მეოცე საუკუნის მითი
მეოცე საუკუნის მითი (გერმ. Mythus des zwanzigsten Jahrhunderts) — ცნობილი ფსევდო-მეცნიერული, ფსევდო-ისტორიული წიგნი, ალფრედ როზენბერგის - ნაცისტი თეორეტიკოსის ავტორობით.[1] როზენბერგი ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და გაზეთ „ხალხთა მოძრაობის" (Völkischer Beobachter) რედაქტორი იყო. ის მოგვიანებით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს და 1946 წელს ჩამოახრჩეს.
წიგნში როზენბერგი აცხადებს, რომ არიული რასა შემქმნელია ანტიკური ცივილიზაციებისა, რომლებიც მოგვიანებით „ნაკლოვან რასებთან“ აღრევის გამო ჩამოიშალნენ. ის არიულ ცივილიზაციებს კაცობრიობის უდიდეს მიღწევად თვლის, და სოციალურ და მორალურ დეგრადაციას სემიტურ გავლენებს აბრალებს, მოუწოდებს მთავრობას რომ „ამაღლებულმა“ რასებმა „ნაკლოვან“ რასებზე იბატონონ და მათ არ შეერივნონ.
1930 წელს გამოქვეყნებიდან 1944 წლამდე წიგნის მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. ჰიტლერმა როზენბერგი წიგნისათვის 1937 წელს ნაციონალური ხელოვნებისა და მეცნიერების ორდენით დააჯილდოვა. ორდენთან ერთად გადაცემულ დოკუმენტში მოცემულია, რომ ჯილდო „ადიდებს როზენბერგს, როგორც ადამიანს, რომელმაც მეცნიერულად და არსში ღრმად ჩამწვდომად დააგო საფუძველი ნაციონალური სოციალიზმის იდეოლოგიის გაგებისათვის."[2] წიგნი რასისტული ფსევდო-მეცნიერებისა და მისტიციზმის ნარევია, და აცხადებს, რომ „ნორდიული რასა“ ატლანტისში წარმოიქმნა და მათი აღმატებულება ამართლებს არა-არიული რასების დამონებასა და მასიურ ჟლეტას.[3]
ზოგი ფაშისტი ლიდერი ამ წიგნის რაღაც ნაწილს სამარცხვინოდ თვლიდა, მაგრამ ხშირად სწორედ ის პოლიტიკოსები აფასებდნენ დადებითად ამ ნაშრომს ხალხისათვის თვალის ასახვევად,[4] რომლებსაც ის სინამდვილეში სულაც არ მოსწონდათ.[5][6][7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Silberklang, David. Roots of Nazi Ideology. ციტირების თარიღი: 31 December 2022
- ↑ The Persecution of the Catholic Church in the Third Reich: Facts and Documents. p. 402
- ↑ Viereck, p. 233
- ↑ Hexham, Irving (January 2007). „Inventing 'Paganists': a Close Reading of Richard Steigmann-Gall's the Holy Reich“. Journal of Contemporary History. 42 (42): 59–78. doi:10.1177/0022009407071632.
- ↑ Goebbels, Ralf Georg Reuth; Piper; ISBN 3-492-03183-8, p. 304; Original: "philosophischer Rülpser".
- ↑ Eatwell, 1995, p. 119.
- ↑ Steigmann-Gall, Richard (2003-04-21). The Holy Reich: Nazi Conceptions of Christianity, 1919–1945 (en). Cambridge, England: Cambridge University Press, გვ. 93. ISBN 978-1-107-39392-9. „Goebbels was characteristically succinct, describing the book as an 'ideological belch.'“