მერაბ გაგუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერაბ გაგუნაშვილი
Merab Gagunashvili 2013.jpg
მერაბ გაგუნაშვილი
სახელი მერაბ გაგუნაშვილი
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1985 (1985-01-03) (34 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი

მერაბ გაგუნაშვილი (დ. 3 იანვარი, 1985, თბილისი, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (2002). ჭაბუკთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1999). მსოფლიოს ვიცეჩემპიონი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის (2001). შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002). ანალოგიურ შეჯიბრებაზე 2003 წელს II-V ადგილები გაიყო. ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003 თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ვერცხლის მედალი). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (2000-2004; 2000 წელს თავის დაფაზე მოაგროვა 8-დან 6,5 ქულა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]