შინაარსზე გადასვლა

მერაბ ხინიკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ ხინიკაძე
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1912
ხუცუბანი
გარდაცვალების თარიღი 1988
ბათუმი
საქმიანობა მსახიობი,
თანამდებობის პირი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955)

მერაბ ხინიკაძე (დ. 28 იანვარი, 1912, სოფელი ხუცუბანი (ქობულეთის რაიონი) — გ. 1988, ბათუმი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, თანამდებობის პირი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1955).

1935 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი ს. ახმეტელი).

1935-1937 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1937 წლისთვის იგი ბათუმში დაბრუნდა. თეატრში 50 წელი მოღვაწეობდა და 150-ზე მეტი როლი ითამაშა. თამაშობდა გმირულ, დრამატულ, აგრეთვე კომედიურ როლებს. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: იაგო, ჰამლეტი (შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“) და სხვა.

1940 წლიდან მერაბ ხინიკაძე იყო სკკპ წევრი, 1958-1962 და 1974-1978 წლებში — ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ბათუმში არის მერაბ ხინიკაძის სახელობის ქუჩა.[1]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]