მერაბ მღებრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მერაბ მღებრიშვილი (დ. 1934 — გ. 18 ივლისი, 2001) — ქართველი ინჟინერი. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1960 წელს იყო თბილისის გაზმომარაგების პროექტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ — ინჟმშენის სამმართველოს უფროსი; 1973–1979 წლებში საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1984 წელს აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1992 წლიდან — თბილისის მერის პირველ მოადგილედ; ამავე წელს დაინიშნა თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის მოადგილედ, 1995 წელს თბილისის საბინაო-კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე იყო შპს „თბილწყალის“ დირექტორი, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. რესპუბლიკის სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარე, საკავშირო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი (1998-2001).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]