მეოტების დასახლებები აზოვში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეოტების განსახლების არეალი

მეოტების დასახლებები აზოვში (რუს. Меотские поселения в Азове) — მეოტების მეომარი ტომის დასახლებები როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოტები განეკუთვნებიან ძველ ინდოევროპულ ტომებს[1], რომლებიც ცხოვრობდნენ აზოვის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. მეოტები იყვნენ მეომარი ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ყუბანის ტერიტორიაზე. დროთა განმავლობაში, ბოსფორის მმართველების გავლენით, მეოტები, როგორც დაქირავებულები, განსახლდნენ დონის მხარის სტეპებში, რათა გაეკონტროლებინათ ბერძნულ-სარმატული პროვინციები: ტანაისი და როსტოვის ნაქალაქარი. ნაქალაქარი, რომელიც აგებული იყო თანამედროვე ქალაქ აზოვის ადგილზე, მდებარეობდა შემაღლებულ კოცხზე და გარს ერტყა მიწაყრილები და თხრილები, რომლებიც მტრებისაგან იცავდა ქალაქს. მეოტები გამოირჩეოდნენ საბრძოლო უნარებით, მათ შორის ბევრი იყო უშიშარი მეომარი.

აზოვის ტერიტორიაზე მდებარე ნაქალაქარები პირველად თავის ნაშრომებში მოიხსენია ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე გეოგრაფმა პტოლემემ. ქალაქ აზოვის ტერიტორიაზე მდებარეობდა ნაქალაქარი პატარვა, პანიარდისი და მეთევზეების დასახლება.

პატარვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესწავლილია არქეოლოგების მიერ. კულტურული ფენის სიღრმე 6 მეტრი იყო. მდებარეობდა ქალაქის დასავლეთ ნაწილში. ნაქალაქარში აღმოაჩინეს თავდაცვითი მიწაყრილებისა და თხრილების კვალი. მისი მაცხოვრებლები დაკავებულები იყვნენ სოფლის მეურნეობითა და მეთევზეობით. მეოტები ვაჭრობდნენ ტანაისის მოსახლეობასთან და მომთაბარე ალანებთან. ისინი ყიდდნენ ხორბალსა და თევზს. დასახლებაში აყვავებული იყო ჭურჭლის დამზადების ხელოსნობაც. აქ აღმოჩენილი იყო ღუმელი, რომელშიც გამოწვავდნენ კერამიკულ ჭურჭელს.

მეოტების სახლებს ჰქონდათ ორი განყოფილება. ერთ ნაწილში ცხოვრობდნენ ადამიანები, ხოლო მეორე ნაწილში ზამთრის პერიოდში ჰყავდათ შინაური ცხოველები. პატარვის ნაქალაქარზე აღმოჩენილია ბევრი ნაცრისფერ ლაქიანი კერამიკა კავკასიიდან და ყუბანიდან, წითელ ლაქიანი კერამიკის ნიმუშები ბოსფორიდან, ბერძნული ამფორები. ეს ადასტურებს მათ სავაჭრო კავშირებს მეზობლებთან.

პანიარდისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანიარდისი, იგივე ციხესიმაგრის ნაქალაქარი, მდებარეობდა თანამედროვე ქალაქ აზოვის ცენტრში. იგი ცუდადაა შემონახული, შემონახულია მცირე ფრაგმენტები.

აღმოჩენილი მასალების მიხედვით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პანიარდისის მოსახლეობის კვების რაციონში სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყო უმთავრესი[2], ხელოსნობის დარგებიდან განვითარებული იყო ქსოვა და რთვა[3].

არქეოლოგებს პანიარდისის და პატარვას ტერიტორიაზე არ აღმოუჩენიათ საბრძოლო მოქმედებების კვალი, როგორც მეცნიერები ფიქრობენ მათ უბრალოდ მშვიდობიანად მიატოვეს დასახლებები.

მეთევზეების დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოტების მეთევზეების დასახლება აღმოაჩინეს [[2011] წლის 13 ოქტომბერს აზოვზე სამაშველო სამუშაოების დროს. ძველ დასახლებაში აღმოაჩინეს სამი ფენა.

პირველი ფენა მიეკუთვნება მეოტების პერიოდს (ახ. წ. I-IV საუკუნეები), მეორე ფენა — ალან-ბულგარელების პერიოდს (VIII-IX საუკუნეები), მესამე კი — ოქროს ურდოს პერიოდს (XII-XIII საუკუნეები). უნიკალური აღმჩნდა ოქროს ურდოს (1224-1483 წწ) პერიოდის დასახლება. ამ ფენაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი დასახლების შემონახული სტრუქტურა და სარწყავი სისტემის კვალი. მოსახლეობა დაკავებული ყოფილა სოფლის მეურნეობით, რისთვისაც იყენებდნენ სარწყავ სისტემას. აქვე აღმოაჩინეს ХII-XIII საუკუნეების სასაფლაო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]