მერაბ კილაძე
გარეგნობა
მერაბ კილაძე (დ. 2 ივნისი, 1959, ჭიათურა — გ. 22 დეკემბერი, 2016) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1985–1988 წლებში მუშაობდა ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. 1988–1990 წლებში იყო თბილისის ექსპერიმენტულ კლინიკურ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1990 წლიდან თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდომინალური კლინიკის თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის ჰეპატობილარული სისტემის პრობლემებზე.
1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაცია და იმუნოკორექცია ბილიარული სისტემის ჩირქოვან–სეპტიკური დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2024 — თბილისის საპატიო მოქალაქე[1]
- 2001 — ღირსების ორდენი
- 1998 — გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
- 1998 — ლაპაროსკოპიული ქირურგიის სერთიპიკატი (იტალია)
- 1997 — ლაპაროსკოპიული ქირურგიის სერთიპიკატი (აშშ)
- 1997 — ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაპაროსკოპული ქირურგია (თანაავტორი). — თბილისი, 2013. გვ. 432. — ISBN 978-9941-0-5854-7
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. — თბ., 2000 გვ. 155;
- წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. გვ. 200
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
კატეგორია:
- დაბადებული 2 ივნისი
- დაბადებული 1959
- გარდაცვლილი 22 დეკემბერი
- გარდაცვლილი 2016
- ქართველი ექიმები
- ჭიათურაში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები
- საქართველოს ღირსების მედლით დაჯილდოებულები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2024)