შინაარსზე გადასვლა

მერიელ ჰემინგუეი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერიელ ჰედლი ჰემინგუეი (ინგლ. Mariel Hadley Hemingway; დ. 1961 წლის 22 ნოემბერი, მილ ვალეი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მწერალი.

მერიელ ჰემინგუეი
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1961 (59 წ.)
მილვალეი, კალიფორნია. აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ბოსტონის უნივერსიტეტი
პროფესია მსახიობი, მწერალი
მეუღლე(ები) სტეფან კრისმანი (1984-2009)
შვილ(ებ)ი

დრი ჰემინგუეი,

ლენგლი ფოქსი
მშობლები მამა: ჯეკ ჰემინგუეი
დედა: ბაირა ლუისი
ნათესავები ერნესტ ჰემინგუეი ბაბუა
საიტი http://www.marielhemingway.com/

მერიელ ჰემინგუეი ცნობილი ამერიკელი მწერლის ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილია, რომელმაც თავი მოიკლა მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე. მშობლებს ბაირა ლუისს და მწერალ ჯეკ ჰემინგუეის კიდევ ორი გოგონა ჰყავდათ: ჯოან ჰემინგუეი და მარგო ჰემინგუეი - მოდელი და მსახიობი, რომელიც გარდაიცვალა ბარბიტურატის ჭარბი დოზის მიღებისგან 42 წლის ასაკში, 1996 წელს. გოგონას სახელი დაარქვეს კუბის საპორტო ქალაქ  მერიელის პატივსაცემად, სადაც  მამა და ბაბუა რეგულარულად ჩადიოდნენ სათევზაოდ.[1][2]

ბავშვობაში მერიელი ცხოვრობდა აიდაჰოში,  ბაბუის სახლში, შემდეგ კი მისი ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

გოგონას დებიუტი კინოში შედგა 15 წლის ასაკში დასთან, მარგოსთან ერთად ფილმში „ტუჩსაცხი“. მას შემდეგ გამოჩნდა 50-ზე მეტ ფილმში. მერიელს უდიდესი წარმატება მოუტანა ვუდი ალენის ფილმმა „მანჰეტენი“. ამ როლისთვის მსახიობი ნომინირებული იყო პრემიაზე BAFTA 1979 წელს ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ხოლო 1980 წელს-"ოსკარზე" საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლისათვის.  რეალურ მოვლენებზე შექმნილ სურათში "ვარსკვლავი - 80" მერიელმა Playboy-ს მოდელი განასახიერა, რომელიც ეჭვიანმა ქმარმა გამოასალმა სიცოცხლეს.

1992 წელს მარიელ ჰემინგუეი იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, სიდნი გილდფორდის როლის შესრულებისათვის ფილმში „სამოქალაქო ომები“.[3][4][5]

2014 წ.

მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში "არჩის ფინალური პროექტი". სურათი მოზარდთა შორის სუიციდის თემას ეხება და ნომინაციაში "საუკეთესო ახალგაზრდული ფილმი" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზიც აიღო.

ცნობილია, რომ ფილმის გადაღებებისთვის მერიელი დათანხმდა მერიელი მკერდის გადიდებას.  მსახიობი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა. მას ჩაუდგეს იმპლანტანტები, რომლებიც დროთა განმავლობაში გასკდა. "სილიკონი სისხლში შემეჭრა და მსახიობს სერიოზული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

ამის გამო ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, რომ კინაღამ თვითმკვლელობამდე მივიდა. მსახიობმა აღიარა, რომ დიდი იყო ალბათობა, რომ ისიც სახელგანთქმული ნათესავების  კვალს გაჰყოლოდა და დეპრესიის ფონზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.  მას ხშირად მოსდიოდა თავში მსგავსი აზრები. ყველაფერი კი მას მერე შეიცვალა, რაც მერიელი თვითმკვლელობის აღკვეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი გახდა და მისმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა.ახლა მარიელი თავს კარგად გრძნობს და პლასტიკური ქირურგიით დაზარალარებულ ქალებს იქეთ ეხმარება.[6][7][8]

მერიელი მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც ჰემინგუეის პარიზულ მემუარებს ასახავს. "დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან არის" - ასე ჰქვია ფილმს.  ბოლო დროს მსახიობმა კუბაში იმოგზაურა, სადაც ერნესტ ჰემინგუეის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები შეაგროვა.

მას  ეკუთვნის სუნამოები "მარიელი" და "H2O +".

მერიელს ჰყავს ორი ქალიშვილი: მოდელი დრი ჰემინგუეი (1987) და ლენგლი ფოქსი (1989). მეუღლეს სტეფან კრისმანს დაშორდა 2009 წელს.[9][10]

  1. "Mariel H Hemingway was born on November 22, 1961 in Marin County, California". californiabirthindex.org. Retrieved November 6, 2014.
  2. "Mariel Hemingway profile". Filmreference.com. Retrieved October 16, 2012.
  3. Miller, Julie (March 25, 2015). "Mariel Hemingway Says Woody Allen Tried to Seduce Her When She Was a Teenager"[მკვდარი ბმული]. Vanity Fair. Retrieved January 4, 2020.
  4. Fitz-Gerald, Sean (March 25, 2015). "Mariel Hemingway Says Woody Allen Tried to Seduce Her at 18".[მკვდარი ბმული] Vulture. New York Media. Retrieved April 3, 2015.
  5. Howard Kurtz "Exclusive: Young Mariel Hemingway had to rebuff Woody Allen's advances", Fox News, March 25, 2015.
  6. Strobel, Mike. "The moon also rises on Mariel Hemingway"[მკვდარი ბმული]. Toronto Sun. Retrieved March 20, 2011.
  7. Semmes, Anne (April 11, 2015). "Mariel Hemingway shares stories of a troubled family".[მკვდარი ბმული] Retrieved May 17,2015. I do (transcendental) meditation twice a day.
  8. Brown, Bobbi (April 6, 2015). "How Mariel Hemingway Overcame Her Family's Tragic Legacy".[მკვდარი ბმული] Yahoo! News. Retrieved May 17, 2015. I meditate every day, twice a day. I think if you learn to do TM, it changes your life
  9. My New Life (December 7, 2008). "Mariel Hemingway's Personal Journal | Living a Holistic Life".Marielhemingway.com. Archived from the original on March 20, 2011. Retrieved March 20, 2011.
  10. The New York Times profile, nytimes.com;[მკვდარი ბმული] accessed September 26, 2016. NOTE: IMDb entry for Stephen Crisman says they are still married; Hemingway's indicates they divorced in 2009. The New York Times says the couple divorced in 2008