მეორეხარისხოვანი ადგილები ბელერიანდში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, ბელერიანდში, პირველ ეპოქაში არსებული ადგილები.

სარჩევი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აელინ-უიალი, ბინდის გუბურები

მშრალი მიწების სახელწოდება, სადაც დორიათის საზღვართან აროსი სირიონს უერთდებოდა.

აელუინი, ან ტარნ აელუინი

ლურჯი ფერის მთის ტბა, მდებარე დორთონიონში, ლადროსიდან სამხრეთ-დასავლეთით. ამბობენ, რომ მას მელიანი იცავდა. აქ იმალებოდა ბარაჰირის ხალხი, დაგორ ბრაგოლახის შემდეგ, სანამ მათ გორლიმმა უღალატებდა. Aeglos ნიშნავს ყინულის ლოლუას ან თოვლიან წვეტს. ელემენტი aeg - წვეტი მომდინარეობს ayak-იდან - წვეტიანი. ელემენტი los - თოვლი. Aeglos-ს ასევე წარმოთქვამდნენ, როგორც Aiglos-ს.

ბელერიანდში აგრეთვე არსებობდა ბუჩქების ნაირსახეობა, რომელზეც იზრდებოდა თეთრი ყვავილები. ამ მცენარესაც აეგლოსი ერქვა, რაც ითარგმნებოდა, როგორც თოვლის ეკალი.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევენდიმის ტბა

იგივე ნენუიალი — შუახმელეთის ტბა.

ევენდიმი შუახმელეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ელფები მას ნენუიალს უწოდებდნენ. არნორის უძველესი სატახტო ქალაქი, ანუმინასი მისი სამხრეთ ნაპირებზე აშენდა.

ეითელ ივრინი

დინება, რომელიც ერედ ვეთრინთან მდებარე ტბას უერთდებოდა. პირველ ეპოქაში ეს ადგილი გაანადგურა დრაკონმა გლაურუნგმა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინაევენი

ნევრასტის აღმოსავლეთით არსებული გუბურები, ლერწმის ბუჩქებით. აქ წყალი ერთ დინებად ერთდებოდა. აქ სახლობდნენ ჭაობის ფრინველები და სწორედ ამიტომ ადგილს ელფურად ეწოდა „ფრინველთა ტბა“ ("გუბურა, ტბა") + aew ("ფრინველი") + en (ზედსართავი სუფიქსი).

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეშორისი ტყე

იხ. ტაურ-იმ-დუინათი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნან ელმოთი

ბნელი და უძველესი ტყე მდინარე კელონის ნაპირთან, აღმოსავლეთ ბელერიანდში. სწორედ იქ თინგოლმა პირველად იხილა მელიანი. წლების შემდეგ ამ ტყეში დასახლდა ეოლი, ბნელი ელფი.

ნენ ჰითოელი

ოვალური ტბა, რომელიც მდინარე ანდუინზე (დაახლოებით შუა გზაში) მდებარეობდა, არგონათების შემდეგ.

ნოგროდი

ერთი-ერთი ჯუჯების ორი ქალაქიდან ლურჯ მთებში, ნოგროდის ჯუჯების მხარე.

მდებარეობდა მთების ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში, მთა დოლმედის მახლობლად, სადაც ბელერიანდის გზა უერთდებოდა ერიადორისას. ქალაქი აგრეთვე იცავდა მთების ერთადერთ უღელტეხილს. ნოგროდში ცხოვრობდნენ დიდი მჭედლები გამილ ზირაკი და ტელხარი.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაურ-იმ-დუინათი

აგრეთვე ცნობილი, როგორც მდინარეშორისი ტყე. დიდი ტყე, რომელიც ბელერიანდის სამხრეთით მდებარეობდა. იგი სირიონის შესართავიდან დასავლეთით, მდინარე გელიონამდე იყო გადაჭიმული. ესაზღვრებოდა სირიონი, ისევე, როგორც გელიონი, ამიტომ შეიძინა სახელწოდება Taur-im-Duinath (ტყე მდინარეებს შორის). ბელერიანდში არსებულ რომელიმე ძალას იგი არასოდეს დაუპყრია. ამბობდნენ, რომ მასში მხოლოდ აქა-იქ მიმოყრილი ბნელი ელფები ცხოვრობდნენ. მორგოთის ორკებიც კი გაურბოდნენ მას. მდინარეშორისი ტყე დაიკარგა, როდესაც დიდმა ზღვამ რისხვის ომის შემდეგ ბელერიანდი დაფარა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელევორნის ტბა

მთა რერირთან მდებარე ცივი ტბა. ეს იყო ბელერიანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ღრმა, მთებით მოცული ადგილი. ფეანორის მეოთხე ძე, კარანთირი, აქ ცხოვრობდა, მაგრამ დაგორ ბრაგოლახის დროს მდინარის წყლები აიმღვრა და ადგილი განადგურდა.

ჰიმლადი

ცივი რეგიონი აღმოსავლეთი ბელერიანდის ტერიტორიაზე. მდებარეობდა მდინარეების, აროსისა და კელონს შორის, ჰიმრინგის ქვემოთ. ჩრდილოეთით უკავშირდებოდა ლოთლანს აგლონის უღელტეხილით.

ანგბანდის ალყისას ჰიმლადს იკავებდნენ კელეგორმი და კურუფინი, რომლებიც უღელტეხილს იცავდნენ. თუმცა, ისინი დამარცხდნენ დაგორ ბრაგოლახისას.

Himlad მომდინარეობს სიტყვებისგან him, ცივი და lad, ნათელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]