ სასწავლებელში. დევისი სკოლიდან გაიქცა, რომ გუნდის მომღერლის კარიერა გაეგრძელებინა.  ჯერ კიდევ მოზარდმა, მონაწილეობა მიიღო ბროდვეის რამდენიმე მიუზიკლში. მისი კინო დებიუტი შედგა 1917 წელს, როდესაც მარიონი 20 წლის იყო.  ითამაშა ფილმში Runaway Romany. შემდეგ კი მიიღო მოწვევა შოუში მონაწილეობის მისაღებად "ზიგფელდის უგუნურება" და მისი ერთ-ერთი პოპულარული მონაწილე გახდა. ერთი წლის შემდეგ იგი შეხვდა საგამომცემლო  მაგნატ უილიამ რენდოლფ ჰირსტს, რომელმაც, თავისი გავლენით, შეუწყო ხელი ახალგაზრდა მსახიობის წინსვლას. მერიონი  წარმატებით მონაწილეობდა მუნჯი კინოს ეპოქის ბევრ ცნობილ ფილმში. ხმოვანი ფილმების გაჩენისთანავე მისი კარიერა ნელ-ნელა უკან წავიდა. (მსახიობს მეტყველების პრობლემები ჰქონდა  და შიშობდა, რომ ხმოვანი კინო  წერტილს დაუსვამდა მის მოღვაწეობას, თუმცა ეს ნაკლი გადაღების დროს არ ჩანდა. ) მერიონ დევისი დიდ ეკრანზე ბოლოს 1937 წელს გამოჩნდა.[1]

ჰირსტთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა გრძელდებოდა ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე, 1951 წელს. ჰირსტის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მერიონი 54 წლის ასაკში დაქორწინდა ჰორას ჯ. ბრაუნზე. [2][3]

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით მერიონ დევისი სასიკეთო საქმეებით გახდა ცნობილი. 20-იან წლებში დაინტერესდა ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციებით და მილიონზე მეტი თანხა შესწირა. 1952 წელს მან 1,9 მილიონი დოლარი გადასცა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტს, მისი სახელობის ბავშვთა კლინიკის გასახსნელად. 1998 წელს კლინიკას სახელი შეუცვალეს და ბავშვთა ჰოსპიტალი ს UCLA Mattel Children's Hospital უწოდეს.[4]

ავადმყოფობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერიონ დევისის მავზოლეუმი ჰოლივუდის სასაფლაოზე

მერიონ დევისი ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმს. 1956 წლის ზაფხულში მას ინსულტი დაემართა და საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ მსახიობმა სრულად ვეღარ აღიდგინა ჯანმრთელობა.

ფილმის გადაღებისას 1928 წელი

სამი წლის შემდეგ, 1959 წლის თებერვალში სტომატოლოგიური გამოკვლევის დროს, მერიონს ყბაზე შეშუპება აღმოუჩინეს.  მალე დევისს კიბო დაუდგინდა.  მსახიობი საზოგადოებაში ბოლოს 1960 წლის 10 იანვარს გამოჩნდა NBC- ის სატელევიზიო გადაცემაში „ ჰედი ჰოპერის ჰოლივუდი“. იმავე პერიოდში, ჯოზეფ პ. კენედიმ დაიქირავა დევისის სახლი და  კულუარებს მიღმა ეწეოდა სამუშაოს, რათა უზრუნველყო მისი ვაჟის, ჯონ ფ. კენედის  წამოწევა 1960 წელს ლოს-ანჯელესის ეროვნულ -დემოკრატიულ კონგრესში.. როდესაც ჯოზეფ პ. კენედიმ შეიტყო, რომ  მერიონ დევისი კიბოს ებრძოდა, მაშინვე სამი სპეციალისტი გააგზავნა მის გამოსაკვლევად.

1961 წლის გაზაფხულზე მერიონმა ოსტეომიელიტის გამო გაიკეთა ა ოპერაცია ოპერაციიდან 12 დღის შემდეგ  იგი საავადმყოფოში თავის  ოთახში დავარდა და ფეხი მოიტეხა. მომდევნო ზაფხულში მისი ჯანმრთელობა სწრაფად გაუარესდა. მსახიობი გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნისგან, 1961 წლის 22 სექტემბერს, ჰოლივუდში, კალიფორნია. [5][6]

მერიონ დევისი დაკრძალეს ჰოლივუდის სასაფლაოზე Hollywood Forever Cemetery.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში არის მერიონ დევისის სახელობის ვარსკვლავი ( ჰოლივუდის ბულვარი- 6326).[7][8]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lorusso, Edward (August 27, 2017). The silent Films of Marion Devis. CreateSpace. ISBN 978-1-5472-4795-0.[მკვდარი ბმული]Archived from the original on December 5, 2020. Retrieved November 20, 2020.
  2. Swanberg, W. A. (1961). Citizen Hearst: A Biography of William Randolph Hearst. Scribners. ISBN 978-0-88365-970-0[მკვდარი ბმული]. Retrieved November 19, 2020 – via Internet Archive.
  3. Ross-Warshaw, Margery (October 13, 1993). "Their Greatest Secret". The Desert Sun. p. 11. Archived from the original on December 5, 2020. Retrieved November 25,2020 – via Newspapers.com. The late Patricia Van Cleve Lake told her family she was the daughter of William Randolph Hearst and Marion Davies. But for 70 years, she hid from the world.
  4. Landry, Robert J. (September 27, 1961). "Marion Davies Dies At 64; Made Star By W.R. Hearst; Noted For Her Kindness".Variety. Los Angeles, California. p. 5.
  5. "Marion Davies, Film Actress, Dead of Cancer: One of the Last Survivors of an Ultra-Lavish Period—Protégée of Hearst".The New York Times (Saturday ed.). September 23, 1961. p. 19. Archived from the original on November 28, 2020. Retrieved November 19, 2020.
  6. "Famous Actress-Philanthropist Marion Davies Dies of Cancer".Tri-City Herald. September 18, 1961. p. 2. RetrievedNovember 29, 2012.
  7. Encyclopædia Britannica (ინგლ)
  8. Internet Broadway Database (ინგლ.) — 2000.