შინაარსზე გადასვლა

მერაბ გოგბერაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერაბ გოგბერაშვილი (დ. 5 იანვარი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 30 ივნისი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფიზიკოსი და საჭადრაკო კომპოზიტორი (ეტიუდისტი), ეროვნული ოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში. 1980 წელს დაამთავრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1983-1986 წლებში იყო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თეორიული და მათემატიკური ფიზიკის სპეციალობით. 1989 წლიდან დღემდე არის თსუ-ის ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების უფროსი მკვლევარი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა გრავიტაცია, კოსმოლოგია, მათემატიკური ფიზიკა. მიღებული და შესრულებული აქვს სამეცნიერო გრანტები. რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სტატია. საშუალო ციტირების ინდექსი 1 სტატიაზე - 22 (სულ საშუალოდ 1540)[1].

საჭადრაკო კომპოზიცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი ეტიუდი 1973 წელს გამოქვეყნდა. არის მრავალი კონკურსის მონაწილე.

მერაბ გოგბერაშვილი
საბჭოთა კავშირის გუნდური პირველობა, I ადგილი, 1975
abcdefgh
8
d8 white knight
g8 black knight
h8 black king
e7 white pawn
e6 white knight
g6 black knight
a3 black pawn
a2 black pawn
c2 white king
e2 black pawn
8
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
მოგება (4 + 6)

ამოხსნა: 1. მf7+ მფh7
2. e8მ! e1მ+!
3. მფb3 a1მ+!
4. მფa2 მf3
5. მფ:a1 a2
6. მფ:a2 მ8e7
7. მფf6#

  • Gogberashvili Merab, Georgian Chess Composition, issue 5, Tb., 1998.
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 39.
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. II, თბ., 1997. — გვ. 324.
  1. „მეცნიერი, რომელსაც ყველაზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში“, ინტერვიუ მერაბ გოგბერაშვილთან; მოამზადა მაია ტორაძემ, „თბილისის უნივერსიტეტი“. თბ., 2015, N6. გვ.7.