მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი
დაარსდა 1991
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები ზვიად გამსახურდია
მდებარეობა თბილისი
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; ძეგლის სახელწოდება: საცხოვრებელი სახლი; აგების თარიღი: XIX საუკუნის II ნახევარი; რეესტრში შეტანის თარიღი: 11.10.07; სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის №010207069

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი — მემორიალური სახლ-მუზეუმი, რომელიც 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და თაოსნობით დაარსდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, საქართველოს ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა. სახლი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბის ბაბუას, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, რუსული ენის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორს – ვლადიმერ დემურიას ეკუთვნოდა.

სახლის ეზოსთან არაერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. აქ 1924 წელს პირველი სახელმწიფო-საზოგადოებრივი დაწესებულება „მთიელთა საბავშვო სახლი“ დაარსდა. მოგვიანებით კი, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა განთავსდა. ეზო თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ცენტრად იქცა, სადაც მუშაობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები, ფილოლოგები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, პედაგოგები და სხვა. XX საუკუნის მეორე ნახევარში ეზო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ეპიცენტრად იქცა და დღემდე „მერაბის ეზოდ“ მოიხსენებენ.

სახლ-მუზეუმს გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე (2003 წლამდე) ხელმძღვანელობდა მერაბ კოსტავას დედა – ოლღა დემურია-კოსტავა, რომელმაც საკუთარი ბინის ნაწილი, ორი ოთახი, სახელმწიფოს მემორიალური სახლ-მუზეუმის გახნის მიზნით გადასცა.

მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, XX საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]