მერაბ რობაქიძე
მერაბ რობაქიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 აპრილი, 1938 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მერაბ რობაქიძე (დ. 24 აპრილი, 1938, ბათუმი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის ასპირანტურა — 1965 წელს.
1966-1970 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1970-1980 წლებში — ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980-2000 წლებში — არმენოლოგიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2000-2004 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის დოცენტი; 2004 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არმენოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობდა ქართულ-სომხური და სომხურ-ქართული ლექსიკონების შექმნაში. სამეცნიერო შრომების ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1999 წელს „შუშანიკის წამების“ ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის“; სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 2003 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია“.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "შუშანიკის წამების" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია („დედათა ბუნების იწროება“) : ქართ.-სომხ. ენობრივ ურთიერთობათა შუქზე (ავტორი), თბ., ნეკერი, 2009, გვ. 186 — ISBN: 9789941404900
- "ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის (ავტორი). თბ., ნეკერი, 2009, გვ. 172 — ISBN: 9789941404894
- სომხურ-ქართული ლექსიკონი (რედაქტორი). თბ., ნეკერი, 1996, გვ. 334
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 486;