მერაბ ქვარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მერაბი ქვარაია)
მერაბ ქვარაია
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1972 (1972-07-13) (51 წლის)
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

მერაბ ქვარაია (დ. 13 ივლისი, 1972, ზუგდიდი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი.

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1995–1998 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატა, უფროსი ინსპექტორი; 1998–2002 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2001–2002 წლებში შემოსავლების სამინისტროს ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ლექტორი; 2002–2005 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; 2004–2005 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012 წელს საქართველოს პარლამენტის პოლიტპატიმრებზე მომუშავე კომისიის წევრი; 2013–2014 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2014–2016 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (N65 ოლქის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2023 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პატიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. პარლამენტში შევიდა როგორც გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „პარლამენტში „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის ადგილმონაცვლედ გიორგი ჩაკვეტაძე, თენგიზ შარმანაშვილი, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი და ირაკლი კირცხალია შევლენ, რომელთა უფლებამოსილების საკითხს ხვალ განიხილავენ“. www.interpressnews.ge. 3 აპრილი, 2023. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)