შინაარსზე გადასვლა

მერაბ კეზევაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ კეზევაძე
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1958 (1958-03-10) (68 წლის)
გელათი, ტყიბულის რაიონი), საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი, პედაგოგი, მწერალი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს ღირსების მედალი
საქართველოს ღირსების მედალი

ქუთაისის საპატიო მოქალაქე (2016)

მერაბ კეზევაძე (დ. 10 მარტი, 1958, სოფელი გელათი, ტყიბულის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, არქივისტი, პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ღირსების მედლისა და ორდენის კავალერი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე (2016). გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 2019 წლიდან.

მერაბ კეზევაძე დაიბადა სოფელ გელათში (ტყიბულის რაიონი).

1981 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

2005 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა „გელათის მონასტერი ეგზარქოსობის დროს“.

1977-2008 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1977-1992 წლებში მუშაობდა პედაგოგად გელათის საშუალო სკოლაში, 1990-2008 წლებში – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1990-1994 წლებში – გელათის სასულიერო აკადემიაში, 1990-1993 წლებში – ქუთაისის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტში. 1992 წლიდან სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორია.[1] გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის ათეულობით წიგნის ავტორი.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქუთაის-გაენათის ეპარქია : ისტორია და თანამედროვეობა (თანაავტორი). ქუთაისი. საგამომცემლო ცენტრი. - 576გვ.
  2. ქართული გვარსახელები იმერეთში XIX საუკუნის 40-იან წლებში. ქუთაისი. საგამომცემლო ცენტრი. 2004. - 185გვ.
  3. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები 2005 (ავტორი). ქუთაისი. ს/ს „მანდარიას სტამბა“. - ქუთაისი. 2005. - 64გვ.
  4. გელათის მონასტერი ეგზარქოსობის დროს (ავტორი). ქუთაისი. საგამომცემლო ცენტრი. 2006. - 340გვ.
  5. ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები (ავტორი). ქუთაისი. საგამომცემლო ცენტრი. 2008. - 248გვ. ISBN: 978-9941-0-0830-6
  6. გვარსახელები XIX საუკუნის ქუთაისში. ქუთაისი. საგამომცემლო ცენტრი. 2012. - 80გვ.
  7. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები (ავტორი). ქუთაისი. საგამომცემლო ცენტრი. 2014. - 136გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]