მერაბ ნინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერაბ ნინიძე
Crossing Europe 2018 - Merab Ninidze - 1977.jpg
დაბ. სახელი მერაბ ნინიძე
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი, 1965 (1965-11-03) (53 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკსაქართველოს დროშა საქართველო

მერაბ ნინიძე (დ. 3 ნოემბერი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში „მონანიება“ (1984), „არსად აფრიკაში“ (2001)[1] და სხვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს დაიბადა თბილისში. 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, რის შემდეგაც — 1992 წლამდე — მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. საქართველოში მან 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა. 1992 წელს მერაბ ნინიძე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. 1995 წლიდან კი, ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში. 2001 წელს ითამაშა კაროლინა ლინკის ფილმში „არსად აფრიკაში“ გერმ. „Nirgendwo in Afrika“, რომელმაც 2003 წელს „ოსკარის“ 75-ე დაჯილოდოების ცერემონიაზე მოიპოვა ოსკარის პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.[2] 2011 წლის აპრილში ლეჩეს ევროპულ კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა საუკეთესო ევროპელი მსახიობის პრიზი მიიღო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რობერტ ადრიან პეჟოს ფილმში „მკვლელი კამერა“ . პირველი ავსტრიული როლი 1996 წელს გორან რებიჩის „ჰუგოფილმში“ შეასრულა. მანამდე კი იყო: „Am Rande der Welt“ („ქვეყნის დასალიერს“).

მერაბ ნინიძე ფლობს რამდენიმე უცხო ენას: ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული. 2015 წელს თბილისში გამოიცა მარიკა ბაკურაძესთან ერთად დაწერილი მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე“. ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია ოცზე მეტი წლის წინ რომ დატოვა სამშობლო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი(მცირე თეატრი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ანა ფრანკის დღიური“
  • „სამანიშვილის დედინაცვალი“
  • „ამაღამ მგონი იქნება ქარი“
  • „ლეონსი და ლენა“
  • „ჰამლეტი“

თეატრალური სარდაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. Merab Ninidze. Filmbug.