მეორე სქესი
იერსახე
„მეორე სქესი“ (ფრანგ. Le Deuxième Sexe) — ფრანგი ეგზისტენციალისტის, სიმონ დე ბოვუარის, 1949 წლის წიგნი, რომელშიც იგი განიხილავს და დეტალურად აანალიზებს ისტორიის მანძილზე ქალთა მიმართ დამოკიდებულებას. ბოვუარი წიგნს 14 თვის მანძილზე, 1946 წლიდან წერდა.[1] მან ნაწარმოები ორ ნაწილად გამოაქვეყნა, ესენია: „ფაქტები და მითები“ და „მიღებული გამოცდილება“. წიგნის რამდენიმე თავი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში Les Temps modernes (ქართ. ახალი დროება).
„მეორე სქესი“, რომელიც ბოვუარის ყველაზე გახმაურებული ნაშრომია, ფემინისტური ფილოსოფიის მთავარ ნაშრომად და ფემინიზმის მეორე ტალღის საწყის წერტილად მიიჩნევა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეორე სქესი. ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thurman, Judith (2011). The Second Sex. New York: Random House, გვ. 13.
- ↑ Dispatches From the Other. The New York Times (2010).